რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
გამოიყენეთ თქვენი ნიჭი და შემოქმედებითი უნარები რომანტიკული ატმოსფეროს შესაქმნელად. მარტოხელა ვერძმა შეიძლება ვირტუალურ სივრცეში გაიცნოს ადამიანი, რომელიც მისი მესაიდუმლე და საუკეთესო მეგობარი გახდება. ფინანსური თვალსაზრისით, შეფერხებები არ გელით. ფულის ხარჯვა შესანიშნავად გეხერხებათ, რადგან თანდაყოლილი პრაგმატულობით გამოირჩევით. ნუ ეცდებით, დიაგნოზი ინტერნეტში ამოკითხული ინფორმაციის მიხედვით დაისვათ. თუ დაავადების სიმპტომები გაწუხებთ, ჯობია ექიმთან ვიზიტზე ჩაეწეროთ. მოერიდეთ ზედმეტ კვებას, კარგად გამოიძინეთ და ეცადეთ, ენერგია დაზოგოთ. ასეთ შემთხვევაში, ვერანაირი დაავადება ვერ მოგერევათ.
კურო
პარტნიორის ნაკლოვანებების მოთმენამ ძალიან დაგღალათ, თუმცა ეს თქვენი არჩევანია და ვერავის ვერაფერს დააბრალებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ურთიერთობაში მცირე პაუზა აიღოთ და ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოთ. იზრუნეთ ახლობლებზე ისევე, როგორც საკუთარ თავზე. გამოხატეთ სიყვარული, მხარდაჭერა და ეცადეთ ოჯახში ნდობაზე დამყარებული გარემო შექმნათ. ახალი საქმეების დაწყებას ჯერჯერობით ნუ იჩქარებთ — შესაძლოა, ერთი შეხედვით პერსპექტიული გეგმები ნაკლებად მოგებიანი აღმოჩნდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნოთ — შესაძლოა, ძირითადი შემოსავლის გარდა, დამატებითი შემოსავალიც მიიღოთ. მოერიდეთ გადაღლას, რადგან ორგანიზმის დასუსტებამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. ეცადეთ, სპორტული აქტივობების ან ფიზიკური დატვირთვის დროს სიფრთხილე გამოიჩნოთ.
ტყუპები
გამორიცხული არ არის, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სირთულეებს წააწყდეთ, თუმცა პრობლემების ნაჩქარევად მოგვარებას ნუ შეეცდებით. ახალი ნაცნობობისთვის ეს დღე არახელსაყრელია. კარგი იქნება, თუ ოჯახურ წვეულებას ან ბუნებაში გასვლას მოაწყობთ — ეს დღის ერთად გატარების საუკეთესო საშუალება გახდება. შესაძლოა, ასაკოვანმა ადამიანმა მფარველობა გაგიწიოთ, თუმცა წინდახედულობა გმართებთ, რადგან ამ შემთხვევამ შეიძლება თქვენი იმიჯი დააზიანოს. ეძებეთ გზები სამსახურში პოზიციების გასამყარებლად, ინიციატივა და მიზანსწრაფულობა გამოიჩინეთ. ვარსკვლავები მიგანიშნებენ, რომ თქვენს ჯანმრთელობას გარკვეული საფრთხე ემუქრება. მოერიდეთ ფიზიკურ გადატვირთვასა და რისკთან დაკავშირებულ სამუშაოს. ახლა მხოლოდ სრულფასოვანი დასვენება გჭირდებათ.
კირჩხიბი
ამ დღეს გარშემომყოფებს უფრო ყურადღებით უნდა დააკვირდეთ — რომანტიკული ნაცნობობა გელით, რომელმაც შეიძლება სრულიად ახალი და უჩვეულო პერსპექტივები გადაგიშალოთ. დროა, დიდი ხნის უნახავი ნათესავების მონახულებაზე იფიქროთ. სხვის ვალდებულებებს საკუთარ თავზე ნუ აიღებთ და დროებით უარი თქვით კერძო შეხვედრებზე. ეცადეთ, ფული უფრო გონივრულად გადაანაწილოთ და მომჭირნედ ხარჯოთ. გადაწყვეტილებებს ემოციურ ფონზე ნუ მიიღებთ. ფინანსური სიტუაცია მოითხოვს, რომ ყველაფერი საგულდაგულოდ მოიფიქროთ. ეს დღე შეგიძლიათ გამაჯანსაღებელი პროცედურების დასაწყებად გამოიყენოთ. გაითვალისწინეთ, რომ დღის დასაწყისში შეიძლება თქვენს საკუთრებას გარკვეული საფრთხე დაემუქროს.
ლომი
ადამიანი, რომელსაც ზედმეტად აიდეალებდით, თქვენს მოლოდინებს ვერ გაამართლებს. ეცადეთ, ამ იმედგაცრუებაზე ბევრი არ იფიქროთ. ამ დღეს შანსი გაქვთ, ოჯახური პრობლემები და მეუღლესთან უთანხმოება მოაგვაროთ, თუმცა ამისთვის ემოციური გადაწყვეტილებების მიღებას უნდა მოერიდოთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი საკითხი სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს. ხელმძღვანელობა თქვენს შრომას ღირსეულად დააფასებს, ასე რომ, შეგიძლიათ მენეჯმენტს ხელფასის მომატებაზე დაელაპარაკოთ. ფულისა და მატერიალური კეთილდღეობის დევნაში ახლობლებს ნუ დაივიწყებთ — ადამიანები, რომლებსაც უყვარხართ, თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა იდგნენ. ახლა თქვენთვის ვიტამინები და დასვენება აუცილებელია. თუ გრძნობთ, რომ ძალები გელევათ, მეორეხარისხოვანი საქმეები რამდენიმე დღით გადადეთ.
კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/13-ivlisis-astrologiuri-prognozi-5682
ასევე დაგაინტერესებთ: