Digest Logo

„დრო, როცა აზრს ფრთები ეძლევა... ენას ცეცხლოვანი ხატოვნება მოემატა, ყველა თვლის, რომ უტყუარ ჭეშმარიტებას ღაღადებს“ - ხათუნა ნოელი მერკურის მშვილდოსანში გადასვლაზე

1761752957
ხათუნა ნოელი

29 ოქტომბერს მერკური( გონების, აზროვნების, კომუნიკაციის და ინფორმაციის მმართველი პლანეტა) მშვილდოსნის ნიშანში გადავიდა. ის ოპოზიციაშია რეტრო ურანთან, რის გამოც მოსალოდნელია ტექნიკური ხარვეზები. 

მოსალოდნელ ტენდენციებზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი ხათუნა ნოელი საუბრობს:

„მერკური მშვილდოსანში - დრო, როცა აზრს ფრთები ეძლევა (ხშირად ზედმეტიც).

დღეს მერკური მშვილდოსანში გადმოვიდა - იქ, სადაც გონება თავისუფლად გარბის, ენას ცეცხლოვანი ხატოვნება მოემატა და ყველა თვლის, რომ უტყუარ ჭეშმარიტებას ღაღადებს.

რა თქმა უნდა, სწორედ ამ დროს ყველაზე ხშირად ვცდებით, მაგრამ გულწრფელად, ენთუზიაზმით და არგუმენტებით შეიარაღებულნი.

პირველივე დღიდან, ანუ 27 ოქტომბრიდან, 4 ნოემბრამდე მერკური ოპოზიციაშია რეტრო ურანთან. ამ დღეებში შეიძლება მოულოდნელად გაითიშოს ინტერნეტი, ამოგივარდეს თავიდან მნიშვნელოვანი რამ ან რაღაც დაუგეგმავი შეგვემთხვეს. მოსალოდნელია აზრებისა და ახალი იდეების აფეთქება - ცნობიერება ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით იღებს სიგნალებს, და საჭიროა სიფრთხილე - ნაადრევმა გადაწყვეტილებამ შეიძლება არასწორი მიმართულებით წაგვიყვანოს.

ახლა ტექნიკის ყიდვა დიდი სისულელეა: ტელეფონი, ლეპტოპი, მანქანა - ყველაფერი, რაც „გენიალურ ფასად იშოვე“, მალე აღმოჩნდება რომ არც ისეთი იდეალურია. ამ დროს არ ვურჩევთ ფრენებს, კონტრაქტების და ხელშეკრულებების გაფორმებას, მით უმეტეს ნერვიულ ფონზე. ახლა მუშაობს პრინციპი - იფიქრე, მაგრამ ნუ იმოქმედებ. იდეები შეგიძლიათ ჩაიწეროთ, მერე გამოგადგებათ.

4 – 7 ნოემბერი მერკურის სექსტილი პლუტონთან:

საინტერესო ფაზაა. ამ დროს გონება გეხსნება, ღრმად აზროვნებ და გადაუწყვეტელ პრობლემებსაც კი ჭრი.

შეგიძლია იმ საბუთებზე მუშაობა, რაც ეხება ანდერძს, მემკვიდრეობას, გადასახადებს, დაზღვევას, დეკლარაციებს. საერთოდაც, ეს დღეები კარგია ყველაფრისთვის, სადაც სიღრმე და სერიოზულობაა საჭირო.

ამას ემატება მერკურის ტრინი ნეპტუნთან, რომელიც შთაგონებას გვაძლევს, თითქოს იდეები კი მოდის ზემოდან, მაგრამ ჯერ კიდევ ისევ ნისლშია... სამაგიეროდ ნოემბრის შუა რიცხვებში, როცა მერკური იწყებს უკუსვლას, ეს ნისლი თანდათან ილექება და ვხვდებით, რას გვამცნობდა ინტუიცია.

იქამდე კი, 9 ნოემბრიდან მერკური ემზადება უკუსვლაზე გადასასვლელად და ჯერ სტატიკური, შემდეგ კი რეტროგრადული ხდება.

სტატიკურ მერკურზე არაფერს მნიშვნელოვანს არ ვაკეთებთ. რეტროს კი ცალკე მივუძღვნი პოსტს.

მოკლედ კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ 19 ნოემბრიდან რეტრო მერკური ბრუნდება მორიელში და რომ ეს ფაზა უკავშირდება ყველაფერს, რასაც საფუძვლიანად ვსწავლობთ, ვაანალიზებთ და ვამთავრებთ.

12 ნოემბრიდან მერკური ხელახლა იმეორებს პლუტონთან სექსტილს, ეს მართლაც შესანიშნავი პერიოდია, რათა საბოლოოდ დაასრულო ის, რაც ამ დრომდე ბოლომდე ვერ მიგყავდა.

15-დან მერკურის განმეორებითი ოპოზიცია ერთვება ჯერ ურანთან, შემდეგ კი ტრინი ნეპტუნთან და თავიდან იწყება ყველაფერი, თან სრული ქაოსია — ინფორმაცია ირევა, გეგმები იცვლება, ამ დროს უკეთესია წერო, იკვლიო, იოცნებო, იმედიტირო, აფირმაციებზე იმუშაო, რამე გადაჭრითს მერეც მოასწრებ, როცა ეს ასპექტები ამოიწურება. ანუ 23 ნოემბრამდე...“, - წერს ხათუნა ნოელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ასეთი ტიპის მაგიის ძალის ძირითადი წყარო არის რწმენა...“ - რას წერს ეზოტერიკოსი რუნულ მაგიაზე

„როცა შეცდომას აღარ აღიქვამ მარცხად, არამედ გაკვეთილად, სწორედ მაშინ იწყება შენი შინაგანი აღმასვლა“ - რას წერს ზაზა ჯაიანი

„შებოლილი პროდუქტები, ხორცის ბულიონი – მტერია...“ - ვენებისთვის სასარგებლო და საზიანო პროდუქტების ჩამონათვალი