Digest Logo

19-20 მარტი - გამყოფი დღე: „არახელსაყრელია ახალი პროექტის, ქორწილის, გადაადგილების და მნიშვნელოვანი საკითხების დასაწყებად“

1773924090
ფენშუი ფენშუი

19-20 მარტი - გამყოფი დღე

წელიწადში ასეთი რამდენიმე დღეა, ეს არის ზამთრის-ზაფხულის მზებუდობა და გაზაფხული-შემოდგომის ბუნიობის წინა დღეები.

19 და 20 მარტი სწორედ ასეთი დღეებია, რომელთა გავლენა „ინის იანში“ გადასვლის მომენტში მთავრდება. ეს ნიშნავს, რომ გამყოფი დღის თვისებები ჩვენს იღბალზე გავლენას ასტროლოგიური გაზაფხულის დაწყებამდე მოახდენს (20 მარტი, თბილისის დროით 18:46).

ამ დღეების თვისებაა გაყოს - „მანამდე“ და „შემდეგ“. ამ დღის სასიცოცხლო „ცი“ ენერგია სუსტი და მილევადია, ამიტომ ახალი წამოწყებებისთვის არახელსაყრელია, ახალი პროექტის, ქორწილის, გადაადგილების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების დასაწყებად, რომლებიდანაც მომავალში ზრდასა და განვითარებას, ასევე ურთიერთობებში ჰარმონიის მოტანას ელოდებით.

მაგრამ ამავდროულად, შეგიძლიათ ეს დღე გამოიყენოთ, თუ გსურთ საბოლოოდ გაწყვიტოთ ძველი, დამამძიმებელი ურთიერთობები, გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან, დაიწყოთ დიეტა.

ეს იდეალური დროა, გაზაფხულის საფუძვლიანი დასუფთავებისთვის ყველა დონეზე და სივრცეში!

ამ დღეს შეიძლება და უნდა გადააგდოთ ძველი, არასაჭირო ნივთები, მოიშოროთ არეულობა.

მენტალურ დონეზე ასევე შეგიძლიათ მარტივად დაემშვიდობოთ იმას, რაც ხელს გიშლით ბედნიერებასა და წარმატებაში.

ეს უბრალოდ იდეალური დროა ყველანაირი პრაქტიკისთვის, რათა თავი დააღწიოთ ყველაფერს. ყველაზე მარტივად ჩამოწერეთ - წყენები, უსიამოვნებები, შიშები ა.შ. და დაწვით.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მთელი ყურადღება მე დამითმე, არც კი იფიქრო, არც დაგესიზმროს, არც ისუნთქო ჩემს გარეშე“ - რატომ სთხოვს კაცი პარტნიორს დედობას?

🎥 „თურმე არ ვიცნობდი, როგორ ვერ დავინახე, რომ ასეთი ყოფილა... აი, აქ არის პრობლემა“ - რა არის ფანტაზმი ურთიერთობაში

ჭიათურელი მეცნიერი ელენე აბაშიძე 104 წლის გახდა

წყარო: www.facebook.com