ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც მარსისა და სატურნის შეერთებაზე საუბრობს:
„ხვალიდან, 12 აპრილიდან, მარსი ფართო შეერთებაში მოვა სატურნთან.
ეს ორივე პლანეტა ვერძის ტერიტორიაზე მოძრაობს, აქ მარსი საკუთარ ნიშანშია და თავს სრულუფლებიან ბატონ-პატრონად გრძნობს. ხოლო სატურნი... სატურნი ვერაა კომფორტულად. წესრიგისა და კანონების პლანეტა ვერძში დაცემულია. ამ მდგომარეობაში პლანეტა დასუსტებულად ითვლება, რადგან მისი ბუნება ნიშნის მახასიათებლებს ეწინააღმდეგება.
ვიდრე უშუალოდ ამ შეერთების მიმოხილვას შევუდგები, ცოტა რამ ზოგად ფონზე:
მე ვფიქრობ, რომ მიმდინარე დაძაბულ საომარ ატმოსფეროზე სატურნის ვერძში გადასვლამ ძალიან იმოქმედა. ასტროლოგიაში ვერძი წინ გაჭრას და პირველობის სურვილს გულისხმობს, სატურნი კი საზღვრებს და კანონებს, მაგრამ კანონების დაცვის ნაცვლად, აქ მას ისღა დარჩენია იარაღი ახალი საზღვრების მოხაზვის ინსტრუმენტად გამოიყენოს.
კარგა ხანს სატურნი ნეპტუნთან იყო შეერთებული, რაც კიდევ უფრო მეტ დეზინფორმაციის, ფარული ოპერაციებისა და გაურკვევლობის ელემენტებს მატებდა ამ ამბებს.
ცეცხლზე ნავთს ასხამს პლუტონი მერწყულში, რომელიც გარდაქმნის მსოფლიო წესრიგს და ძველ ალიანსებს ანგრევს.
უნდა ითქვას ისიც, რომ ნეპტუნისა და სატურნის ეს შეერთება ძველი იდეოლოგიებისა და სისტემების ნგრევას იწვევს ხოლმე. ასეთ პერიოდში ომებს ხშირად აქვთ რელიგიურ-იდეოლოგიური ხასიათი... და აი, ამ ყველაფრის ფონზე-სატურნისა და მარსის შეერთება ვერძის ნიშანში!
მარსი არის ენერგია, იმპულსი და ბრძოლა. სატურნი კი მუხრუჭი. მათი შეერთება ჰგავს სიტუაციას, როცა გაზის პედალს და მუხრუჭს ერთდროულად აჭერს ადამიანი. აქედან გამომდინარე იქმნება სტრატეგიული ჩიხი, როცა მხარეები ცდილობენ გარღვევას, მაგრამ აწყდებიან გაუვალ კედელს. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ძალისმიერი გადაწყვეტილებების ზრდა-ესკალაცია აქ გვექნება, პირიქით. ეს შეერთება ზრდის დაძაბულობას, ასე ვთქვათ, წნევა მატულობს, და შესაძლოა იქ გაწყდეს, სადაც ვიწროა.
ამ ასტროლოგიური მოვლენების ეპიცენტრშია ირანი. მუნდანურ ასტროლოგიაში ირანის ისლამური რესპუბლიკის რუკში (1979 წლის 1 აპრილი)მზე ვერძის ნიშანშია(11) ,ანუ სატურნისა და მარსის შეერთება პირდაპირ გადადის ირანის მზეზე, რომელიც ქვეყნის ლიდერს, მმართველობას და სახელმწიფო იდენტობას განასახიერებს.
ასტროლოგიის გარეშეც ვხედავთ, რომ სახეზე გვაქვს ხელისუფლების კრიზისი. თუმცა ასტროლოგიურად რითი აიხსნება, ამასაც გეტყვით- სატურნის შეხება მზესთან (რომელიც 30 წელიწადში ერთხელ ხდება) ხშირად უკავშირდება ლიდერების შეცვლას ან მმართველობის სერიოზულ რყევას,ხოლო მარსის მზესთან შეერთება იძლევა აგრესიას, სამხედრო მოქმედებებისკენ სწრაფვას ან გარე თავდასხმის საფრთხეს.
ისტორიულად, სატურნისა და ნეპტუნის შეერთება (რომელიც ასევე ახლახან მოხდა ვერძის 0 გრადუსზე) ირანისთვის რეჟიმის ცვლილების მაუწყებელია.
1953 წელი: სატურნი-ნეპტუნის შეერთება - სამხედრო გადატრიალება ირანში.
1989 წელი: სატურნი-ნეპტუნის შეერთება - აიათოლა ხომეინის გარდაცვალება და ახალი ლიდერის (ხამენეის) არჩევა.
2026 წლის თებერვალი-აპრილი- ეს შეერთება კვლავ აქტიურდება, პლუს ემატება მარსი, რაც ამ პროცესებს დინამიკასა და აგრესიას მატებს.
მარსისა და სატურნის შეერთება ვერძში 20 აპრილს თავის პიკს მიაღწევს, ალბათ სწორედ ამ თარიღის ახლომახლო უნდა ველოდოთ მოვლენების გამწვავებას, ან რაიმე გადამჭრელი ზომების მიღებას.
ეს ამბავი ცხადია, მხოლოდ ირანზე არ იმოქმედებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ 1991 წლის 9 აპრილის რუკის მიხედვით საქართველოს რუკაშიც მზე ვერძში იმყოფება. რა თქმა უნდა მე8 გრადუსი, სადაც ეს შეერთება პიკს მიღწევს, შორია ქვეყნის რუკაში მე20 გრადუსზე მდგომი მზისაგან, მაგრამ იმ ამბების ექო, რომლებიც მოსალოდნელია, აშკარად აქამდეც მოაღწევს. თანაც არც მარსი და არც სატურნი ცხადია, რომ მე8 გრადუსზე არ შეწყვეტენ მოძრაობას და წინ წავლენ.
რა თქმა უნდა, შეერთების გარეშე. თუმცა სატურნი საკმაოდ ნელია, თან რეტროგრადულობის გამო უკუსვლასაც განიცდის, ამიტომ მე20 გრადუსამდე მხოლოდ გაისად აპრილის თვეში მიაღწევს. მაგრამ მარსი,როგორც შედარებით სწრაფად მოძრავი პლანეტა, ამ მზეს წელს, მაისის დასაწყისში შეუერთდება...
თუმცა...ვინც ჩემს სტატიებს კარგად იცნობთ, იცით რომ, მე ამ რუკას ნაკლებად ვიყენებ და ვეყრდნობი თარიღს, რომელზედაც ქვეყნის მოწყობის კონსტიტუციური მოდელი შეიცვალა- 16.12.2018. აქ ვერძში მე6 გრადუსზე მთვარე დგას; მთვარე ასტროლოგიაში წარმოადგენს ხალხს და მათ გრძნობებს, უსაფრთხოებას, ეკონომიკურ მდგომარეობას, ქალებს, ოჯახებს, სოციალურ სტაბილურობას.
ვერძში მთვარე ნიშნავს, რომ ხალხი დამოუკიდებლობის, აგრესიულ დაცვის ან რევოლუციურ სულისკვეთებას ატარებს. 6* არის კრიტიკული წერტილი, რომელიც ხშირად ასოცირდება სახალხო აჯანყებებთან, პროტესტებთან ან ემოციურ კრიზისებთან. რადგან სატურნი 7*-ზეა, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გრძელვადიან წნევას, ეკონომიკურ შეზღუდვებს ან პოლიტიკურ შეზღუდვებს უკვე განიცდის და ეს ახლა არ დაწყებულა. თუმცა ვიდრე შეერთება მთვარესთან ჯერ კიდევ ძალაშია შესაძლოა ახალი დრაკონული კანონების გაჟღერებაც, ახალი რეგულაციებიც ან საერთაშორისო სანქციებიც. ეკონომიკა შეიძლება შენელდეს (სატურნი აფერხებს ზრდას).ხალხში არის დეპრესია, შიშები.
რასაც შესაძლოა მარსის გადავლის დროს მოჰყვეს სახალხო უკმაყოფილება, გამოსვლები, ძალადობის, აგრესიის გამოვლინება ადამიანებში.
ამავე შეერთების დროს არაა გამორიცხული სამხედრო ან პოლიციური ძალების აქტივობა (მარსი+სატურნი ვერძში ეს ხშირად სწორედ ძალადობრივი კონტროლია). ასევე ტრანსპორტის ან ენერგეტიკის პრობლემები, შესაძლოა რაღაცის ავარიული აფეთქება, ცეცხლის გაჩენის მაღალი რისკი..
არის კიდევ რამდენიმე ქვეყანა, რომლებშიც მზე ან მთვარე ვერძის ნიშანშია, მაგალითად გერმანია,ისრაელი.. მაგრამ მათზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს.
ამიტომ დავუბრუნდეთ უფრო ყოფით თემებს- რა რისკები შეიძლება გვქონდეს ინდივიდუალურ დონეზე.
პირველყოვლისა ესაა ტრავმატულობა, განსაკუთრებით ძვლოვანი სისტემის და მით უმეტეს თავის მიდამოებში. მოერიდეთ ექსტრემალურ სპორტს და გადამეტებულ ფიზიკურ დატვირთვას, სადაც ხერხემალი და სახსრები ან თავი შეიძლება დაზიანდეს.
მოიმატებს ავარიების, ტექნიკური გაუმართაობისა და დაზიანებების რისკი, ამ პერიოდში იმატებს კონსტრუქციების რღვევის ალბათობა, მათ შორის ბოლომდე აუშენებელი შენობა-ნაგებობებისაც. იფრთხილეთ. ვინაიდან სატურნი დაცემულია, ხოლო მარსი ძლიერი, კონფლიქტები ახლა არის არა უბრალოდ ჩხუბი, არამედ სასტიკი დაპირისპირება. ურთიერთობებში შესაძლოა გამოვლინდეს უხეში კონტროლი ან აგრესიული წინააღმდეგობა.თუ გრძნობთ, რომ ვინმე გზღუდავთ ან კედელთან გამწყვდევთ, საუკეთესო ტაქტიკაა ტაიმაუტი.
შეიძლება ბევრს ჰქონდეს მცდელობა თავით გაიტანოთ კედელი, რაც ნამდვილად უადგილოა და მხოლოდ ენერგიის გამოცლას მოგიტანთ.
ეს ასპექტი კარგია მხოლოდ ერთი რამისთვის- ზეადამიანური მოთმინებისა და კონცენტრაციისთვის. ბევრი ადამიანი იგრძნობს ფარულ აგრესიას. ნუ შეინახავთ ამ ბრაზს შიგნით. გამოიყენეთ ფიზიკური შრომა ან ხელსაქმე, რომელიც მოითხოვს ძალის გამოყენებას (მაგალითად, მიწაზე მუშაობა, რემონტი), რათა ენერგია კონსტრუქციულ კალაპოტში გადავიდეს. ეს პერიოდი დაგეხმარებათ რთული საქმის დასრულებაში, ოღონდ მხოლოდ გეგმაზომიერი მოქმედებით და არა ემოციებით.
20 აპრილი იქნება ენერგეტიკული აფეთქების წერტილი. ამ დროს უმჯობესია მოერიდოთ კონფლიქტებს და ნებისმიერ რისკიან წამოწყებას“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕პატიების ტოქსიკური ილუზია: რატომ არ არის მიტევება სავალდებულო? - რამაზ გიგაურის განმარტება