Digest Logo

2025 წლის 21 ივნისს ზაფხულის მზებუდობაა - რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს იმისათვის, რომ წარმატება და იღბალი მოვიზიდოთ

1750229924
 ზაფხულის მზებუდობა

2025 წლის 21 ივნისს ზაფხულის მზებუდობაა. ასტროლოგები მას წლის ერთ-ერთ გამორჩეულ თარიღს უწოდებენ. ზაფხულის მზებუდობის დროს მზე თავისი სიმძლავრის პიკს აღწევს და ადამიანებზე დიდ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, შეგვიძლია, გავაკეთოთ ის, რაც დიდი ხანია, გვინდა, მაგრამ აქამდე მოტივაცია და შემართება არ გვყოფნიდა. აღნიშნულ დღეს წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი გვექნება და ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ეს ენერგია გამოვიყენოთ.

უძველესი დროიდან არაერთი რიტუალი არსებობს, რომლებსაც ადამიანები მზებუდობის დღეს იყენებდნენ, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოეზიდათ.

✅ ზაფხულის მზებუდობის დღეს ადამიანები დილით, ადრე დგებოდნენ და ბანაობდნენ. ითვლებოდა, რომ ეს რიტუალი ჯანმრთელობასა და სიჯანსაღეს განაპირობებდა. ასევე, ძველად, მზებუდობის დღეს ფეხსაცმელს იხდიდნენ და დილით, ცვრიან ბალახზე, ფეხშიშველი მიდიოდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ამ გზით დედამიწას საკუთარ კეთილგანწყობას აგრძნობინებდნენ და საპასუხოდ, სამყაროსგანაც მხარდაჭერას ელოდნენ.

✅ უმჯობესია დილით, მზის ამოსვლამდე გაიღვიძოთ. ხოლო, როცა მზის სხივებს დაინახავთ, ჩაიფიქრეთ ის სურვილი, რომლის ახდენაც ყველაზე მეტად გინდათ. ითვლება, რომ ეს სურვილი აუცილებლად აგიხდებათ. თუმცა, სურვილის ფორმულირებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს - ის სხვისთვის ზიანის მიყენებას არ უნდა გამოხატავდეს.

✅ მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე მშვიდად, ჩხუბისა და კონფლიქტების გარეშე გაატაროთ. შემოუშვით თქვენს გულებში მზის ძალა, იყავით ადამიანების, სამყაროს მიმართ კეთილგანწყობილი, მადლიერი, სიყვარულითა და სითბოთი სავსე და ეს ემოცია მთელი წლის განმავლობაში გაგყვებათ.

✅ ამ დღეს აუცილებლად გააკეთეთ ის, რაც სიხარულს მოგანიჭებთ. ითვლება, რომ დადებითი ემოციები კიდევ დიდხანს გაგყვებათ.

უმჯობესია, დილით ერთი ჭიქა თაფლიანი მცენარეული ჩაი დალიოთ და ამ განსაკუთრებული დღით ისიამოვნოთ. ასევე, უნდა ჩაიცვათ ნათელი ფერის სამოსი. ყვითელი და მწვანე ყველაზე კარგი არჩევანი იქნება. ძველად სჯეროდათ, რომ ამ გზით მზის კეთილგანწყობას მოიპოვებდნენ.

✅ ასევე, აღნიშნულ დღეს ბუნებაში გასეირნება და განტვირთვა შესანიშნავი იდეაა. გარდა ამისა, დარგეთ მცენარე. ითვლება, რომ ამ გზით სახლში ბედნიერებასა და ფინანსურ კეთილდღეობას შეიტანთ.

✅ შესანიშნავი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, ცოდნისა და უნარების გასამრავალფეროვნებლად, ახალი თავგადასავლების დასაგეგმად. ამიტომ, ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ზაფხულის მზებუდობის ენერგია მაქსიმალურად გამოვიყენოთ და დღე ნაყოფიერად გავატაროთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„უშენობას ვერ შევუვსებ, მაგრამ ვეცდები, ოდნავ მაინც რომ შევუმსუბუქო ის ტკივილი, რასაც უშენობა ჰქვია…“ - რას წერს მტკვარში დაღუპული უტა ელიავას ცოლი

„შეგრძნება გექნებათ, რომ რაღაც სრულდება... საშუალება გექნებათ გათავისუფლდეთ ბევრი რამისგან“ - 18 ივნისის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

„მიჰყევით სამთავრობო ინსტრუქციებს და რჩევებს! ეს ომი რადიკალურად შეცვლის პოლიტიკურ ამინდს“ - გიორგი ლობჯანიძე

წყარო: www.beaumonde.ge