Digest Logo

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1750106860
ასტროლოგია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ. თქვენ გარშემო ბევრს გაუჩნდება სურვილი, რომ თქვენი დახმარებით ისარგებლოს, მაგრამ ამისთვის მადლობას ნუ ელით. საკუთარი საქმეები პირველ ადგილზე დააყენეთ – სხვა დანარჩენი მოიცდის. საღამო უმჯობესია სახლს გარეთ გაატაროთ – მხიარული გარემო და ახალი ადგილები ვერძებს სასიკეთოდ წაადგებათ.

კურო

ამ დღეს როგორც არ უნდა ეცადოთ, რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება არ გამოგივათ. ჩამოწერეთ ყველაზე აუცილებელი საქმეები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი აარჩიეთ და საქმეს შეუდექით. კოლეგასთან კამათში ნუ გაჯიუტდებით – მალე ყველაფერი თავისთავად მოგვარდება და დამსახურებულ ჯილდოს აუცილებლად მიიღებთ. ნუ მოგერიდებათ, რომ თანამოსაუბრეს თქვენთვის საინტერესო კითხვები დაუსვათ და საკუთარი პოზიცია გაუზიაროთ.

ტყუპები

ოცნებების დევნაში შეიძლება წარმატების შანსი ხელიდან გაუშვათ. ამ დღეს ვარსკვლავები არჩევანს გთავაზობენ, მაგრამ სწორად რეაგირებას ყველა ვერ შეძლებს. სასურველია, რჩევისთვის უფრო სანდო და გამოცდილ ადამიანს მიმართოთ. მას, ვინც მარტივ გამოსავალს ეძებს, იმედგაცრუება ელის.

კირჩხიბი

ეს დღე შემოქმედებით აღმაფრენას და ახალ იდეებს მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში რაღაც შეიცვლება – შეძლება დაიბრუნოთ ის, რაც დაკარგული გეგონათ. თავი დაანებეთ წარსულზე ფიქრს და წარუმატებლობაში საყვარელი ადამიანების დადანაშაულებას. საღამოს განწყობის ამაღლებაში გემრიელი დესერტი ან მეგობრებთან შეხვედრა დაგეხმარებათ.

ლომი

მშვიდი დღეა, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს არ მოიტანს. გამონახეთ დრო დასვენებისა და გარეგნობაზე ზრუნვისთვის – სილამაზის სალონში წადით ან საყვარელი სერიალი ჩართეთ და დაისვენეთ. ზოგმა ლომმა შესაძლოა მსუბუქი დაღლილობა ან ქრონიკული დაავადების გამწვავება იგრძნოს. ეცადეთ, დღის უმეტესი ნაწილი მშვიდ გარემოში გაატაროთ – სტრესი დღეს განსაკუთრებით საზიანოა.

ქალწული

ამ დღეს ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინეთ – ახალ ნაცნობებს არ ენდოთ და პირადი ინფორმაცია არავის გაუზიაროთ. ჯობს, დრო საოჯახო საქმეების დასრულებას დაუთმო – სახლის მოწყობა ან ძველი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება სტრესისგან გაგათავისუფლებთ და განწყობას გაგიუმჯობესებთ. ეცადეთ, მოსაწყენი დავალება სწრაფად დაასრულოთ და ახალი პროექტი დაიწყოთ.

სასწორი

შორიდან სასიამოვნო ამბავს გაიგებთ, რაც საშუალებას მოგცემთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი მოაგვაროთ. გზაზე ფრთხილად იყავით – უმჯობესია, შორეული მგზავრობა სამომავლოდ გადადოთ. გამორიცხული არ არის, რომ ახალმა გატაცებამ, სიამოვნების გარდა, დამატებითი შემოსავალიც მოგიტანოთ.

მორიელი

ამ დღეს სირთულეების ნუ შეგეშინდებათ – მათი გადალახვა ახალ, სასარგებლო გამოცდილებას მოგიტანთ. სასურველი შედეგის მისაღწევად კარგი განწყობა და ოპტიმიზმი გჭირდებათ. მოერიდეთ გაღიზიანებულ და აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობას, რათა განწყობა არ გაიფუჭოთ. ეცადეთ, სპორტული აქტივობებისთვის დრო გამონახოთ ან სუფთა ჰაერზე მაინც გაისეირნოთ.

მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ვის ჰქონდა მორგებული ვერძის ნიღაბი - მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-4 სეზონის მეხუთე ეპიზოდი შედგა

⭕ „ცოტა ვნერვიულობ...“ - ბარბარა სამხარაძე ახალ კადრებს აქვეყნებს

🎥 „ელარჯის წელვას კარგი ვარჯიში სჭირდება...“ - მერაბ დვალიშვილისა და „ნინა დრამას“ მოგზაურობა სამეგრელოში გრძელდება