Digest Logo

„არცერთი მიირთმევს აყროლებულ ხორცს, დაობებულ მაწონს, დამპალ ვაშლს, მაგრამ „მიირთმევს“ შხამიან ნათესავს, დამთრგუნველ მეგობარს, „ჩირქიან“ კოლეგას“ - ლევან შელეგია

1765271340
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, ფეისბუკში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მოუწოდებს, დიდი ყურადღება გამოიჩინონ გარემოს და მასში მყოფი ადამიანების მიმართ. 

მისი თქმით, ყველანაირი ურთიერთობა ემსახურება დამსახურების, ურთიერთპატივისცემის და გაცემა/მიღების პრინციპს:

„ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარემოს და მასში მყოფ ადამიანებს!

წარმოუდგენელია ჯანმრთელობაზე პრეტენზიის ქონა, როცა დახშული არ გაქვს მოწამვლის წყაროები.

არცერთი ჩვენგანი არ მიირთმევს აყროლებულ ხორცს, დაობებულ მაწონს, დამპალ ვაშლს, მაგრამ ბევრი ჩვენგანი „მიირთმევს“ შხამიან ნათესავს, დამთრგუნველ მეგობარს, „ჩირქიან“ კოლეგას.

ვიცი, რომ დიდია განსხვავება ვაშლის გადაგდებასა და ნათესავის მოშორებას შორის, მაგრამ არ ჩააბეტონოთ ურთიერთობები სამარადისო ქვითკირით: ყველანაირი სტატუსი ხდება საეჭვო და სუსტი, როცა საქმე ყველაზე წმინდა რამეს - ჯანმრთელობას და სიცოცხლის ხანგრძლივობას თუ ხარისხის ეხება.

არანაირად არ ნიშნავს ბავშვობის მეგობარი, სისხლით ნათესავი საშვილიშვილო, უპირობო კავშირს!

ყველანაირი ურთიერთობა ემსახურება დამსახურების, ურთიერთპატივისცემის და გაცემა-მიღების პრინციპს!
საზღვრები და ლიმიტები არსებობს მხოლოდ ჩვენს თავებში, მეტი არსად.

საზოგადოების აზრის შიშიც ხომ თავში ცხოვრობს? მცენარე რომ არ დაჭკნეს, ჩვენ ხომ მას ჯანსაღ გარემოს ვუქმნით? ნოყიერი ნიადაგი, საკმარისი წყალი და მზე? ჰოდა ასე ვართ ჩვენც, ადამიანები.

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„მიიღეთ ობიექტური გადაწყვეტილებები, სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით“ - 9 დეკემბრის ტაროლოგიური პროგნოზი

„ძველი წელი ნელა-ნელა გვემშვიდობება... თუ ამ ღამით ცას შეხედავ, დაინახავ...“ - ბნელი ღამეები, რასაც 12 მაგიური ღამე მოსდევს, დაიწყო

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც 2026 წელს მთავარ ცხოვრებისეულ გამოწვევებს გადალახავს