Digest Logo

„ზედაპირულ იარლიყებს: „კარგს“ და „ცუდს“ ვაკრავთ იქ, სადაც საჭიროა გააზრება, სიღრმე და პასუხისმგებლობა“ - ვატო მსხილაძე

1775922292
ვატო მსხილაძე

მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში გამომწერებს საკუთარ მოსაზრებებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ პრობლემა იშვიათად არის თავად საგანში: 

კარგი და ცუდი - ეს ყველაზე ზედაპირული მსჯელობის შედეგია, რომელიც ხშირად უფრო გვაბნევს, ვიდრე გვიხსნის რეალობას.

ცეცხლი არც კარგია და არც ცუდი - ის უბრალოდ ენერგიაა. შეგიძლია მისით გათბე, საჭმელი მოამზადო, სინათლე შექმნა… ან შეგიძლია გაუკონტროლებლად დატოვო და ყველაფერი გადაწვას და შენც ზედ მიგაყოლოს... საბოლოოდ, პრობლემა თავად ცეცხლი კი არ არის, არამედ ის, თუ ვინ და როგორ იყენებს მას.

ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს ყველაფერზე. თუ არ გაქვს ცოდნა - რა, როგორ, როდის და რა დოზით გამოიყენო - ნებისმიერი რამ შეიძლება ზიანად გადაიქცეს. კვება შეიძლება გახდეს ჯანმრთელობის საფუძველი, ან ნელ-ნელა დამანგრეველი ჩვევა. ურთიერთობა შეიძლება იყოს განვითარების, სიღრმის და სიცოცხლის წყარო, ან პირიქით - გამოფიტვის და დეგრადაციის მიზეზი და ა.შ. ყველაფერში ყველაფერში...

სინამდვილეში, პრობლემა იშვიათად არის თავად საგანში თუ ა.შ. პრობლემა უმეტესად არის უგუნურ გამოყენებაში, უცოდინარობაში და იმაში, რომ ზედაპირულ იარლიყებს - „კარგს“ და „ცუდს“- ვაკრავთ იქ, სადაც საჭიროა გააზრება, სიღრმე და პასუხისმგებლობა“, - წერს ვატო მსხილაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის შეუფერებელი დღეა, არასასურველია ექიმთან ვიზიტი“ - 11 აპრილის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

პატიების ტოქსიკური ილუზია: რატომ არ არის მიტევება სავალდებულო? - რამაზ გიგაურის განმარტება

„ღამის საათებიდან, მთვარის მერწყულის ნიშანში გადასვლასთან ერთად, ატმოსფერო საგრძნობლად იცვლება...“ - ასტროლოგი 11 აპრილის ენერგიებზე