ასტროპროგნოზი 15 ივლისი
მთვარე იუპიტერთან შეერთებაში ლომის ნიშანში: ემოციური სიუხვის, გულუხვობისა და უკეთესის რწმენის დღე.
მთვარე იუპიტერს სამეფო ლომის ნიშანში ხვდება ეს ენერგია ემოციურ აღმავლობას, სითბოსა და ოპტიმიზმს გვაძლევს. დღეს გრძნობები განსაკუთრებით ძლიერი და გულწრფელია გვინდება სიყვარულის, სიხარულისა და დადებითი ემოციების გაზიარება.
დღის სტრატეგია:
მიეცით საკუთარ თავს უფლება, ღიად გაიხაროთ.
მთვარისა და იუპიტერის შეერთება ლომში ემოციების დამალვას არ გვირჩევს დღეს გულწრფელად გამოხატეთ სიხარული, აღფრთოვანება და მადლიერება.
გამოიჩინეთ გულუხვობა.
იუპიტერი ყველაფერს აფართოებს, რასაც ეხება. კარგი დღეა საჩუქრის გასაკეთებლად, ახლობლის დასახმარებლად ან საკუთარი სიკეთისა და სითბოს გასაზიარებლად.
ენდეთ ოპტიმიზმს.
დღეს უკეთესის დაჯერება უფრო მარტივია. გამოიყენეთ ეს განწყობა და გადადგით ნაბიჯი ან მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელსაც შიშის გამო დიდი ხანია გადადებდით.
გააძლიერეთ დღის ენერგია:
მოუწყეთ ვინმეს სასიამოვნო სიურპრიზი, საკუთარ თავს ერთი თამამი და გულუხვი საჩუქარი გაუკეთეთ და დრო გაატარეთ მათთან, ვინც გულწრფელად გაფასებთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ჩეკების დაწვის რიტუალი ფინანსური ენერგიის დასაბრუნებლად - „ჩაატარეთ მხოლოდ ოთხშაბათს...“
🎥 „სანამ პატარას შევხვდები...“ - რა კადრებს გვიზიარებს ჯანეტ ქერდიყოშვილი