Digest Logo

🎥 მელანომა, კანის ყველაზე საშიში კიბო - როგორ ამოვიცნოთ და ავიცილოთ?! კოტე თოდუას რჩევები

1741157888
კოტე თოდუა

იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.

მედიკოსს 56 ათასი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.

ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემაზე - მელანომაზე საუბრობს, რომელიც კანის ყველაზე საშიში კიბოა და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

„მელანომა არის კანის ყველაზე საშიში კიბო და მას შეუძლია კანიდან გავრცელდეს სხვა ორგანოებში, მაგალითად ღვიძლში, ტვინში  ფილტვებში და მაგ დროს ძალიან ძნელი სამკურნალოა.

მელანომის აღმოჩენას დროულად დიდი მნიშვნელობა აქვს.

პროგნოზი თუ დროულად აღმოჩენის და გვიან აღმოაჩენ არის ცა და დედამიწასავით და ამ დროს ფასი არის სიცოცხლე, ამიტომ რაც მალე აღმოაჩენთ მელანომას უკეთესი. 

მელანომის მთავარი გამომწვევი მიზეზი არის ულტრაიისფერი გამოსხივება და ძირითადი წყარო არის მზე.

50 ადამიანში ერთ ადამიანს ემართება მელანომა და უმეტესად 55 წლის ასაკის ზემოთ არის ხშირი, იგი ხშირია ქალებში ახალგაზრდა ასაკში, თუმცა მამაკაცებშიც ხშირია შუა ხნის ასაკში და უფრო აგრესიულად მიმდინარეობს. 

მელანომა არის ხალი, რომელსაც რომ შეხედავ არ ჰგავს ჩვეულებრივ ხალს, გარშემო არის ამოზნექილი და არის უფრო ნაირფერი, დროთა განმავლობაში იზრდება და იწვევს ქავილს“, - ამბობს კოტე თოდუა. 

ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემს ცხოვრებაში ახალი ფურცელი იშლება და მიხარია, რომ ეს გამოვიდა“ - რა სიახლეა დათო ოქიტაშვილის ცხოვრებაში?

🎥 ვინ უნდა შეიკავოს თავი ფინანსური დანახარჯებისგან და ზოდიაქოს რომელმა ნიშნებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე ადამიანებთან ურთიერთობისას? - 5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕„ემოციური დედა ვარ, ისეთი როგორიც ხანდაზმულ მშობელს შეეფერება“ - ნანუკა გულუა