Digest Logo

„თუ თქვენ 1951, 1969, 1987, 2005 წლებში ხართ დაბადებული, შესაძლოა...“ - ხათუნა ნოელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს

1681796320
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და 20 აპრილის მზის დაბნელების შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს.

„გვიახლოვდება 20 აპრილის მზის დაბნელება რომელიც თავის პიკს თბილისის დროით 8 საათსა და 17 წუთზე, ვერძის 29° 50’ -ზე მიაღწევს.

არსებობს დაბნელებების 3 ძირითადი ტიპი, ნაწილობრივი, რკალისებრი და სრული, თუმცა 2023 წლის 20 აპრილის დაბნელება არცერთ მათგანს არ განეკუთვნება. ის იშვიათი, მეოთხე ეგრეთ წოდებული „ჰიბრიდული“ ტიპის დაბნელებების რიცხვიდანაა, რომლებიც რამდენიმე ათწლეულში ერთხელ შეიძლება მოხდეს.
მზის დაბნელებები თავისი არსით განსხვავდება იმის მიხედვითაც თუ რომელ კარმულ კვანძზე ხდება, ჩრდილოეთისაზე თუ სამხრეთისაზე.

სამხრეთ კვანძზე დაბნელების მთავარი ლაიტმოტივი წარსულია და ენერგია მიმართულია წარსულის თემების დახურვაზე, ვალების დაბრუნებაზე და ა.შ. 20 აპრილის ეკლიფსის დროს მზე ჩრდილოეთის კვანძთან იქნება შეერთებული. რაც ნიშნავს, რომ ენერგია მიმართულია მომავლისაკენ, ემსახურება ახალი თემების წამოწყებას მომავლის სახელით. თუმცა დაბნელების მომენტში მზე ვერძის ბოლო გრადუსზე იქნება, რაც უფრო ძველი ამბების დასრულებაზე აჩენს ლოგიკურ მინიშნებას.

ეს დაბნელება ხილვადი მხოლოდ ავსტრალიის და უკიდურესი სამხრეთ- აღმოსავლეთ აზიის მკვიდრებისთვის იქნება, რაც იმას ნიშნავს რომ მისი ზეგავლენა ამ ქვეყნებზე და მის მაცხოვრებლებზე უფრო დიდი იქნება, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოზე. თუმცა თუ თქვენ 1951, 1969, 1987, 2005 წლებში ხართ დაბადებული, შესაძლოა ( არა აუცილებელი) ამ დაბნელების საროსული ციკლის გავლენის ქვეშ ექცეოდეთ და მან თქვენზე მნიშვნელოვნად იმოქმედოს. გარდა ამისა, ვერძის 29 ° 50 ′, რომელზედაც მზის ეკლიპსი ხდება, ზეგავლენას მოახდენს ვერძის, კირჩხიბის, სასწორის და თხისრქის ნიშნების იმ წარმომადგენლებზე, ვისი მზეც შესაბამისი ზოდიაქოს პირველ 5 გრადუსზე ხვდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მზის დაბნელებები უფრო მამაკაცებზე მოქმედებს, ვიდრე ქალებზე. ასევე

„ურტყამს“ მათ, ვინც სოციალურად საკმაოდ მაღალ საფეხურზე დგას. და რა თქმა უნდა აქ უკვე სქესს გარჩევა აღარ აქვს.

ბოლო ორი წლის მანძილზე დაბნელებები კურო - მორიელის ღერძზე ხდებოდა, და აი ახლა განვლილი ორი ათეული წლის მანძილზე პირველად მზისა და მთვარის ეკლიპსები ვერძისა და სასწორის ნიშნებში გვექნება. საფუძველი ჩაეყრება მოვლენათა ახალ ციკლს, რომლებიც ძირითადად საკუთარი როლის ძიებასთან, კონკურენტუნარიანობასთან, პარტნიორობის თემებთან, ეგოზე მუშაობასთან იქნებიან კავშირში.

დაბნელების მომენტში მზე იუპიტერთან ჯერ კიდევ ინარჩუნებს შეერთებას, თუმცა ასპექტი დაშლაზეა წასული და იმდენად ძლიერი ზეგავლენა ვერ ექნება, როგორც პლუტონისაგან წამოსულ კვადრატს. პლუტონი იძლევა მეტ ენერგიას, ძალას და მოტივაციას. მაგრამ აქ ნეგატიური ასპექტია და ძალაუფლებისა და გავლენის მოთხოვნილებამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი, ეგოსთან გაკავშირებული კონფლიქტები, ან კრიზისები . გარშემო არსებული სიტუაციის ტოტალური კონტროლის შინაგან მოთხოვნილებას, და ვერძულ ამბიციებს ცოტა არ იყოს შემაფერხებელ ფაქტორად ევლინება მერკური, რომელიც სადაცაა რეტროგრადული უნდა გახდეს და ამიტომ სიჩქარე მინიმუმზე აქვს დაგდებული. საქმეები ფერხდება, ან მოითხოვს წარსულში დაშვებული უზუსტობების, შეცდომების აღმოფხვრას. შესაძლოა გონებაში ამოტივტივდეს რაღაც ინფორმაცია, რასაც ადრე ყურადღება არ მიაქციეთ, და ახლა აღმოჩნდა, რომ იმაზე მეტად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე თავიდან ჩათვალეთ.

გასათვალისწინებელია ასევე დაბნელების წერტილის შეერთება ორ უძრავ ვარსკვლავთან- ალ-რიშასთან( ვერძის 29*41 ‘ ) და მირაჰთან ( კუროს 00*43’ ) მირაჰს მოაქვს სიყვარული, ბედნიერება, სიკეთე და პატიება, მაგრამ ეს დადებითი გავლენა მცირდება პლუტონის კვადრატის ზეგავლენით. მაქსიმუმი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ გავიტანოთ ეს ენერგია მავნე ჩვევების მოცილებაში, შიშებისაგან და ამპარტავნებისაგან აგრეთვე დესტრუქციული, ტოქსიკური ურთიერთობებისაგან გათავისუფლებაში. რაც შეეხება ალ-რიშას, ის იძლევა რთულ ვითარებაში გამოსავლის პოვნის უნარს, ახალი სულიერი დონისა და საიდუმლო ცოდნის მეშვეობით. თუმცა გადაჭარბებული ფანტაზიებში გადავარდნის საშიშროებაც ახლავს. ალ- რიში თევზების თანავარსკვლავდში მდებარეობს და საინტერესოა ისიც, რომ ვერძის 30-ე გრადუსი ნეპტუნის მმართველობის ქვეშაა. დაბნელების მმართველი მარსიც კირჩხიბში, წყლის ნიშანში ხვდება. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ თავად ვერძი ცეცხლის სტიქიაა, წყლის თემაც - ჭარბი ემოციების გამოვლინება, საკმაოდ აქტუალური იქნება. სამწუხაროდ არც წყალდიდობები და მისით გამოწვეული ნგრევა იქნება გამორიცხული, ( ვინაიდან პლუტონი- მასობრივი კატაკლიზმებია) თუმცა საბედნიეროდ საქართველოს ეს არ ეხება. პოზიტივიდან შემიძლია დავამატო, რომ დაბნელების წერტილს სატურნისაგან მოსდის ჰარმონიული ენერგია, რაც შეიძლება მეტ-ნაკლებად მასტაბილიზერებელ გარემოებად მივიჩნიოთ.

გვახსოვდეს, რომ მზის დაბნელებები იგივე ახალმთვარეობებია, ოღონდ გაასკეცებული ენერგეტიკით. ამიტომ რითაც აქ დავიმუხტებით, ყველაზე მცირე 6 თვის მანძილზე თან გაგვყვება, ასე რომ ვეცადოთ მაქსიმალური სიმშვიდით გავიაროთ ეს დღე“, - წერს ხათუნა ნოელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეტლით არაფერი სრულდება, დამიჯერეთ, რომ იწყება“ - როდის და რატომ გახდა ირმა ხეცურიანი ეტლით მოსარგებლე

🎥 „ჩემი შვილები მალავენ, რომ ჩემი შვილები არიან“ - მადონა კოიძე

🎥 არის თუ არა შეყვარებული ნუცა ბუზალაძე და როგორი მამაკაცის გვერდით იქნებოდა ის?