Digest Logo

„შეგრძნება გექნებათ, რომ რაღაც სრულდება... საშუალება გექნებათ გათავისუფლდეთ ბევრი რამისგან“ - 18 ივნისის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1750225015
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია და საინტერესო დღეა. კარგია განმარტოება და დროის საკუთარ თავზე დათმობა. შეეცადეთ, არ გქონდეთ კომუნიკაცია ძალიან ბევრ ადამიანთან“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇

ვერძი - მოგიწევთ გადაწყვეტილებების მიღება, ყველაფერი მშვიდ გარემოში გააკეთეთ და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. 

კურო - ის რაც ადრე არ გამოგდიოდათ, დღეს მარტივად შეძლებთ. სასურველი არ არის ტყუილად ნერვიულობა და დეტალებზე კონცენტრაცია. 

ტყუპები - ნუ გაითვალისწინებთ რჩევებს, აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და იმოქმედეთ დამოუკიდებლად. 

კირჩხიბი - ის რაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ გვარდებოდა, მოგეცემათ გამოსწორებით საშუალება. არ იფიქროთ წარსულზე. 

ლომი - მარტივი იქნება ნებისმიერი საქმისთვის თავის გართმევა. ნუ იქნებით ქედმაღლები და დაეხმარეთ ყველას. 

ქალწული - კარგი იქნება დაგეგმვა, ახალი იდეების შეტანა ცხოვრებაში. დააკვირდით დამოკიდებულებას უცხო ადამიანების მიმართ.

სასწორი - საინტერესო დღეა, პერსპექტიული. რაიმე გადასაწყვეტი საკითხებისთვის დღევანდელი დღე გამოიყენეთ. 

მორიელი - მარტივად ამოიცნობთ ადამიანებს, თუ გაინტერესებთ რას ფიქრობენ, რა დამოკიდებულება აქვთ თქვენს მიმართ, შეგიძლიათ დღეს გქონდეთ კომუნიკაცია გადასამოწმებელ პირთან. 

მშვილდოსანი - შესაძლებლობა გაქვთ ისწავლოთ, თავი შეიკავეთ უაზრო საუბრისგან. გაიხსნება ახალი კარები თქვენთვის.

თხის რქა - დამღლელი დღე გექნებათ, ამიტომ დღეს ნუ აიღებთ ბევრ ვალდებულებას, დაუთმეთ დრო საკუთარ თავს. 

მერწყული - გაუზიარეთ თქვენი იდეები სხვებს, შესაძლოა კარგი მხარდაჭერა მიიღოთ მეგობრებისგან. მაქსიმალურად აქტიურად გამოიყენეთ დღე. 

თევზები - შეგრძნება გექნებათ, რომ რაღაც სრულდება, ეს ასეც უნდა იყოს. დღევანდელი დღე გაძლევთ საშუალებას გათავისუფლდეთ ბევრი რამისგან!

ასევე დაგაინტერესებთ:

„მიჰყევით სამთავრობო ინსტრუქციებს და რჩევებს! ეს ომი რადიკალურად შეცვლის პოლიტიკურ ამინდს“ - გიორგი ლობჯანიძე

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

„დღე ემოციურად რთულია, კარგად დაგეგმეთ სიტყვები და მოქმედებები, მოერიდეთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს“ - 18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან