თუ ბოლო დღეებში ემოციურ დაღლილობასა და შინაგან შფოთვას გრძნობთ, ეს მხოლოდ ვენერა-ურანის გავლენა არ გახლავთ.
14 ივლისს, თბილისის დროით 12:43 საათზე, კირჩხიბის ნიშანში წლის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ახალმთვარეობა გველოდება.
♋️ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემოციური ადამიანებისთვის, ასევე კირჩხიბებისთვის და მათთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში კირჩხიბის ძლიერი გავლენა აქვთ. ახლა ცაზე საკმაოდ რთული ასტროლოგიური სურათია შექმნილი.
🌌 მზე და მთვარე რეტროგრადულ მერკურს უერთდება, ამ სტელიუმთან კი ვერძის ნიშნიდან სატურნი დაძაბულ ასპექტს ქმნის. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის და რა უნდა გავითვალისწინოთ მომდევნო დღეებში?
🔭 1. წარსულთან შეხვედრა და ემოციური გადაფასება 🕰 ახალმთვარეობა ტრადიციულად სიახლეებთან ასოცირდება, მაგრამ ახლა მზისა და მთვარის გვერდით რეტროგრადული მერკური იმყოფება. სამყარო წინსვლის საშუალებას არ გვაძლევს, სანამ წარსულს თვალს არ გავუსწორებთ და დაუმუშავებელ ტკივილებს არ მოვირჩენთ. არ არის გამორიცხული ზედაპირზე ამოტივტივდეს ძველი მოგონებები, ადამიანები წარსულიდან, ბავშვობის კომპლექსები ან ძველი ემოციური ტრავმები, რასაც დიდი სიფრთხილითა და გაგებით უნდა მოვეკიდოთ.
🫂 2. უარი თქვით მსხვერპლის პოზიციაზე 🛡 სატურნი, რომელიც ახალმთვარეობასთან დაძაბულ ასპექტს ქმნის, კარმული და მკაცრი მასწავლებელია. ეს მიანიშნებს, რომ საკუთარ წარუმატებლობაში სხვების დადანაშაულებაზე კატეგორიულად უარი უნდა თქვათ. თუ თავს დაჩაგრულად ან დაუფასებლად გრძნობთ, დროა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ.
🧱 ამ პერიოდში რეალური სიმყარის განცდა მხოლოდ ჯანსაღი საზღვრების გავლებასა და ემოციების მართვას მოაქვს.
3. პირადი სივრცის დაცვა 🏡 კირჩხიბის ენერგია პირველ რიგში შინაგან უსაფრთხოებასა და სიმყუდროვეს უკავშირდება. ასე რომ, ამ დღეებში გაგიჩნდებათ მძაფრი მოთხოვნილება, მშვიდი და მყუდრო გარემო შექმნათ ან მსგავსი ადგილი მოძებნოთ და საკუთარ თავში ჩაღრმავდეთ. დრო დაუთმეთ პირადი სივრცის დალაგებას, წარსულის ანალიზსა და ფსიქოლოგიურ თერაპიას.
🌿 ახლა ენერგია არა გარე, არამედ საკუთარი შინაგანი სამყაროსკენ უნდა მიმართოთ.
ასევე დაგაინტერესებთ: