Digest Logo

ირაკლი კობახიძე: მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა, კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება

1733654944
ირაკლი  კობახიძე

„ჩვენ მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას შეკრებების წარმართვის დროს.

„ასეთი კანონები მოქმედებს ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია, ჩვენთანაც ძალადობის პრევენციისთვის ასეთი კანონის მიღება. ჩვენ ტექნიკურად მოვახერხებთ ისე ყველაფრის ორგანიზებას, რომ უკვე მომავალი კვირის ბოლომდე იქნეს შესაბამისი კანონი, ისე, რომ ეს კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„მარსი რეტროგრადული იქნება, ფაქტობრივად, თებერვლის ბოლომდე, თუმცა, საქართველოს ნათალურ ჩარტში მას პიკური სურათი მაინც იანვრის შუა რიცხვებამდე აქვს, დეკემბერი ნამდვილად კრიზისულია“ - რას წერს ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

 მამუკა მდინარაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: ერთი პროცენტი რომ დავუშვათ, ვიღაცას ჰგონია, ამით ვითომ ,,ოცნების" ან ხელისუფლების მხარდაჭერა გამოხატა, მინდა ვუთხრა ნებისმიერ მათგანს, რომ არის მავნებელი, რომელიც „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს