ასტროლოგიური პროგნოზი 20 აგვისტოსთვის:
ვერძი: მთვარის ცეცხლოვანი ენერგია ენთუზიაზმით აგავსებთ. კარგი დღეა სწავლისთვის, მოგზაურობის დაგეგმვისა და ახალი ცოდნის მისაღებად. მთავარია, პრინციპების გამო კამათში არ ჩაერთოთ.
კურო: ყურადღების ცენტრში საერთო ფინანსები და ვალდებულებები მოექცევა. კარგად შეაფასეთ რისკები და მოერიდეთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს.
ტყუპები: დღის მთავარი თემა ურთიერთობები და პარტნიორობაა. გარშემომყოფები ემოციებს უფრო მძაფრად გამოხატავენ. გამოიჩინეთ დიპლომატიურობა და ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ.
კირჩხიბი: ყურადღება მიაქციეთ ყოველდღიურ საქმეებსა და ჯანმრთელობას. ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ სწორად გადაანაწილეთ დრო და გაუფრთხილდით ენერგიას.
ლომი: მთვარის ცეცხლოვანი ენერგია შთაგონებას, შემოქმედებითობასა და სიხარულს მოგიტანთ. შესანიშნავი დროა საკუთარი ნიჭის წარმოსაჩენად, საყვარელი საქმისა და გულწრფელი ემოციებისთვის.
ქალწული: ყურადღების ცენტრში სახლი, ოჯახი და პირადი საზღვრებია. კარგი დღეა ოჯახური კავშირების გასაძლიერებლად და სიმყუდროვის შესაქმნელად. ახლობლებთან ზედმეტ კატეგორიულობას მოერიდეთ.
სასწორი: აქტიური კომუნიკაციის დღე გელოდებათ. შეხვედრები, ზარები და მგზავრობა ბევრ ახალ იდეას მოგიტანთ. ლოგიკა და დიპლომატიურობა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.
მორიელი: წინა პლანზე პირადი ფინანსები და რესურსები გამოდის. კარგი დროა საკუთარი შესაძლებლობების გადასახედად და შემოსავლის გასაზრდელად პრაქტიკული ნაბიჯების დასაგეგმად.
მშვილდოსანი: მთვარე თქვენს ნიშანში გადადის! იზრდება თქვენი მომხიბვლელობა, ოპტიმიზმი და ლიდერული ენერგია. ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით ეს ძალა სასიკეთოდ გამოიყენეთ და პროვოკაციებს ნუ აჰყვებით.
თხის რქა: შეამცირეთ აქტიურობა და მშვიდი რიტმი აირჩიეთ. სასარგებლოა დასვენება, ძალების აღდგენა და საკუთარ თავთან განმარტოება.
მერწყული: შესანიშნავი დროა მეგობრებთან ურთიერთობისა და ახალი იდეების განხილვისთვის. თქვენი განსხვავებული ხედვა გარშემომყოფებს ახალი პროექტების დაწყებისკენ უბიძგებს.
თევზები: ყურადღების ცენტრში კარიერა და პროფესიული მიზნებია. დღე თავდაჯერებულობასა და ორგანიზებულობას მოითხოვს. გამოავლინეთ თქვენი ცოდნა და მიღწევები აუცილებლად შესამჩნევი გახდება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცხელება, გამონაყარი და დიარეა - რა ვირუსები ცირკულირებს ზაფხულში და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?
⭕აირჩიე ფოტო და გაიგეთ, რა გელით უახლოეს მომავალში
⭕რიტუალი, რომელიც ძილის წინ უნდა ჩაატაროთ - რა რჩევებს გვიზიარებს თამუნა იოსელიანი?