Digest Logo

🎥 „17-ში არაფერი დაგეგმოთ, არაფერი დაიწყოთ...“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს

1728890223
მიხეილ ცაგარელი

„დედამიწა უარყოფით ენერგო ველში შევიდა. ასევე ხუთშაბათს გვაქვს სავსემთვარეობა. მატულობს იმპულსურობა და ემოციურობა, ადამიანი შინაგანად შფოთავს და ვერ ხვდება რატომ. 17-ში არაფერი დაგეგმოთ, არაფერი დაიწყოთ. ამ კვირაში გვაქვს გვაქვს 4 გეომაგნიტური დღეც“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა 
გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა და  საზოგადოებას ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი გააცნო.

ასტროლოგის თქმით, ხუთშაბათს სასწორის და ვერძის ღერძზე მთვარის დაბნელებაა, რაც ზოდიაქოს ყველა ნიშანს შეეხება.

მისივე განმარტებით, ამ კვირის გეომაგნიტური დღეებია: ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი.

რაც შეეხება ზოდიაქოს ცალკეული ნიშნისთვის ასტროლოგიურ პროგნოზს ასეთია:

ვერძი ♈ 

არ უჩივიან ახლა ენერგიას, აქტიურები და ენერგიულები არიან. ლიდერები, უშიშრები, მაგრამ რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველშია ხელს გიშლით იმპულსურობა. ყველაფერი გინდათ უცებ. ხელშეკრულებას თუ აწერთ ხელს, იქ აღმოჩნდება ერთი პუნქტი, რომელიც „ჯვარს გაცვამთ“, ამიტომ ყურადღებით წაიკითხეთ ყველა საბუთი, რადგან ფინანსური დანაკარგის ალბათობაა.

კურო ♉

მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია, სიჯიუტის და სიამაყის მომატება. არიან ადამიანები, ვისაც თქვენი დახმარება უნდათ, მაგრამ ამ სიჯიუტის გამო ადამიანების დახმარებაზე თუ იტყვით უარს, ეფექტურად ვერ იმოქმედებთ. არავითარი ხელშეკრულება და არავითარი ახალი საქმე. ენერგოტონუსი დაბალია. შემდეგი კვირა გაცილებით ეფექტურია თქვენთვის. აკონტროლეთ ემოცია, რადგან თქვენი ემოცია შესაძლოა არაადეკვატური იყოს.

ტყუპები ♊

ენერგოტონუსი მაღალია, ინიციატივიანია, იუმორით აღსავსეა. მიაქციეთ წყალქვეშა დინებებს ყურადღება, რადგან ამ კვირაში მთავარია სულსწრაფობა, შინაგანი მერყეობა. ყველაფერი გინდათ ახლა, რაც ფინანსურ ხარჯთან იქნება დაკავშირებული და პარტნიორებთან კონფლიქტს გამოიწვევს. ფრთხილად იყავით შვილებთან, მაღალია ალბათობა კონფლიქტებისა, სასიყვარულო პარტნიორებთანაც. დილით ერთს დაჰპირდებით ადამიანს და საღამოს მეორეს გააკეთებთ, რაც წონასწორობიდან გამოიყვანს მათ.

კირჩხიბი ♋

თქვენი ემოციური ფონი ითხოვს ყურადღებას, რადგან სავსემთვარეობაა და თქვენ მთვარეზე დამოკიდებული ადამიანები ხართ. ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება, აკონტროლეთ ემოციები, რადგან შესაძლოა ზედმეტად ჩაერიოთ ახლობელთა ცხოვრებაში, რაც გამოიწვევს საპასუხო რეაქციებს და კონფლიქტებს. შესაძლოა საყოფაცხოვრებო პრობლემებმა იჩინონ თავი, ნუ იწუწუნებთ და ნუ იბუზღუნებთ. შემდეგი კვირა გაცილებით კარგი იქნება და დალაგდება ყველაფერი.

ლომი ♌

აქტიურია, ენერგიულია, მაგრამ მისი მთავარი პრობლემაა: საოჯახო და სამსახურებრივი ვალდებულებები. უნდა იპოვოთ ოქროს შუალედი, რადგან თუ ცალ მხარეს გადაიწონით ეს დაგძაბავთ. არავითარი ზედმეტი ხარჯი. არავითარი კაპიტალდაბანდება. შესაძლოა თქვენი საიდუმლო გამომზეურდეს, რამაც ცოტა სკანდალის ელფერი შესაძლოა მიიღოს.

ქალწული ♍

იმუშავეთ, საქმე გააკეთეთ, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ფარულად აქტიურად მოქმედებენ, მოშურნეები და ფარული მტრები, აგრეთვე სამსახურში. დრო და დრო მიეცით საკუთარ თავს დასვენების დრო. საიდუმლო დაიცავით, ნუ გადაიღლებით და ამ კვირაში მოერიდეთ ხარჯებს და კაპიტალდაბანდებებს.

სასწორი ♎

ჯერ კიდევ მზე სასწორის ზოდიაქოს გადის და მათ დროა, ქარიზმატულია, წარმატებული ნიშანიც არის, მაგრამ აქაც წყალქვეშა დინებაა, გადამეტებული იმპულსურობა, საჭიროა მოქმედება, ფრთხილად და წინდახედულად. სიჩქარე საქმეს გაუფუჭებს და შესაძლოა დაეძაბოს სიტუაცია პარტნიორებთან. სხვა მხრივ არ არის პერიოდი ცუდი.

მორიელი ♏

აი ვინ არის ახლა რთულ მდგომარეობაში. ფარული მტრები, ინტრიგები, აქტიურად მოქმედებენ ზურგს უკან. ასევე შიდა პრობლემები ჩნდება, ეგოიზმი ღვივდება, სურვილი, სურვილების ასრულებისა სხვისი ინტერესების გარეშე მათ შეუქმნის პრობლემებს. ზე-ემოციურია, სარკასტულია, რაც შექმნის დაძაბულობას. მასა და პარტნიორებს შორის კონფლიქტის ალბათობა მაღალია, რაც შესაძლოა დაშორებით და კავშირების გაწყვეტითაც დასრულდეს კიდეც. ჯანმრთელობას მაქსიმალურად გაუფრთხილდეს და მშვიდად გაიაროს ეს პერიოდი.

მშვილდოსანი ♐

აქტიურები ხართ, ენერგიულები და შესაძლებლობები წარმატებისა თქვენც გაქვთ. ფრთხილად იყოს ინტერნეტთან, რადგან ფეიკების ალბათობა მაღალია. მეგობრებთან ფრთხილად იყავით, რადგან გაქვთ სურვილი რაღაცებს მიაღწიოთ სწრაფად და მალევე. ამ პერიოდში იმატებს თქვენში ეგოზიმი და სხვათა დაცინვის სურვილი, რაც გადადის სარკაზმში. ამან შესაძლოა გამოიწვიოს კონფლიქტები.

თხის რქა ♑

ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ, ადვილად იღლებით. შრომის უნარიანობა ის არაა რაც გსურთ, დაანებეთ თავი გრანდიოზული საქმეების კეთებას, ამას მომავალ კვირაში მოახერხებთ, რომ განახორციელოთ. ამ კვირაში უმჯობესია ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ, არავითარი დაძაბულობა არც სახლსა და არც სამსახურში. მთვარის ზეგავლენა თქვენზეც ახდენს გავლენას და აკონტროლეთ საკუთარი ემოცია.

მერწყული ♒

ენერგოტონუსი მაღალია, აქტიურია, ენერგიულია, მაგრამ ფარული მტრები გამოჩნდებიან, მათ საერთოდ არ უხარიათ თქვენი წარმატება. ამ კვირაში შესაძლებელია უცხოელებთან კონტაქტები, რაც შესაძლოა პარტნიორულ ურთიერთობებში გადაიზარდოს, კარგი პერიოდია უცხო ენის შესწავლისთვის. ყურადღება მიაქციეთ სახლში ავარიულ სიტუაციას, რაც ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს.

თევზები ♓

ენერგოტონუსი დაბალია, განწყობა ისე რა. ემოციური ფონი დაძაბულია, ვიყოთ ყურადღებით, ფარული მტრები და ჭორები ზურგს უკან მოქმედებენ. ზოგიერთ კოლეგასთან ან ხელმძღვანელ პირთან შესაძლოა დაძაბულობა წარმოიშვას, რაც შესაძლოა ან ცუდ ხასიათში გადავიდეს ან შიშებში, პერიოდი კარგია ინდივიდუალური შემოქმედებისთვის. შემდეგი კვირა უკეთესია და თუ ახლა რაღაც მოუგვარებელია, შემდეგი კვირიდან მოგვარდება სხვადასხვა საკითხები.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

⭕ 14 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

⭕ „მადლობა ჟუჟუ, შენგან მხოლოდ მებაღეობა არ მისწავლია!“ - რა ისტორიას იხსენებს ზურა შევარდნაძე

🎥 „დღე მშვიდი და დადებითი იქნება“ - 14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის