Digest Logo

„12.12 კოდი იხსნება და გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, წლის გარდამტეხი და საკრალური დღეა!“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი

1764847533
ქეთევან ჯანდიერი

იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში წერს, რომ 12 დეკემბერი წლის გარდამტეხი და საკრალური დღეა!

მისი თქმით, ეს დღე საუკეთესოა ძველი ენერგიების გასაწმენდად, სიყვარულის მიზიდვისთვის, ფინანსური ბლოკების შესუსტებისთვის:

„12 დეკემბერი წლის გარდამტეხი და საკრალური დღეა!  

ვემზადებით განსაკუთრებული ენერგიისთვის - 12.12 კოდი იხსნება და გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას.

12 დეკემბერი არის დღე, რომელსაც აღიქვამენ როგორც კარიბჭეს - კარს, რომელიც ხსნის არხს: განახლებისთვის, სურვილების მატერიალიზაციისთვის, კარმული გაწმენდისთვის, ახალი გზების გასახსნელად!

12.12 კოდი იშიფრება როგორც:

1 - ახალი დასაწყისი

2 - ჰარმონია და პარტნიორობა

12 - სულიერი აღმავლობა

12.12 - გაძლიერებული ვიბრაცია, რომელიც აძლიერებს ყოველ ჩანაფიქრს: სიყვარულს, ფინანსურ ზრდას, ჯანმრთელობის სტაბილიზაციას და პიროვნულ ტრანსფორმაციას.

ეს დღე საუკეთესოა:

✅ძველი ენერგიების გასაწმენდად

✅სიყვარულის მიზიდვისთვის

✅ფინანსური ბლოკების შესუსტებისთვის

დიდი სურვილების ჩასაფიქსირებლად - ისინიც კი, რომლებიც წლებია ასახდენად გელოდებიან“, - წერს ქეთევან ჯანდიერი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„გონებაში იბადება ნაკლები კრიტიკა და მეტი მიმღებლობა“ - ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც მარტოობით გამოწვეულ ტკივილს დაასრულებს

„ამ ორეულს ალბათ არ ელოდით!“ - ალექსანდრე ზაზარაშვილის და ნინი ბრეგვაძის ერთობლივი ფოტოები

„ფსიქოლოგია ნებისმიერ შემთხვევაში ეზოტერულია, ხოლო მაგია ფსიქოლოგიური... ამ ორის გაერთიანების შედეგად არაცნობიერი აღარ არის საშიში“ - გრიმუარი