Digest Logo

🎥 „17 ნოემბერს ამ სამ ზოდიაქოს ნიშანს ახალი ფინანსური შესაძლებლობები ელოდება...“ - თაკო მელიქიშვილი

1794497297
თაკო მელიქიშვილი

17 ნოემბერს ამ სამ ზოდიაქოს ნიშანს ახალი ფინანსური შესაძლებლობები ელოდება - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ვიდეოსა და პოსტს ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი აქვეყნებს, რომელიც ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა:

„1. ტყუპებს წინსვლა ადამიანების, ინფორმაციისა და სწრაფი შეთანხმებების წყალობით შეუძლიათ. ახალი კლიენტი, დამატებითი საქმე, რეკომენდაცია ან შემთხვევითი ნაცნობობა შემოსავლის მეორე წყაროდ შეიძლება იქცეს. მთავარია, ათ წვრილმან საქმეზე არ გაიფანტოთ და აირჩიოთ ის, სადაც შედეგში გიხდიან და არა მუდმივ დაკავებულობაში.

2. კირჩხიბებს გაუმარტივდებათ იქ, სადაც მათი ფული სხვის პრობლემებზე იხარჯებოდა. ოჯახი, პარტნიორი ან ახლობლები შესაძლოა შეუმჩნევლად გართმევდნენ რესურსს ფრაზით: „შენ ხომ მაინც დაგვეხმარები“. 17 ნოემბრის შემდეგ გაჩნდება შანსი, ხარჯებზე კონტროლი დაიბრუნოთ და ენერგიის ნაწილი იქ მიმართოთ, სადაც თავად მიიღებთ უკუგებას.

3. ლომები მიხვდებიან, რომ ხშირად იმაზე მეტს აკეთებენ, ვიდრე ევალებათ, სანაცვლოდ კი იმავეს იღებენ. დამატებითი დავალებები, სხვისი შეცდომები და დაუსრულებელი თხოვნა - „ესეც გააკეთე“ - ნორმად აღარ მოგეჩვენებათ. უფასო გადატვირთვაზე უარმა შესაძლოა უკეთესი პირობები გაგიხსნათ“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „საბა და მერაბი ამ დრომდე ციხეში იმყოფებიან“ - საბა ლაზიშვილის ძმა

⭕ „იგი განადგურებულია“ - რას წერს გამოცემა PEOPLE მეგან მარკლზე

🎥 „გული გვატკინა დაღესტნელებს“ - მერაბ დვალიშვილის ყოფილი თანაგუნდელი, რომელიც ქართველმა ამერიკაში შეიფარა

✕