Digest Logo

🎥 „საბა და მერაბი ამ დრომდე ციხეში იმყოფებიან“ - საბა ლაზიშვილის ძმა

1794495780
ზვიად ლაზიშვილი

აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილთან ერთად მყოფი მებრძოლის ძმა ზვიად ლაზიშვილი, რომელიც ასევე UFC-ის ყოფილი მებრძოლია სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს და ამბობს, რომ საბა და მერაბი ამ დრომდე დაკავებულები არიან.

ზვიად ლაზიშვილი მათ დაკავებას უსამართლოს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი ძმა და მერაბ დვალიშვილი მხოლოდ თავს იცავდნენ:

„მოგესალმებით ყველას. მინდა გამოვხმაურო ამ სრულიად გიჟურ სიტუაციას, რაც უსმანისა და მერაბის დაპირისპირების შემდეგ ხდება. სამწუხაროდ, ჩემი ძმა საბა და მერაბი ამ დრომდე დაკავებულები არიან, ჯერ არ გაუთავისუფლებიათ და ამბობენ, რომ შესაძლოა, იქ 48 საათი გაატარონ, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტს, როგორ განვითარდება მოვლენები.

ვფიქრობ, ეს სრულიად უსამართლოა, რადგან ჩემს ძმებს ცუდი არაფერი გაუკეთებიათ - ისინი უბრალოდ იცავდნენ თავს და სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ ეჩხუბათ და პასუხი გაეცათ. ამიტომ, გთხოვთ, ვისაც გაქვთ ძალა, ან რაიმე კავშირები, დაგვეხმარეთ და ხმა ამოიღეთ. რამდენიმე ძალიან კარგი ქართველი ბიჭი უკვე აკავშირებდათ და ცდილობს ადვოკატების პოვნასა და სიტუაციის მოგვარებას“, - ამბობს ზვიად ლაზიშვილი.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა სადაც ამბობდა, რომ მას და მის ახალგაზრდა მეგობარს თავს დაესხნენ იმ დროს, როდესაც ის სასტუმროს ფოიეში RAF-ისთვის ინტერვიუს აძლევდა.

დვალიშვილის თქმით, თავდასხმაში დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც უსმან ნურმაგომედოვი (მერაბის ყოფილი მეტოქის, უმარ ნურმაგომედოვის ძმა და MMA-ის მებრძოლი) და მისი თანმხლები პირები ხელმძღვანელობდნენ.

სპორტსმენი აღნიშნავს, რომ სიტუაციას დაცვის მხარის ჩარევაც ართულებდა, რომელმაც ის შეაკავა, ხოლო თავდამსხმელები ძირს დაცემულებს უღირსად, ფეხების დარტყმით უსწორდებოდნენ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „იგი განადგურებულია“ - რას წერს გამოცემა PEOPLE მეგან მარკლზე

🎥 „გული გვატკინა დაღესტნელებს“ - მერაბ დვალიშვილის ყოფილი თანაგუნდელი, რომელიც ქართველმა ამერიკაში შეიფარა

🎥 ვის გაუმართლებს ფინანსებში 2027 წელს - თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

✕