Digest Logo

🎥 „ძალიან მინდოდა მეორე შვილი, მენანებოდა თავი იმისთვის, რომ მხოლოდ ერთი გამეჩინა“ - 23 წლის შუალედით გაჩენილი მეორე ბიჭი

1736403403
ეკა ანდრონიკაშვილ

მსა­ხი­ო­ბ ეკა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლს, რომელმაც პოპულარობა „ცხელი ძაღლით“ მოიპოვა 2 შვილი ჰყავს, მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია. 

მეორე შვილზე მან ამერიკაში იმშობიარა. მსახიობი მაშინ 43 წლის იყო. 

ეკა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი გადაცემის „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმარი იყო, სადაც მან პირად ცხოვრებაზე ისაუბრა:

„ძალიან მინდოდა მეორე შვილი, მენანებოდა თავი იმისთვის, რომ მხოლოდ ერთი მყოლოდა. დრო გადიოდა და ვერ ვპოულობდი ადამიანს, ვისთან ერთადაც შევქმნიდი კიდევ ერთხელ ოჯახს. 

2014 წელს შევხვდი ადამიანს, ვისთანაც გაჩნდა რაღაც გრძნობა, სულ ვიყავი ბედნიერი და მიხარია, რომ ასეთი ადამიანისგან გამიჩნდა მეორე შვილი. 

გოგო მინდოდა, თმების კეთებები და ლამაზი კაბების ჩაცმები რომ გამომეცადა, მაგრამ როცა მისი კურნოსა ცხვირი დავინახე ეხოზე, ამან ყველაფერი გადაწონა“, - ამბობს  ეკა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დაკეტილ სახლში, ჩაიდანი გაზზე იყო დადგმული და დუღდა“ - პარანორმალური მოვლენები ეკა ანდრონიკაშვილის ცხოვრებაში

🎥 „დაბადების დღეს გილოცავთ, ჩვენო დიდო სიყვარულო და ტკივილო“ - მარიამ სირბილაძე 39 წლის გახდებოდა

„ოფიციალურად დადასტურდა, ჩინეთში ვირუსის აფეთქება სახიფათო არ არის!“ - გიორგი ფხაკაძე