Digest Logo

🎥 „მთელი ყურადღება მე დამითმე, არც კი იფიქრო, არც დაგესიზმროს, არც ისუნთქო ჩემს გარეშე“ - რატომ სთხოვს კაცი პარტნიორს დედობას?

1773923007
 ანკო პირველი.

კითხვა „რატომ სთხოვ პარტნიორს დედობას?“ ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ ურთიერთობაში ერთ-ერთი პარტნიორი მეორეს დედის როლში აყენებს, ელოდება ზრუნვას, კონტროლს, დამშვიდებას ისე, როგორც ბავშვი ელოდება დედისგან.

ეს ხშირად არ ხდება შეგნებულად, მას ფსიქოლოგიური მიზეზები აქვს, რომელზედაც „ცოდნისმოყვარე პოდკასტში“ ფსიქოლოგმა, ფსიქოანალიტიკური მიმართულების თერაპევტმა ანკო პირველმა ისაუბრა:

„თუ დეფიციტს ჰქონდა ადგილი დედასთან ურთიერთობაში, რაღაც მძიმე დანაკლისს ჰქონდა ადგილი, ამ დროს ერთ-ერთმა შეიძლება თავის პარტნიორს მოსთხოვოს იყოს დედა მთლიანად, რომ „მთელი ყურადღება მე დამითმე“, „არც კი იფიქრო“, „არც დაგესიზმროს“, „არც ისუნთქო ჩემს გარეშე“. 

ეს ხშირია ურთიერთობაში, ბევრი ადამიანი ჰყვება ამას თავისი გამოცდილებით, სხვისი შემხედველი.

რას აკეთებს ამ დროს პარტნიორი?

არაცნობიერად ტესტავს მის ლიმიტებს, აბა რამდენს გაუძლებს?

აბა, რა დოზით ამიტანს?

ამ ქცევით ცდილობს ბოლომდე მოიხმოს მისი ყურადღება, აქვეა აგრესიული კომპონენტიც ჩართული, რადგან გტესტავ. ხშირად არის, რომ მეორე ვერ გაუძლებს, ტოვებს, მაგრამ ის იპოვის ახალ ობიექტს, რომელსაც იმავეს გაუკეთებს, მანამ სანამ მისი ფსიქიკა არ გადაამუშავებს იმას, რაც სინამდვილეშია და რასაც სინამდვილეში ეხება ეს ყველაფერი. ეს კავშირშია დედასთან.

ხანდახან ეს ხდება გაცნობიერებულად, ამბობს, ვაკეთებ ასეთ რაღაცას, ანუ ისეთ სიტუაციაში ვაგდებ, რომ ხელი მკრას. რეალურად, ბავშვს რა სჭირდება? იყოს დატეული და კონტეინირებული თავისი ყველაფრით. როცა ეს ურთიერთობაშია გადმოსული, აი, მოდი, მე შენ ჩემს ცუდ მხარეს გაჩვენებ და გაგტესტავ, თუ გიყვარვარ ასეთიც უნდა გიყვარდე, ურთიერთობაში ამის ადგილი არ არის. ეს არ არის დედა-შვილის ურთიერთობა, ეს არის ორი, თანაბარი, ზრდასრული ადამიანის ურთიერთობა “, - ამბობს ანკო პირველი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „თურმე არ ვიცნობდი, როგორ ვერ დავინახე, რომ ასეთი ყოფილა... აი, აქ არის პრობლემა“ - რა არის ფანტაზმი ურთიერთობაში

ჭიათურელი მეცნიერი ელენე აბაშიძე 104 წლის გახდა

რატომ არის ვისცერული ცხიმი ყველაზე საშიში? - არუნ ხათრის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები