
როგორი იქნება გაზაფხულის პირველი თვის, მარტის პროგნოზი და რა სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ?! - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.
მისი თქმით, მარტში დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობა ძალზე ჰარმონიული იქნება, რაც ბევრ ქვეყანაში სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებას გაააქტიურებს, მიუხედავად იმისა, რომ 14 მარტს იქნება მთვარის დაბნელება, ხოლო 29 მარტს მზის დაბნელება.
„მარტში, განსაკუთრებით 9-დან 29-მდე, დედამიწა ჰარმონიული კოსმოსური ვიბრაციების ზონაშია. განსაკუთრებით პროდუქტიული იქნება პერიოდი 3 მარტიდან 13 მარტამდე, პლანეტა მერკურის ვერძის ზოდიაქოში ტრანზიტის წყალობით საქმიანი, შემოქმედებითი პოტენციალი გაიზრდება.
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ვერძის ენერგიები და მზარდი მთვარე, ბევრ ადამიანს გაუჩენს ცვლილების სურვილს, ბევრი რამის გაკეთება მოვასწროთ, რადგან 15 მარტიდან პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს და ახალ წამოწყებებსა და გეგმებს შეანელებს.
14 მარტს მთვარის დაბნელებამდე პლანეტა მერკური ხელს შეუწყობს პროგრესს და გადაუდებელი ცვლილებების გადაწყვეტას. ამიტომ, 15 -დან 21 მარტამდე გეგმები თუ ტრანზაქციები უფრო ნელა განვითარდება ან საერთოდაც გადაიდება.
მარტის მესამე დეკადა წარმატებით დასრულდება, სასიყვარულო ურთიერთობები, რომლებმაც ჩიხს მიაღწიეს, წარმატებით მოგვარდება.
27 მარტს პლანეტა ვენერა თევზების ზოდიაქოში შევა და კომუნიკაციას უფრო რბილსა და მოქნილს გახდის, ადამიანებს უფრო მიმღებს და თანაუგრძნობს, ხოლო პლანეტა მარსი, რომელიც 18 აპრილამდე კირჩხიბის ზოდიაქოში იქნება, დაეხმარება ადამიანებში შემოქმედებითი და განახლებული ენერგიების გაღვიძებაში.
რაც დაეხმარებათ ადამიანებს გათავისუფლდნენ დამთრგუნველი ტენდენციებისა და ძველი ურთიერთობებისგან, გამოავლინონ ნიჭი სხვადასხვა სფეროში. საქმიანი აქტივობის ყველაზე მაღალი დონე შეინიშნება ასტროლოგიური ახალი წლიდან 20 მარტიდან, როდესაც მზე 13:03 საათზე შევა ვერძის ზოდიაქოში და შეუერთდება პლანეტა მერკურს და მისი ვიბრაციებით ხელს შეუწყობს ენერგიების განახლებას. ამ ენერგიების ძალიან წარმატებით გამოყენება შეიძლება ახალმთვარეობამდე და 29 მარტს მზის დაბნელებამდე, ნებისმიერი პროექტის დასაწყებად, თუნდაც იყოს მოულოდნელი და რადიკალური. 29 მარტს ახალი მთვარის შემდეგ და 13 აპრილს გაზაფხულის პირველ სავსემთვარეობამდე, ეს პერიოდი აღდგომის მოახლოებულ ვიბრაციასთან ერთად ცეცხლს და ძალას შემატებს“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 მელანომა, კანის ყველაზე საშიში კიბო - როგორ ამოვიცნოთ და ავიცილოთ?! კოტე თოდუას რჩევები
⭕„ემოციური დედა ვარ, ისეთი როგორიც ხანდაზმულ მშობელს შეეფერება“ - ნანუკა გულუა
⭕ როდის უნდა შეიჭრათ თმა? - მარტის კალენდარი ახალი ვარცხნილობისთვის