13-დან 22 ნოემბრამდე დილის ცაზე ოთხი პლანეტის აღლუმი გველოდება
მოემზადეთ საოცარი ციური სანახაობისთვის.
2026 წლის 13–22 ნოემბერს, მზის ამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, მზის სისტემის ოთხი პლანეტა მერკური, ვენერა, მარსი და იუპიტერი ცაზე ერთად გამოჩნდება.
ამ მოვლენის სანახავად საუკეთესო პირობები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში (მათ შორის საქართველოშიც) იქნება. მოწმენდილ ცაზე ოთხივე პლანეტას შეუიარაღებელი თვალითაც დაინახავთ, თუმცა მათ შორის მერკურის შემჩნევა ყველაზე რთულია.
სად და როდის უნდა გავიხედოთ?
მზის ამოსვლამდე 40–60 წუთით ადრე გაიხედეთ აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით (იქით, საიდანაც მზე ამოდის). ჰორიზონტთან ახლოს, უფრო დაბლა დაინახავთ კაშკაშა ვენერას და პატარა მერკურის, ხოლო მათ ზემოთ მოწითალო მარსი და კაშკაშა იუპიტერი იბრწყინებენ.
მოინიშნეთ მთავარი თარიღები:
14 ნოემბერი საუკეთესო დღეა იმისთვის, რომ ოთხივე პლანეტა ერთმანეთთან ახლოს, კომპაქტურად დაინახოთ.
15–16 ნოემბერი მარსი და იუპიტერი ერთმანეთს მაქსიმალურად მიუახლოვდებიან და ცაზე გვერდიგვერდ გამოჩნდებიან.
20–22 ნოემბერი მერკური ცაზე უფრო მაღლა აიწევს და უკეთ გამოჩნდება, ამიტომ მისი დანახვა გაცილებით გაგიადვილდებათ.
სანახაობით დასატკბობად არანაირი ტელესკოპი ან ბინოკლი არ გჭირდებათ. მთავარია, ისეთ ადგილას იდგეთ, სადაც აღმოსავლეთის ჰორიზონტს შენობები ან მთები არ ეფარება.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: