Digest Logo

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1750193615
ოქტომბერი 18

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ხელსაყრელი დროა ნებისმიერი ახალი საქმის დასაწყებად. თამამად განახორციელეთ ყველაფერი, რაზედაც დიდი ხანია ოცნებობთ — ნებისმიერი ცვლილება ადვილად და სირთულეების გარეშე ჩაივლის. პირად საკითხებში სიფრთხილე და გონიერება გმართებთ — თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც ოჯახში არეულობასა და განხეთქილებას შემოიტანს. ნუ გაუმხელთ საკუთარ საიდუმლოს ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობთ.

კურო

ღირებულებების გადაფასების და ინტერესების ცვლილების დროა. გირჩევთ უსარგებლო ნივთებსა და კავშირებზე უარი თქვათ და საკუთარ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებებისთვის ადგილი გაათავისუფლოთ. ზოგ კუროს ახლობელ ადამიანთან დაშორება მოუწევს. გამოიყენეთ ეს დღე საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებში გასარკვევად.

ტყუპები

ვარსკვლავები ტყუპებს გზაზე საფრთხის შესახებ აფრთხილებენ — ყურადღებით იყავით როგორც საჭესთან, ისე საზოგადოებრივ ტრანსპორტში. გადადეთ ყველა მგზავრობა, განსაკუთრებით შორ მანძილზე. სამსახურში კოლეგის უარყოფითი გავლენისგან თავის დაღწევას მხოლოდ იუმორის დახმარებით შეძლებთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ, თუმცა ნუ შეშინდებით - სერიოზული არაფერია.

კირჩხიბი

სასურველია, რომ ეს დღე განათლებასა და განვითარებას მიუძღვნათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კურსებზე ჩაეწეროთ და კვალიფიკაციის ამაღლება ან უცხო ენის შესწავლა დაიწყოთ. მაღალია მოგების ან წარმატების შანსი. ამ დღეს იღბალი რისკის მოყვარული კირჩხიბების მხარესაა. არ დაგავიწყდეთ მადლობის გადახდა ადამიანისთვის, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ.

ლომი

ამ დღეს თითქმის ყველაფერში გიმართლებთ. ბედი საჩუქრებით აგავსებთ, თქვენგან მხოლოდ მადლიერებაა საჭირო. პრობლემები თავისთავად მოგვარდება, სარისკო პროექტები კი მოგებას და წარმატებას მოგიტანთ. პროფესიულ უთანხმოებებსაც შესანიშნავად დაძლევთ და გუშინდელი ოპონენტი თქვენი საუკეთესო მოკავშირე გახდება. მოსალოდნელია რომანტიკული თავგადასავალი. ოჯახური ურთიერთობები ჰარმონიულია, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ გელით.

ქალწული

მთელი ყურადღება გადაიტანეთ საქმეზე, რომელიც თავიდან უმნიშვნელოდ გეჩვენებოდათ. კოლეგისთვის გაწეული დახმარება თქვენს ავტორიტეტზე დადებითად აისახება. საღამოსკენ შეიძლება ოჯახის წევრი ან ახლობელი გამოგეხმაუროთ — მზად იყავით სტუმრად წასასვლელად. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ ხარჯოთ.

სასწორი

დღევანდელი დღის წარმატება მთლიანად თქვენს არჩევანზე იქნება დამოკიდებული. საოჯახო საკითხები ბევრად უფრო ადვილად მოგვარდება, თუ ახლობლის რჩევას მოუსმენთ. სასარგებლო ნაცნობობა სამსახურთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დროა მგზავრობისთვის —უკეთესი იქნება, თუ მთელ ოჯახთან ერთად იმოგზაურებთ.

მორიელი

მეგობრის რჩევა მორიელებს რთულ გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. დღის პირველი ნახევარი მშვიდად ჩაივლის. შეგიძლიათ მნიშვნელოვანი საქმეები დაგეგმოთ, განსაკუთრებით თუ სახელმწიფო უწყებების საქმიანობასთან ან საბუთებთანაა დაკავშირებული. დღის მეორე ნახევარი შეგიძლიათ საოჯახო საქმეებს დაუთმოთ — დროა რემონტი დაიწყოთ ან ტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვაროთ.

მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბოლოს კი ჩემი კანდიდატურა შეირჩა...“ როგორ შეიქმნა ყველასათვის საყვარელი ქართული იუმორისტული სატელევიზიო გადაცემა „პა-სეანსი“?

⭕ ნიცა თავაძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ უთბილეს ფოტოს აქვეყნებს

⭕„ნუ იკამათებთ, თავი შეიკავეთ გარჩევებისგან...“ - რა უნდა გავითვალისწინოთ ივნისის მზებუდობისას, ქეთი ოდიშელის რჩევები