Digest Logo

„ღირებულებების ტრანსფორმაცია, ძალაუფლების გადანაწილება და თავისუფლებისთვის ბრძოლა გლობალურ კონტექსტში“ - იანვრის ასტროპროგნოზი თამარ ხოსროშვილისგან

1768403170
თამარ ხოსროშვილი

ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი სოციალურ ქსელში იანვრის მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენებზე პოსტს აქვეყნებს. 

მისი თქმით, „ეს დრო გვთავაზობს ღრმა და გააზრებულ ცვლილებებს, სადაც სიყვარული და ღირებულებები ახალ ფორმას იძენს - უფრო თავისუფალს, უფრო ნამდვილს“:

„17 იანვარს პლანეტა ვენერა მერწყულის ზოდიაქოში აკეთებს ინგრესიას. ურთიერთობების, სიყვარულის, სილამაზისა და ფასეულობების სიგნიფიკიტორი პლანეტა ტოვებს თხის რქის სტრუქტურულ, პრაგმატულ და გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებულ სივრცეს და გადადის მერწყულის თავისუფალ, თანასწორობისკენ და მეგობრობისკენ მიმართულ სამყაროში, სადაც 10 თებერვლამდე დარჩება.

მერწყული არის სივრცე, სადაც ურთიერთობების სურვილი აღარ ეფუძნება ვალდებულებებს ან საჭიროებებს. აქ ის იბადება საერთო ინტერესიდან, იდეების გაზიარებიდან და თანასწორობის განცდიდან. ვენერა მერწყულში ურთიერთობებში შემოდის როგორც მეგობარი და თანამოაზრე, რომელსაც აქვს სრული მიმღებლობა განსხვავებული ხედვის მიმართ. ის აფასებს არასტანდარტულობას, თავისუფალ აზროვნებას და ურთიერთობას, რომელიც დაფუძნებულია იდეების გაზიარებაზე და თანასწორობაზე.

მერწყული ფიქსირებული ჰაერის ნიშანია, რაც ვენერას აძლევს ინტელექტუალურ დამოუკიდებლობას და ემოციურ დისტანციას. ზედაპირზე შესაძლოა ის ჩანდეს ცივი და დისტანციური, თუმცა მისი თავისუფლებისკენ ლტოლვა სწორედ ამ ენერგიის გამოხატულებაა. ეს არის სიყვარული, რომელიც ერთგულია იდეის, მაგრამ არ ითმენს შეზღუდვებს და მუდმივად ცდილობს ჩარჩოებიდან გასვლას.

მნიშვნელოვანია, რომ მზე, მარსი და მერკური კვლავ თხის რქაში რჩებიან. ეს გვიჩვენებს, რომ მიუხედავად ვენერას ლტოლვისა თავისუფლებისკენ, ქმედებები მაინც რჩება სტრუქტურული და გააზრებული. გათავისუფლება აქ არ არის იმპულსური, დაუფიქრებელი ნაბიჯი — ეს არის გათვლილი და გააზრებული პროცესი.

18 იანვრის ახალი მთვარე თხის რქაში ძლიერ ასტროლოგიურ კონფიგურაციაშია ჩართული: მზე, მთვარე, მარსი და ვენერა ქმნიან ტრინს ურანთან, ხოლო სექსტილს — სატურნისა და ნეპტუნის შეერთებასთან. ეს ჰარმონიული ბისექსტილი მიუთითებს რეალურ შესაძლებლობაზე: ძველი სტრუქტურების გადახედვა ხდება სტრატეგიული ნაბიჯებით, გათვლილი ქმედებით და ქაოსისგან თავის არიდებით. ცვლილება სტაბილურია ქმედებით, მაგრამ რადიკალური და განმათავისუფლებელი თავისი იდეით. ნეპტუნის იდეალი, სატურნის ფორმა და ურანის თავისუფლება ერთ ენაზე იწყებენ საუბარს.

20 იანვარს ვენერას ზუსტი შეერთება პლუტონთან მერწყულში უკვე მასშტაბურ პროცესებზე მიუთითებს. ეს აღარ არის მხოლოდ პირადი არჩევანი — ეს არის ღირებულებების ტრანსფორმაცია, ძალაუფლების გადანაწილება და თავისუფლებისთვის ბრძოლა გლობალურ კონტექსტში. ძველი ჩარჩოები შეიძლება დაინგრეს არა იმპულსური აფეთქებით, არამედ გააზრებული გადაწყვეტილებით. კითხვები — რა აღარ მუშაობს, რა ზღუდავს თავისუფლებას და რისთვის აღარ ღირს კომპრომისი — ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური ხდება.

ეს დრო გვთავაზობს ღრმა და გააზრებულ ცვლილებებს, სადაც სიყვარული და ღირებულებები ახალ ფორმას იძენს: უფრო თავისუფალს, უფრო ნამდვილს“, - წერს თამარ ხოსროშვილი.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

როგორ სახლში ცხოვრობს გიორგი ფხაკაძე - „აღდგენამდე უცხოვრია და აქვე გარდაცვლილა საქართველოს უკანასკნელი მონარქი“

🎥 „ცოტა შოკში ჩავარდა, მაგრამ ძალიან ბედნიერია...“ - რა სიურპრიზი მოუწყო ლელა წურწუმიამ 80 წლის იუბილარ დედას

„მათთვის, ვისაც ბედნიერება სურთ... არ წაიკითხონ თაღლითებმა“ - გია ჯაჯანიძის შთამაგონებელი პოსტი სოცქსელიდან