
რამდენიმე კვირის წინ მდინარე მტკვარში მანქანა გადავარდა. შემთხვევის შედეგად 3 ახალგაზრდა დაიღუპა.
ერთ-ერთი გარდაცვლილი უტა ელიავა იყო, რომელსაც მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
დაღუპული ახალგაზრდის ცოლმა გვანცა გოროზიამ სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ემოციურ სტატუსი დაწერა:
„ჩვენ სამნი…
სულ ერთად ვიყავით…
ჩვენ ერთმანეთით ვიყავით ბედნიერი, სიგიჟემდე გვიყვარდა ერთმანეთი სამივეს…
უტი, გპირდები სულ „ჩვენი ნათელას” გვერდით ვიქნები…
სულ ჩავეხუტები უტი, ისე როგორც შენ ეხუტებოდი…
მე უშენობას ვერ შევუვსებ, მაგრამ ვეცდები, ოდნავ მაინც რომ შევუმსუბუქო ის ტკივილი, რასაც უშენობა ჰქვია…
ჩვენ სამნი უსასრულოდ ცამდე…
ტკივილი დღითი დღე იმატებს… ჯოჯოხეთია უშენობა“, - წერს დაღუპულის მეუღლე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი