Digest Logo

🎥 „2025 წელს კეთილი და ბოროტი ენერგიების ბრძოლა იქნება...გულგრილობა ნიშნავს ქრისტეს გამოცდის ვერ ჩაბარებას... ერთადერთი გზა არის ქრისტიანული ლოცვები...“ - რა გველოდება მერწყულის ეპოქაში?

1733658325
ხატია ბედოშვილი

ასტროლოგმა ხატია ბედოშვილმა საკუთარ ლაივ-ვიდეოში მერწყულის ეპოქასა და აღნიშნულ პერიოდში რელიგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ბედოშვილმა ასევე საზოგადოებას გაუზიარა რეკომენდაციები და რჩევები, რომლებიც 2025 წელს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ:

„ზოგადად ასტროლოგიაში არსებობს ზოდიაქოს ნიშნების ეპოქები - ახლა ჩვენ ვიმყოფებით თევზების ეპოქაში, მანამდე იყო ვერძის, იმის წინ კიდევ კუროს ეპოქა. ახლა ჩვენ ვხვდებით მერწყულის ეპოქას. ეპოქების ბრუნვა მიდის პირიქით უკუღმა. ცოტა რთული შეიძლება იყოს ენერგეტიკული თვალსაზრისით ამაზე აწყობა. უკუღმა ტრიალი არის ერთგვარი სირთულე და ზოგადად ეპოქალური ცვლილებაც ასეა.

მერწყულის ეპოქა ემსახურება თანასწორობას, ამ ეპოქაში არ იქნებიან ერთპიროვნული ლიდერები. ანუ ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალაუფლება. მერწყულის ეპოქაში გამოჩნდება ასევე ახალი ფული. ეს პროცესები 2025 წლიდან გამოჩნდება. ეკონომიკური სისტემაც შეიცვლება და ახალი რაღაც აღმოცენდება. ფინანსებით და ძალაუფლებით ადამიანის განსაზღვრა აღარ მოხდება. ასევე მერწყულის ეპოქაში შობადობა იქნება ნაკლები. დედამიწაზე დარჩება უფრო ცოტა ადამიანი.

გააქტიურდებიან ბოროტი ენერგიები და 2025 წელს კეთილი და ბოროტი ენერგიების ბრძოლა იქნება. ყველას ექნება პირადად ეს ბრძოლა სიბოროტესთან. არ შეიძლება სიყვარულით ვაჭრობა განსაკუთრებით 2025 წელს. ჩვენი ემოციების არ გამოხატვა და გულგრილობა ნიშნავს ქრისტეს გამოცდის ვერ ჩაბარებას. პირველ რიგში დავინახავთ ჩვენ სულიერ ნაკლოვანებებს. ასევე დავინახავთ მთელი მსოფლიოს რეალურ სულიერ სახეს.

შესაძლოა ამ პერიოდში გქონდეთ შეგრძნება, რომ არაფრის ძალა აღარ გაქვთ, მაგრამ არ შეშინდეთ ეს პერიოდი მალე გაქრება. დავინახავთ ადამიანების რეალურ სულიერ მდგომარეობას. მოჩვენებითი სახეები გაქრება. სულიერ სიმტკიცეზე უნდა გავიმარჯვოთ ქრისტეს გზით. მკითხაობებს და მსგავს რაღაცებს არ გირჩევთ. ზოგადად ეკლესიის გარდა სადაც წახვალთ მომავლის გასაგებად ან რაიმე რიტუალისთვის, ყველაფერი უარყოფითად იმოქმედებს და ვერ განვითარდებით სულიერად. თქვენს გარშემო თუ ყველა ცუდად არის თქვენ კარგად ვერ იქნებით. ხალხის მმართველობაში გადავა ძალაუფლება, მაგრამ გადავა მათ ხელში ვინც ქრისტეს გამოცდას გადალახავს. ვინც ამას ვერ გააკეთებს, რა თქმა უნდა მას არაფერი არ მიეცემა. 

პარანორმალური მოვლენები 2025 წელს განსაკუთრებით იქნება აქტიური და არ შეგეშინდეთ. ესეც არის ბოროტი ენერგიების შემაშინებელი ბერკეტი. თებერვალი-მარტის თვეში. ერთადერთი გზა ამის გადასალახად არის ქრისტიანული ლოცვები. იქნება ხელოვნურად შექმნილი შიშებიც. ნებისმიერ ენერგიას, რომელსაც სხვისკენ გავუშვებთ უკან დაგვიბრუნდება.

ასტროლოგია და რელიგია ერთმანეთის ფაზლია. არავინ მოგატყუოთ, რომ ისინი ერთმანეთს რაიმეში ეწინააღმდეგებიან. უბრალოდ ამ ეტაპზე საზოგადოების განვითარების დონე არ არის. პირველ რიგში ქრისტე იყო ყველაზე დიდი ასტროლოგი. ჩვენ ვიცით რომ ეკლესიებიც კი მოხატულია ზოდიაქოს წრეებიც. ერთ-ერთი ასეთი არის სვეტიცხოველი. გაეცით რაც შეიძლება მეტი სიყვარული, ეს იქნება ყველაზე მძლავრი იარაღი ბოროტების წინააღმდეგ. გამოიცდებით რამდენი შეგიძლიათ გაიღოთ მათთვის ვისაც არაფრის მოცემა არ შეუძლია.

მერწყულის ეპოქა არის ასტროლოგიის ეპოქა. სამყარო გამოიყენებს ამ ეპოქას, როგორც ასტროლოგიის ეპოქა, შესაბამისად შეიცვლებიან ასტროლოგებიც და ბევრ ახალ რაღაცას გაიგებთ. მიზანშეწონილია რელიგიური ცოდნის მიღება და საკუთარ თავზე მუშაობა. შენი სულიერების გამოსწორება და დამუშავება. დაამუშავეთ ქრისტიანობის პრინციპები, სიყვარული, შემწყნარებლობა და პატივისცემა. ეშმაკს არ აჰყვეთ, რადგან მას არ უნდა მისცეთ უფლება ნეგატიური აზრები თავს მოგახვიოს. ახალი თაობა ძალიან ჭკვიანი და განვითარებული იქნება. 2025 წელში დაბადებულები უნდა იყვნენ სიყვარულით სავსე გარემოში.

რაც შეგიძლიათ გაიღეთ. 2025 წელს ჩვენ უნდა შევქმნათ ქველმოქმედების უპრეცედენტო მაგალითი. ფული არ ააგროვოთ. უბრალოდ მიდით და მიუტანეთ ადამიანებს ერთი ნაჭერი ნამცხვარი. განსაკუთრებით დაეხმარეთ უპატრონო ბავშვებს“, - ამბობს ხატია ბედოშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

ირაკლი კობახიძე: მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა, კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება

პრემიერი: გუშინდელ ძალადობაზე საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია, ამისთვის მადლობას ვუხდი და მინდა, ყველას მოვუწოდო, ძალადობა დაგმონ ყველა მიმართულებით ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ეს ძალადობა

⭕ირაკლი კობახიძე: მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა არის პროვოკაცია, რომლის ერთადერთი მიზანიც ვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება იყოს, განსაკუთრებით შემაშფოთებელია თავდასხმა ოპერატორზე,