Digest Logo

13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1741810361
13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

ეს დღე ენერგიას და მოქმედების სურვილს მოგიტანთ, თუმცა, აჩქარებამ შეიძლება წარუმატებლობა გამოიწვიოს. შესაძლოა, მოსაწყენი სამუშაოს კეთება მოგიწიოთ, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეს მნიშვნელოვანი იქნება. ეცადეთ, ოპონენტის კრიტიკას ზედმეტად მკვეთრად და უხეშად არ უპასუხოთ.

რჩევა: თავდაჯერებულად, მაგრამ გააზრებულად იმოქმედეთ, რომ ემოციებმა გეგმების შეცვლა არ გაიძულოთ.

კურო

თუ მოვლენების დაჩქარებას არ ეცდებით, ეს დღე მშვიდად და სტაბილურად ჩაივლის. უმჯობესია, მთელი ყურადღება მნიშვნელოვან საქმეებზე გადაიტანოთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. შესაძლოა, თავში ახალი იდეა მოგივიდეთ, რომელიც შემოსავლის გაზრდაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ – უახლოეს დღეებში ენერგია აუცილებლად დაგჭირდებათ.

რჩევა: ეცადეთ, მეტი მოთმინება და თავშეკავება გამოიჩინოთ და საყვარელ ადამიანს გული არ ატკინოთ.

ტყუპები

ამ დღეს მოულოდნელი შეხვედრები და სასიამოვნო საუბრები გელით. თქვენი ახალი იდეები საყოველთაო ინტერესს გამოიწვევს, მაგრამ უსარგებლო ლაპარაკზე დრო არ დახარჯოთ. არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევით ვიღაცის საიდუმლო გაიგოთ, რასაც ბევრი ემოცია და განცდა მოჰყვება.

რჩევა: სჯობს, ახალი ინიციატივები სამომავლოდ გადადოთ და ამ დღეს დაწყებული საქმეები დაასრულოთ.

კირჩხიბი

ემოციურად არამდგრადი დღეა, ამიტომ მნიშვნელოვანია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. შესაძლოა, მოულოდნელმა სიტუაციამ სწრაფად მოქმედება გაიძულოთ. მთავარია, საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ და დახმარება ითხოვოთ. შესაძლოა, საპირისპირო სქესის ყურადღება დაიმსახუროთ, მაგრამ ყველა სიტყვას, რომელსაც დღეს მოუსმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

რჩევა: ეცადეთ, შინაგანი ბალანსი შეინარჩუნოთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ემოციების გავლენით არ მიიღოთ.

ლომი

ამ დღეს ისეთი თავდაჯერებული ხართ, როგორც არასდროს, მაგრამ ეცადეთ, თქვენი მოსაზრებები სხვებს თავზე არ მოახვიოთ. შესაძლოა, ვინმემ საინტერესო თანამშრომლობა შემოგთავაზოთ — თუ პერსპექტიული საქმეა, უარი არ უნდა თქვათ. საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა დიდ ენერგიას წაგართმევთ, მზად იყავით სერიოზული კამათისა და დისკუსიისთვის.

რჩევა: ამ დღეს დაუგეგმავ შესყიდვებს უნდა ერიდოთ – შეიძლება ფინანსური პრობლემები შეგექმნათ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ჩანაფიქრის განხორციელებისა და მიმდინარე ამოცანების დასრულებისთვის. შესაძლოა, სხვისი შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ, მაგრამ ამას მარტივად გაუმკლავდებით. მთავარია, წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა ბევრ ენერგიას გართმევთ, ეს შესანიშნავი დღეა მეგობრებთან შეხვედრისთვის.

რჩევა: ორგანიზებულობა და დისციპლინა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

სასწორი

გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვას მარტივად შეძლებთ, რაც თქვენ წინაშე საინტერესო შესაძლებლობებს გააჩენს. ეს დღე სამუშაოსა და ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, დაპირებებს ბრმად ნუ ენდობით და ფაქტები გადაამოწმეთ.

რჩევა: თუ რამეს შეცვლა გსურთ, ამის შესახებ ხმამაღლა თქვით.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/13-martis-astrologiuri-prognozi-4711

ასევე დაგაინტერესებთ:

„დახვეწილი, ელეგანტური“ - ნეკა დოროყაშვილი ახალ ფოტოებს გვიზიარებს

🎥 „ვარჯიშის შემდეგ...“ - თაკო ტაბატაძე ახალ კადრებს აქვეყნებს

მსახიობი ღუღუნი კანდელაკი გარდაიცვალა