Digest Logo

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1748810814
2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

შესაძლოა, ირგვლივ მყოფებს თქვენი დახმარება ან არ სურთ, ან არ შეუძლიათ, ამიტომ მათი იმედი ნუ გექნებათ. ემოციურად რთული დღეა. ეცადეთ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და სამყაროს ოპტიმიზმით უყუროთ. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა, თუმცა სიყვარულში შეიძლება გაგიმართლოთ. ამ დღეს შეძლებთ მოაგვაროთ საკითხი, რომელიც ადრე გაწუხებდათ.

კურო

ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ კოლეგებთან ერთად სოციალურ ღონისძიებებს დაესწროთ ან ახლობელ ადამიანებთან როგორც პირადი საკითხები, ისე საქმიანი თემები განიხილოთ - მათი რჩევები სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ. შეიძლება დღის მეორე ნახევარში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემა შეგექმნათ – გახსოვდეთ, რომ ახლა დასვენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ტყუპები

იდეალური დღეა ახალი, უჩვეულო და საინტერესო საქმის დასაწყებად. შესაძლოა, თავიდან რაღაც არ გამოგივიდეთ, მაგრამ მალე ვითარებაში გაერკვევით, მიხვდებით როგორ იმოქმედოთ და წარმატებასაც მიაღწევთ. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლე. შეიძლება მონატრებულმა ადამიანებმა თავი შეგახსენონ.

კირჩხიბი

ნაყოფიერი დღეა, განსაკუთრებით - თუ შემოქმედებით საქმიანობას ეწევით. ამ დღეს ადვილად ხვდებით, რა არის მთავარი და რა მეორეხარისხოვანი და აცნობიერებთ, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. ძველ ნაცნობებთან შეხვედრა და წარსულის გახსენება სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. თუ ახალი ეტაპისთვის მზად ხართ, შეგიძლიათ ცხოვრებაში რაღაცები შეცვალოთ.

ლომი

რთული დღეა. თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, სერიოზულ პრობლემებს აიცილებთ. ურთიერთობებში სიფრთხილე გმართებთ. უმჯობესია, დაპირებების გაცემისგან თავი შეიკავოთ - მით უფრო, თუ საქმე შორეულ მომავალს ეხება. შეეგუეთ იმას, რომ მოვლენები გეგმის მიხედვით არ განვითარდება, თუმცა დღის ბოლოს შედეგი ნამდვილად გაგახარებთ.

ქალწული

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავლები და ძველი კავშირების აღდგენა. ახალი ნაცნობობა შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს. ბევრი ქალწულისთვის ეს ოცნების ადამიანია, რომელიც დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ. სასურველია, საღამოს მეგობრების ან ოჯახის წევრებისთვის პატარა წვეულება მოაწყოთ – ასეთი პატარა ცვლილება თქვენს ურთიერთობებზე სასიკეთოდ იმოქმედებს.

სასწორი

სიმტკიცე წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. თუ გზაზე დაბრკოლებები შეგხვდათ, ვარსკვლავების დახმარებით აუცილებლად გაუმკლავდებით. ძველი ბიზნესის პარტნიორებისგან მოსალოდნელია მიმზიდველი შეთავაზებები. ძლიერი ინტუიციის დახმარებით ადამიანების განზრახვებს ადვილად ხვდებით. ეს უნარი ძველი მტრების „განიარაღებაში“ დაგეხმარებათ.

მორიელი

პრობლემებით სავსე დღეა. ეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ, რადგან მოვლენები იმაზე ნელა განვითარდება, ვიდრე გსურთ. არ არის გამორიცხული ოჯახური უთანხმოებები. სასურველია, თავი შეიკავოთ შორი მოგზაურობისგან. შესაძლებელია, გეგმების შეცვლაც მოგიხდეთ. საქმეებში არეულობა შეიძლება თქვენს განწყობაზე აისახოს.

მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ნუცა თოფურია და მარიამ შენგელია შერიგდნენ - მეგობრებს შორის სკანდალი ამოწურულია

⭕„ეს ჩემი მოძალადეობრივად მოპოვებული ბულავკა სონია რიკელის ცნობილი სამკაული ყოფილა...“ - რას წერს ზურა შევარდნაძე

🎥 ძამას ხეობის უნიკალური ისტორია - ადგილი, რომელიც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საკვანძო ადგილი იყო