Digest Logo

🎥 „რაფერ ხარ, კაკუ!“ – როგორ ეხუმრება ამიკო ჩოხარაძე აჭარელ მეგობრებს, რომლებიც, მისი თქმით, თბილისში - „ძაან სვეცკობენ“

1765272278
ამიკო ჩოხარაძე

ქართველი იუმორისტი ამიკო ჩოხარაძე, რომელიც ეკრანებზე წლების განმავლობაში აღარ ჩანდა, სატელევიზიო სივრცეს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა და მაყურებლის გულიც გაახარა. 

ყველასთვის საყვარელ და მონატრებულ იუმორისტი გადაცემის „ყავა ბათუმურად“ სტუმარი იყო, სადაც აჭარულ დიალექტზე ისაუბრა:

„მინახავს, აი, „ძააან სვეცკები“ რომ არიან და რაღაც მომენტში ნერვი უმტყუნებს, წამოსკდება ისეთი რაღაცები. 

თან ბავშვობიდან ვიცნობ ამ ადამიანებს, ულამაზესი გოგოები არიან და თბილისში რომ შევხვედრივარ, მე ეგრევე მაწვება, რომ აჭარულად უნდა დავიწყო ხუმრობა, „რაფერ ხარ, კაკუ“. აჭარელს რომ აჭარულად რაღაც უთხრა, სერიოზულს ვეღარ იჭერს. ყოფილა შემთხვევა, მივსულვარ, ჩემი მეგობარი მოდის გადასაკოცნად, ქუსლებით მორბის და ამბობს, რამე არ მითხრა, ჩემები არიან“, - ამბობს ამიკო ჩოხარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„არცერთი მიირთმევს აყროლებულ ხორცს, დაობებულ მაწონს, დამპალ ვაშლს, მაგრამ „მიირთმევს“ შხამიან ნათესავს, დამთრგუნველ მეგობარს, „ჩირქიან“ კოლეგას“ - ლევან შელეგია

„მიიღეთ ობიექტური გადაწყვეტილებები, სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით“ - 9 დეკემბრის ტაროლოგიური პროგნოზი

„ძველი წელი ნელა-ნელა გვემშვიდობება... თუ ამ ღამით ცას შეხედავ, დაინახავ...“ - ბნელი ღამეები, რასაც 12 მაგიური ღამე მოსდევს, დაიწყო