მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი, რომელმაც პოპულარობა „ცხელი ძაღლით“ მოიპოვა, გადაცემის „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმარი იყო, სადაც მან პარალელურ სამყაროსა და მის ირგვლივ მომხდარ პარანორმალურ მოვლენებზე ისაუბრა.
„ბავშვობიდან არ ვარ მთლად რეალისტი, მე ზღაპრების სამყაროსი მჯერა.
რაღაცების მიმართ უფრო მგრძნობიარე ვარ. მჯერა სხვა განზომილებების, პარალელურის. სიზმარში მაქვს სახლი, სადაც ვხვდები ხოლმე, მზიურის ტერიტორიაზეა, მაგრამ ამას მხოლოდ სიზმარში ვხვდები.
რაღაც მინიშნებები მიმიღია, ინტუიციურადაც მქონია წინათგრძნობები, რაც ხდებოდა. ახლაც სახლში იკარგება რაღაცები, ძებნასაც აღარ ვიწყებ, მერე თავისით ჩნდება.
აგარაკიდან რომ ჩამოხვალ სახლში, შუა ივლისში შენ რომ კარს გააღებ კარს და გაზზე ცხელი ჩაიდანი გხვდება, რა ვიცი“, - ამბობს ეკა ანდრონიკაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დაბადების დღეს გილოცავთ, ჩვენო დიდო სიყვარულო და ტკივილო“ - მარიამ სირბილაძე 39 წლის გახდებოდა
⭕„ოფიციალურად დადასტურდა, ჩინეთში ვირუსის აფეთქება სახიფათო არ არის!“ - გიორგი ფხაკაძე