Digest Logo

17 იანვრიდან პლანეტა ვენერა მერწყულის ნიშანში გადავა - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებში განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება

1768405062
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

17 იანვარს, ჰარმონიის, სილამაზის, ფინანსების, კრეატიულობის, ხელოვნების, უნარების, ნიჭისა და პარტნიორობის პლანეტა - ვენერა მერწყულის ნიშანში შევა და როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს კომბინაცია როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს.

ვენერა ზოდიაქოს მეთერთმეტე ნიშანში მიმდინარე წლის 10 თებერვლამდე დარჩება. ასტროლოგების თქმით, პლანეტა ვენერას მერწყულის ნიშანში გადასვლა ზოდიაქოს 5 ნიშნისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი და წარმატებული იქნება.

დადებით გავლენას იგრძნობს:

მერწყული;

ტყუპები;

სასწორი;

ვერძი;

მშვილდოსანი.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ პერიოდში შეიძლება გააქტიურდეს მეგობრებთან, პირად ურთიერთობებთან, სოციალურ პროექტებთან, მაღალტექნოლოგიურ, ციფრულ, საავიაციო და კოსმოსურ ტექნოლოგიებთან, ინტერნეტთან და საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული აქტივობები. ზოდიაქოს ზემოთ აღნიშნული 5 ნიშნის წარმომადგენლებს ცხოვრების იმ სფეროებში, რომლებსაც ვენერა მართავს, მნიშვნელოვანი წარმატება და სასიკეთო სიახლეები ელოდება.

პირველ რიგში, ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბიზნესთან, კომერციასთან, ვაჭრობასთან, საბანკო საქმესთან და ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროცესებზე, განსაკუთრებით მხატვრობასთან, დიზაინთან, ლიტერატურასთან, პოეზიასთან და ქორეოგრაფიასთან დაკავშირებულ თემებზე.

თუ დიდი ხანია, საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე ფიქრობთ, ფინანსების დაბანდება გსურთ, თვითგანვითარებაზე ზრუნვას, ახალი საქმეების დაწყებას, პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებასა და პირად ურთიერთობებში ცვლილებებს გეგმავთ, ეს შესანიშნავი პერიოდია, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ და სასურველი შედეგები მიიღოთ.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ღირებულებების ტრანსფორმაცია, ძალაუფლების გადანაწილება და თავისუფლებისთვის ბრძოლა გლობალურ კონტექსტში“ - იანვრის ასტროპროგნოზი თამარ ხოსროშვილისგან

როგორ სახლში ცხოვრობს გიორგი ფხაკაძე - „აღდგენამდე უცხოვრია და აქვე გარდაცვლილა საქართველოს უკანასკნელი მონარქი“

🎥 „ცოტა შოკში ჩავარდა, მაგრამ ძალიან ბედნიერია...“ - რა სიურპრიზი მოუწყო ლელა წურწუმიამ 80 წლის იუბილარ დედას

წყარო: www.beaumonde.ge