19 ივლისი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური თარიღია. სწორედ ამ დღეს ქირონი (კენტავრების ჯგუფის ასტეროიდი) კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადავა. ასტროლოგიაში ქირონი წარსულის იარების ნამდვილ მკურნალად მიიჩნევა და მიგვითითებს იმ ფარულ რესურსებზე, რომლებიც გადატანილი სირთულეების შედეგად იბადება.
კუროს ნიშანში მისი გადასვლა ნოყიერ ნიადაგს შექმნის, რადგან თავად კუროც სტაბილურობის, მატერიალური კეთილდღეობისა და მიწიერი კომფორტის სიმბოლოდ ითვლება. იგი ძველი ჩანაფიქრების განხორციელებაში გვეხმარება და წარმატებისკენ მიმავალ გზებს გვიხსნის, რის გამოც ეს მოვლენა ამ ზაფხულს ყველა კარის გამღებ ნამდვილ გასაღებად იქცევა. თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, იღბალი განსაკუთრებით ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანს გაუღიმებს.
ქირონი მითოლოგიურ კენტავრს განასახიერებს, რომელიც თავისი სიბრძნით, სამართლიანობითა და ადამიანებისადმი კეთილგანწყობითაა ცნობილი. ძველი ბერძნული მითების თანახმად, ქირონი მრავალი გმირის, მათ შორის აქილევსის, ჰერაკლესა და იასონის მასწავლებელი იყო. იგი მათ მუსიკას, მკურნალობას, ტანვარჯიშს, ნადირობასა და წინასწარმეტყველებას ასწავლიდა. ციურ ციკლში ქირონი სიმბოლურად წარმოადგენს იმ გასაღებს, რომელიც სამყაროებს შორის კარებს აღებს. მას ხშირად უწოდებენ ყველა კარის გამხსნელ გასაღებს, რომლის უგულებელყოფაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
რადგან ქირონის სიმბოლო გასაღებია, ისევე როგორც გასაღებს შეუძლია კარის გაღება, ვარსკვლავებიც ისე განლაგდებიან, რომ მოლაპარაკებების წარმოების, სამშვიდობო შეთანხმებების გაფორმების, უთანხმოებების აღმოფხვრისა და ამ პერიოდში ყველაფრის გაკონტროლების უნარს აძლიერებენ.
ქირონი წონასწორობის სიმბოლო და ნამდვილი მკურნალია, რომელიც ბალანსსა და საყოველთაო სამართლიანობაზე აგებს პასუხს.
19 ივლისს კუროს ნიშანში გადასვლით ქირონი საკუთარ სამფლობელოში ხვდება, რითაც ისეთ თვისებას აძლიერებს, როგორიც მოქნილობის უნარია. იგი ადამიანებს მეცნიერების, გამომგონებლობის, ესთეტიკის გრძნობისა და პრაგმატიზმისკენ მიდრეკილებას უღვივებს.
ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც ეს თვისებები თანდაყოლილი აქვთ - კუროები, სასწორები, ქალწულები და თხის რქები - მათ კიდევ უფრო გაძლიერებას იგრძნობენ.
19 ივლისის შემდეგ ყველაზე ხელსაყრელი დრო მიწის ნიშნებისთვის - კუროსთვის, ქალწულისა და თხის რქისთვის დგება. ასევე, დადებით გავლენას იგრძნობენ სასწორებიც, რომლებსაც წონასწორობის შენარჩუნების თანდაყოლილი ნიჭი აქვთ. ხოლო თევზებსა და კირჩხიბებს სადავო სიტუაციებისა და წინააღმდეგობების წარმატებით მოგვარების შესაძლებლობა მიეცემათ.
კუროს ნიშანში ქირონის ტრანზიტის დროს, პრიორიტეტული გახდება მოლაპარაკებების წარმოების, მოვლენებისთვის ობიექტურად შეხედვის, ნაბიჯების აწონ-დაწონვისა და დაგეგმვის უნარი. იმისათვის, რომ ზაფხულში ყველა კარი გაიღოს, ეს თვისებები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, მნიშვნელოვანია, წონასწორობა მშვიდად, მკვეთრი ნახტომების გარეშე შევინარჩუნოთ, ვეცადოთ კომპრომისის პოვნას, სხვა ადამიანების მოსმენასა და გაგებას. ასეთ შემთხვევაში, ქირონი სიტუაციიდან გამოსავლის ისეთ გზებს დაგვანახვებს, რომლებიც მანამდე სრულიად უხილავი იყო.
ქირონი კუროს ნიშანში 18 სექტემბრამდე დარჩება, რის შემდეგაც ვერძის ნიშანში მისი რეტროგრადული მოძრაობა დაიწყება. ეს კი ბევრ სიტუაციას გაამწვავებს.
ასტროლოგების თქმით, თუ კუროს ნიშანში ქირონი სტრატეგი და მშვიდობისმყოფელია, ვერძში იგი ხასიათის ცვალებადობასა და ემოციურ არასტაბილურობას იწვევს. მხნეობისა და მხიარულების პიკს აპათია და უენერგიობა ჩაანაცვლებს. ეს პერიოდი ყველასთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდება. ბოლო რამდენიმე წელი ქირონი სწორედ ვერძის ნიშანში იმყოფებოდა და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს მარტივი დრო ნამდვილად არ ყოფილა. თავის სამფლობელოს - კუროს ნიშანს - ქირონი საბოლოოდ მხოლოდ 2027 წლის 15 აპრილისთვის დაუბრუნდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.beaumonde.ge