2026 წლის 17 თებერვალს იშვიათი ასტრონომიული მოვლენა, „რგოლისებრი მზის დაბნელებაა“. მზის დაბნელება ახალმთვარეობას ემთხვევა და ამიტომ, ამ დღეს განსაკუთრებული ენერგია აქვს. ასტროლოგები მას „განახლების წერტილს“ უწოდებენ.
ეს თარიღი შეიძლება, თქვენი ცხოვრებისეული გეგმების გადახედვისა და ახალი მიზნების დასახვის მიზეზი გახდეს.
ახალი მთვარის დროს დედამიწის თანამგზავრი დედამიწასა და მზეს შორის გაივლის და მის დისკს, თითქმის მთლიანად, 96%-ით დაფარავს. ეს კი ვიზუალურად „ცეცხლოვანი რგოლის“ იმიტაციას შექმნის. მზის დაბნელების ნახვა ანტარქტიდასა და სამხრეთ ოკეანეზე იქნება შესაძლებელი.
მიუხედავად ამისა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს თარიღი განსაკუთრებით ძლიერ ენერგიას ატარებს.
ასტროლოგები თებერვლის დაბნელებას მერწყულის ნიშანს - ცვლილებების, იდეებისა და პერსპექტივების სიმბოლოს უკავშირებენ.
მერწყული, ტრადიციულად, ტექნოლოგიასთან, განვითარებასთან, საზოგადოებასთან, არჩევანის თავისუფლებასთან და პიროვნულ უნიკალურობასთან ასოცირდება.
სწორედ ამიტომ განიმარტება ეს მოვლენა, როგორც ახალი ფაზის დასაწყისი: ძველი გეგმები შეიძლება, უმნიშვნელო გახდეს. ადამიანებს ახალი სტრატეგიის შემუშავება მოუწევთ.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ყველაზე დიდ გავლენას ქვემოთ ჩამოთვლილი 4 ნიშანი იგრძნობს:
მერწყული - საკუთარი თავისა და ცხოვრებისეული მიმართულების გადახედვა;
ლომი - ურთიერთობებსა და პარტნიორობაში ცვლილებები;
კურო - კარიერასთან და სტატუსთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება;
მორიელი - სახლისა და პირადი სივრცის ტრანსფორმაცია.
ეფექტი კონკრეტული დღით არ შემოიფარგლება - ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ზემოქმედება შეიძლება, რამდენიმე თვე გაგრძელდეს.
რა უნდა გავაკეთოთ 17 თებერვლის მზის დაბნელების დროს?
ასტროლოგები გირჩევენ, რომ ეს პერიოდი ზედმეტი სტრესისა და ემოციებისაგან გათავისუფლებისათვის გამოიყენოთ;
დაასრულეთ დაუმთავრებელი საქმეები, შეაფასეთ მიღწევები და გონებაც „გაასუფთავეთ“;
მოაწესრიგეთ სივრცე, დოკუმენტები, საქმეები, ფაილები;
ჩამოწერეთ მიზნები, გეგმები და განსაზღვრეთ, როგორ უნდა მიაღწიოთ სასურველ შედეგს;
შეამცირეთ სტრესი: მეტი დასვენება, ნაკლები ინფორმაციული ხმაური.
რა არ უნდა გავაკეთოთ ამ დღეს?
ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. შედეგით შესაძლოა, განსაკუთრებით უკმაყოფილო აღმოჩნდეთ;
ასევე, მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტებს, ემოციურ გარიგებებსა და ზედმეტად გადატვირთვას.
ამ დღის ენერგია გაძლევთ შესაძლებლობას, თქვენი ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყოთ. იფიქროთ ახალი პროექტების წამოწყებაზე, თვითგანვითარებასა და სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან ტრანსფორმაციაზე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნებისმიერი წამოწყება იძლევა წარმატების დიდ შანსებს“ - 17 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი
წყარო: www.beaumonde.ge