
როგორი იქნება 2025 წელი ვერძისთვის, კუროსთვის ტყუპებისთვის, კირჩხიბისთვის, ლომისთვის და ქალწულისთვის - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი.
როგორც ცნობილია, იგი ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით.
ვერძი - შეგიძლიათ მნიშვნელოვანი პროფესიული წარმატების იმედი გქონდეთ და მიიღოთ ახალი საქმიანი წინადადება. ეს არის დრო, როცა შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ლიდერის თვისებები და კრეატიულობა თქვენ საქმეში.
ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. დაკავდეთ მედიტაციით და რეგულარული ვარჯიშით, რაც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ წონასწორობა.
შესაძლოა აპრილ-აგვისტოში დაიწყოთ ახალი ურთიერთობა, ან ძველი ურთიერთობა გადავიდეს სხვა ფაზაში.
კურო - 2025 წელი იქნება დრო როცა კურო თავისი ძალისხმევის ნაყოფს მოიმკის.
წარმატებას მიაღწევთ ნებისმიერ სფეროში. ეცადეთ ინვესტიცია ჩადოთ განათლებაში და ჯანდაცვაში. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს აქ იგრძნობთ სიმყარეს.
ყურადღება მიაქციეთ თქვენ ფიზიკურ მდგომარეობას და ეცადეთ დაიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი.
ტყუპები - 2025 წლის მეორე ნახევარი სავსე იქნება სიურპრიზებით გექნებათ კარიერული ზრდის და წინსვლის ბევრი შანსი. იყავით ყურადღებიანი ბიზნესს წინადადებების მიმართ, ისინი შეიძლება გახდეს თქვენი პროფესიული გზის მნიშვნელოვანი საწინდარი. მნიშვნელოვანია იყოთ მიზანმიმართულები. ეცადეთ იზრუნოთ საკუთარ თავზე და დაკავდეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
კირჩხიბი - 2025 წელი იქნება დრო, როცა თქვენი მონდომება და თავდადება დაჯილდოვდება. ეცადეთ თვითგანვითარებას მიჰყვეთ და ამით გააუმჯობესოთ თქვენი სამუშაო უნარი.
პირადი ურთიერთობაც შესაძლოა განვითარდეს და ახალი ღრმა ურთიერთობები დაიწყოთ. შუა წელში კი უმჯობესია დაასრულოთ ძველი წყენა.
ლომი - 2025 წელს კარიერული თვალსაზრისით რთული გამოწვევის წინაშე დგანან. გაქვთ ზრდის შესაძლებლობები, თუმცა ბევრი სამუშაო გაქვთ გასაკეთებელი და მნიშვნელოვანია რომ ემოციებმა თქვენი მიზნებიდან სწორად წაგიყვანოთ.
პირადი ცხოვრება შესაძლოა იყოს არასტაბილური, ეცადეთ იყოთ გამგები რათა შეამსუბუქოთ დაძაბულობა. სექტემბერსა და ოქტომბერში თუ ღიად საუბრის სურვილი გექნებათ საუკეთესო პერიოდია.
რელაქსაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესი აუცილებელია თქვენთვის.
ქალწული - წინა წლებში დაგროვებული გამოცდილება და შრომისმოყვარეობა წელს დაიწყებს შედეგების მოტანას, შესაძლოა გქონდეთ კარიერული წინსვლა.
ფრთხილად იყავით თქვენ ემოციურ მდგომარეობასთან, დაკავდით იოგით. გაზაფხული თქვენ ცხოვრებაში იქნება რომანტიკული ურთიერთობებისთვის კარგი დრო, ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობებს და ძლიერ კავშირებს. ამრიგად 2025 წელი ჯილდოების, ზრდის და შესაძლებლობების დრო იქნება, მთავარია იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ნახეთ ლოცვა, რომელიც ბარბარობას ყველამ უნდა წაიკითხოს
⭕რა მოხდება 2025 წელს? – ვანგას შოკის მომგვრელი წინასწარმეტყველება