ასტროლოგი ხატია ბედოშვილი სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა, სადაც ახალ, 2026 წელზე ისაუბრა და „ცეცხლოვანი ცხენის“ წელის ტენდენციები გაგვიზიარა.
როგორც ასტროლოგი ამბობს, ამ წელს წარმატებებს და სურვილების ასრულებას უნდა ველოდოთ:
„2026 წელი არის განსაკუთრებით გამორჩეული წელი, გამომდინარე იქიდან რომ გვაქვს იშვიათი მოვლენა „ცეცხლოვანი ცხენის“ წელიწადი. ასეთ წელს ყოველთვის მოაქვს განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენები, როგორც მსოფლიო მასშტაბით ისე თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.
ეს არის გარდამტეხი პერიოდი, ჩვენი მერწყულის ეპოქა თავიდან დაიწყებს ვიბრირებას. შესაძლოა ვიგრძნოთ ინფორმაციული მოზღვავება. ხელოვნური ინტელექტის და განვითარების. ადამიანებს მოუწევთ აუწყონ ფეხი სიახლეებს.
ოცნებები რომლებიც გქონდათ დიდი ხნის განმავლობაში ან მიზანი, რომელზედაც მუშაობდით და არ ხორციელდებოდა, 2026 წელი ყველას მისცემს საშუალებას, განსაკუთრებით შემოქმედებით ადამიანებს წარმატებებს მიაღწიონ. თავისი თავი გამოავლინონ. 2026 წელი ადამიანებს გზას უხსნის“, - ამბობს ხატია ბედოშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ურთიერთობები იქნება იდუმალი და ღრმა...“ - 2026 წლის ტაროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის
⭕„გაიზარდე ჯანმრთელი და ბედნიერი...“ - ნანუკა გულუა უფროსი შვილის ფოტოებს გვიზიარებს