Digest Logo

„20 აპრილს 12:14-ზე მზე აგრესიული და ფეთქებადი ვერძიდან მშვიდ და აუღელვებელ კუროს ზოდიაქოში გადაინაცვლებს“ - რჩევები და გაფრთხილება ასტროლოგისგან

1681971288
ხათუნა ნოელი

20 აპრილს მზე ვერძიდან კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს, სადაც 21 მაისამდე დარჩება - რას მოუტანოს ეს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს და როგორ იმოქმედებს ეს პერიოდი თავად კუროს ზოდიაქოზე, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი ხათუნა ნოელი წერს.

🎥 „უმორჩილესად გთხოვთ, ამ ორი კვირის განმავლობაში იყავით ფრთხილად!“ - ასტროლოგი საზოგადოებას აფრთხილებს

„20 აპრილს 12:14-ზე მზე აგრესიული და ფეთქებადი ვერძიდან მშვიდ და აუღელვებელ კუროს ზოდიაქოში გადაინაცვლებს. ის წამოწყებები, რაც წინა თვეში განხორციელდა, ახლა სტაბილიზაციის ეტაპზე გადავა. ტემპი ცხადია ცოტა დაიკლებს, სამაგიეროდ შეცდომებიც ნაკლები იქნება. ძალების უსარგებლო გაფანტვის ნაცვლად, მოხდება მათი აკუმულირება და სწორი/ პრაგმატული მიმართულებით გადასროლა. ერთი ესაა, მადაც იმატებს და შესაბამისად მაცივრისკენ ხშირი ლაშქრობებიც.

მინუსი ასევე შეიძლება იყოს სიზარმაცის, მოთენთილობის და მოდუნებისკენ მიდრეკილების ზრდა. ეს არცაა გასაკვირი - ასტროლოგიაში მზე პასუხისმგებელია ჩვენს ქმედებებზე, თუ რამდენად აქტიურები, სიცოცხლისუნარიანები ვართ. შეგვიძლია თუ არა ლიდერობა. კუროში კი ენერგია ნაკლებია და ამ გზით ჩვენი ორგანიზმი ცდილობს მაქსიმალურად შეინარჩუნოს ძალები..

ამ ნიშნის გავლის დროს მზეს უჭირს გამოავლინოს ჩვენში ლიდერული თვისებები. სამაგიეროდ გვხდის უფრო პრაქტიკულებს, მიზანმიმართულებს, ამტანებს. ეს კი გვეხმარება მიზნების მიღწევაში. კარგი პერიოდია ფინანსური თვალსაზრისით, ბიზნესის წამოსაწყებად. ახალ სამუშაოზე გადასასვლელად, ბანკში, ან სხვა ხანგრძლივ ვადიან საქმეში ფულის დასაბანდებლად. (რაც ვერძის პერიოდში წამოვიწყეთ) .

კუროს მთავარი თვისებები არის კონსერვატივიზმი, სტაბილურობა, არსებულის შენარჩუნების სურვილი, ამიტომ ამ პერიოდში სიჯიუტეც მატულობს და ცოტათი ახლის მიმღებლობაც ჭირს. თუმცა იზრდება სტაბილურობა ურთერთობებში და ფინანსურ საკითხებში...

გარდა მზით კუროებისა სასიამოვნო პერიოდი უდგათ ქალწულებსა და თხისრქებს, ეს პერიოდი სტიმულის მომცემია კირჩხიბებისა და თევზებისთვისაც. სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მორიელებს, აგრეთვე მერწყულებსა და ლომებს. დანარჩენები - ნეიტრალურად. წარმატებული პერიოდია ხელოვანი ადამიანებისთვის, ან ვისაც მატერიალური პასუხისმგებლობები აკისრიათ სამსახურებრივად.მზე კუროში 21 მაისამდე დარჩება“, - წერს ხათუნა ნოელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„თუ თქვენ 1951, 1969, 1987, 2005 წლებში ხართ დაბადებული, შესაძლოა...“ - ხათუნა ნოელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს 

🎥 არის თუ არა შეყვარებული ნუცა ბუზალაძე და როგორი მამაკაცის გვერდით იქნებოდა ის?

🔵„დღვანდელი სიზმარი ახდება - ნუ აჰყვებით ემოციებს“ - მიხეილ ცაგარელი