როდის რა რიტუალი უნდა გამოვიყენოთ? რამდენად ეფექტურია წმენდები კვერცხით, ცვილით, რუნებით და ა.შ. - აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ეზოტერიკოსი „Svart გრიმუარი“ წერს და ამბობს, რომ არსებობს პრაქტიკები, რომლის ჩატარებას ზოგჯერ შესაძლოა პროფესიონალებსაც გაუჭირდეს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია რიტუალის სირთულისა და სიძლიერის სწორი შერჩევა, რადგან ამით გავაკეთებთ ძვირფასი რესურსებისა და დროის ეკონომიას:
„არსებობს სხვადასხვა „კალიბრის“ რიტუალები და ენერგეტიკული პრაქტიკები. არსებობს ნებისმიერი სირთულის პრაქტიკა, დაწყებული უმცირესითა და უმარტივესი შელოცვებით ან რიტუალებით და დამთავრებული ძალზე კომპლექსური ცერემონიებით, რომელთა შესრულება ზოგჯერ შესაძლოა, პროფესიონალებსაც კი გაგვიჭირდეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი „კალიბრის“, ანუ რიტუალის სირთულისა და სიძლიერის სწორი შერჩევა?
გარდა იმისა, რომ ბანალურად, გავაკეთებთ ძვირფასი რესურსებისა და დროის ეკონომიას, არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია.
1) კოღოს მოსაკლავად ატომურ ბომბს ან დათვზე სანადიროდ კბილის საჩიჩქნს იყენებთ? - არა! მაგიური პრაქტიკების შერჩევაც რაღაც მხრივ ამას ჰგავს. უმარტივესი ყოფითი პრობლემის გადასაჭრელად ბირთვული იარაღის გამოყენება არ იქნება სწორი, ისევე როგორც რთულ პრობლემასთან არაფრის მომცემი იქნება მსუბუქი და პრიმიტიული მეთოდები.
2) შესაძლოა გინდოდეს დიდი და რთული პრაქტიკის შესრულება, მაგრამ გაქვს საკმარისი რესურსი და ძალა? - თითოეული პრაქტიკა მოითხოვს ენერგიას და როდესაც ვახსენებ ენერგიას არ ვგულისხმობ ენერგიას, რომელიც დაგეხარჯებათ მაღაზიაში ჩასასვლელად, ასანთის ამოსატანად და სანთლის ასანთებად. არა, საუბარია სულიერ ენერგიაზე. იმაზე მეტთან შეჭიდება, ვიდრე შეგიძლიათ, რომ დაძრათ, იმაზე მეტის გაცემა, ვიდრე გაგაჩნიათ გამოიწვევს თქვენი ენერგიის არამხოლოდ ნულამდე დაყვანას, არამედ მას ფაქტობრივად ჩააგდებს მინუსოვან მდგომარეობაში, რაც ზოგჯერ საშიშიც კი შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკა იყოს თქვენი ცოდნისა და შესაძლებლობების დონესთან შესაბამისი, რაც ზოგჯერ საკმაოდ რთულია, რომ დამოუკიდებლად განსაზღვრო თუ კი არ გყავს კარგი მენტორი/ მასწავლებელი.
3) ეფექტურობა - მეორე პუნქტში ძირითადი აქცენტი გაკეთდება გადამეტებაზე, მაგრამ შესაძლოა მეთოდი მეტისმეტად სუსტი აღმოჩნდეს, შესაბამისად ენერგიასა და დროს დავხარჯავთ, მაგრამ შედეგს არ მივიღებთ, რადგან აღძრულ მოქმედებებსა და ენერგიას უბრალოდ არ ეყოფათ ძალა.
მაშ როგორ განვსაზღვროთ სწორად რომელი პრაქტიკა შეესაბამება ჩვენს პრობლემას ან სურვილს?
მოდით საილუსტრაციოდ განვიხილოთ ეს ყველაფერი ნეგატივის მოშორებაზე მიმართულ პრაქტიკების მაგალითზე, როგორებიცაა: წმენდები, მოხსნები და ა.შ...
ავიღოთ მაგიური მოქმედების ძირითადი 4 სირთულე.
1) ხალხური/ ფოლკლორული მეთოდიკა, იგივე სოფლის მაგია - აქ იგულისხმება ისეთი მეთოდები, როგორებიცაა: წმენდა კვერცხით, ცვილის ან ტყვიის ჩამოსხმა, წმენდები მარილით, ძმრით, რომელიმე ბალახის დაწვით და ა.შ...
2) სემიოტური, ჰერმეტული და პროტო-ეგრეგორული მაგია - ასეთ კატეგორიას განეკუთვნება ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა მაგალითად: გრაფიკული მაგია, რუნული მაგია, კლასიკური სარიტუალო მაგია და გარკვეული ცერემონიალური მაგიის ასპექტებიც. ამ კატეგორიაში გვაქვს შედარებით მოქნილი სირთულის დონე, შესაძლოა შევხვდეთ მეტ-ნაკლებად მარტივ და აგრეთვე საკმაოდ რთულ პრაქტიკებსაც.
3) ეგრეგორული/სისტემური მაგია - ეს გახლავთ მიმართულება, რომელიც ძირითადად უკავშირდება დიდ სისტემებთან ან მაღალი რანგის სულიერ ქმნილებებთან მუშაობას. აღნიშნული დონე შესაძლოა მოიცავდეს მე-2 პუნქტის შედარებით მაღალი დონის პრაქტიკებსაც.
და ბოლო 4) უმაღლესი, თეურგიული მაგია - მარტივად რომ ვთქვათ: ამ საფეხურზე თითქმის არავინ არ მუშაობს. მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ მისი გამოყენება 99%-ს ცხოვრების განმავლობაში არასდროს დაგჭირდებათ. აქ საუბარია უმაღლეს ღვთიურ წყაროებსა და სისტემებთან ურთიერთქმედებაზე, რაც, პრინციპში, ყოველდღიურ ცხოვრებასა და მატერიალურ ან ეგოცენტრულ საკითხებში აბსოლუტურად არ გვჭირდება.
აბსოლუტურად ყველა პრაქტიკა (ცხადია, მუშა და რეალური პრაქტიკები) ჯდება ამ ოთხიდან რომელიმე კატეგორიაში ან მათ შორის. შესაბამისად სწორედ ეს გახლავთ თქვენი რუკა და გზამკვლევი - რომელი პრაქტიკა რა დროს გამოიყენოთ.
არც ისე დიდი ხნის წინ მკითხეს რამდენად ეფექტურია წმენდები კვერცხით, მარილით ან ცვილით. ჩემი პასუხია - კი! ისინი ეფექტურია, ოღონდ მაშინ, როდესაც ვეხებით მარტივ ნეგატივს, როგორიც შეიძლება იყოს: ყოფითი, ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგროვებული ნეგატივი, ფსიქოემოციური ნეგატივი ან ავი თვალი.
მაგრამ რატომ არა მაშინ, როდესაც ადამიანი არის მოჯადოებული ან დაწყევლილი?
ერთია, რომ ეს მეთოდები ვერანაირად ვერ მოერევა და უშველის ამდენად რთულ დაბინძურებას, თუმცა ასეც რომ იყოს და რომ იყოს შესაძლებელი მათი მეშვეობით ამხელა მოცულობის ნეგატივის მოშორება, დაგჭირდებათ უთვალავი სეანსი და ცდა. ეს იგივეა, რომ ეცადოთ წყლის გადაღვრას ნავიდან, რომელიც დაზიანდა და თანდათან ივსება, ოღონდ კოვზით! მაშინ, როდესაც იქვე გაქვს ვედრო. ეს იგივეა, რომ მოხეხოთ სახლის იატაკი კბილის ჯაგრისით, მაშინ როდესაც გვერდით გაქვს დიდი ზომის ჯაგრისი ან ე.წ. „პოლის ჯოხი“.
მაგრამ იქნება თუ არა ეფექტური მაგალითად კომპლექსური გრაფიკული მაგიის პრაქტიკები ან ეგრეგორული მაგია ისეთ დროს, როდესაც ადამიანი არის, მაგალითისათვის, გათვალული? - კი იქნება, ოღონდ გარდა იმისა, რომ მოიშორებთ ავ თვალს, ზემოდან გადააყოლებთ საჭიროზე მეტ ენერგიასაც და დიდი ალბათობით თავს იგრძნობთ იმაზე უარესად, ვიდრე იყავით დასაწყისში. ეს იგივეა, რომ ბუზების დასახოცად მოიმარჯვოთ ტყიამფრქვევი და F-1 ტიპის ყუმბარები. მოკლავს ბუზებს? - კი! მაგრამ ამას რა მოჰყვება ალბათ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ...
შეეცადეთ, რომ შეარჩიოთ არა მარტო თქვენი შესაძლებლობებისა და ცოდნის დონის ან თუნდაც გამოცდილების შესაბამისი პრაქტიკები, არამედ გადასაჭრელი პრობლემის ან სასურველი მიზნის შესაბამისი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სტაჟი, ცოდნა და რესურსები მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვისარგებლო უმაღლესი მაგიის პრაქტიკებით, შევიდე კავშირში სხვადასხვა ეგრეგორებთან, დამიჯერეთ, ამ მეთოდებს არასდროს გამოვიყენებ ჩვეულებრივი ყოველდღიური წმენდებისთვის. ასეთ დროს მეც ჩვეულებრივად ვიყენებ მარილს, სალბს, პალო სანტოსა და სხვა მსგავს მარტივ მეთოდებს.
მეორეს მხრივ, როდესაც მომმართავს ადამიანი, რომელსაც სერიოზული პრობლემა აქვს (მაგალითად წყევლა, ჯადო ან საგვარეულო პრობლემა) - მე არ ვთავაზობ მას დესტრუქციულ ძალებთან დაპირისპირებას სუპერმარკეტში ნაყიდი კვერცხით ან მარილიანი წყლის ჭიქით.
იმედი მაქვს ეს სტატია დაგეხმარებათ!“, - წერს ეზოტერიკოსი Svart.
ასევე დაგაინტერესებთ: