Digest Logo

2026 წლის 13 ივნისს პლანეტა ვენერა ლომის ნიშანში გადადის: ვის მართებს მეტი სიფრთხილე და ვის ელოდება პოზიტიური ცვლილებები?

1781072063
პლანეტა ვენერა

ასტროლოგების პროგნოზით, უახლოეს კვირებში ზოდიაქოს 5 ნიშნის წარმომადგენლები იგრძნობენ, რომ მათ ირგვლივ მოვლენები გაცილებით სწრაფად განვითარდება. ეს ყველაფერი ვენერას ახალ ასტროლოგიურ პოზიციას უკავშირდება, რომელიც ასტროლოგიაში პარტნიორულ ურთიერთობებზე, ფინანსებზე, სილამაზეზე, შემოქმედებასა და ცხოვრებისეულ სიამოვნებებზე აგებს პასუხს.

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად?

2026 წლის 13 ივნისს ჰარმონიის, სილამაზის, ფინანსების, შემოქმედების, ხელოვნების, ნიჭისა და პარტნიორობის პლანეტა - ვენერა ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადადის.

ასტროლოგები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ იმასაც, თუ პირად ნატალურ რუკაში რომელ სექტორს (სახლს) შეეხება ეს ტრანზიტი, რადგან ცხოვრებისეული ცვლილებები სწორედ ამ სფეროშია მოსალოდნელი. 

ვენერა ლომის ნიშანში 2026 წლის 9 ივლისამდე დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ პლანეტისთვის ეს ნეიტრალური პოზიციაა, ზოგიერთი ნიშანი მის გავლენას განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობს.

ამ პერიოდში პოზიტიური ცვლილებები ელოდებათ შემდეგ ნიშნებს:

✅ ლომი
✅ ვერძი
✅ მშვილდოსანი
✅ ტყუპები
✅ სასწორი

ვის მართებს მეტი სიფრთხილე?

ასტროლოგები გადაწყვეტილებების მიღებისას, ემოციების გამოხატვისას და დიდ ცვლილებებთან შეჭიდებისას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ:

⭕ მერწყულებს

⭕ კუროებს

⭕ მორიელებს

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მამას გოგოები“ - ნოე სულაბერიძე შვილებთან ერთად გადაღებულ ვიდეოს გვიზიარებს

⭕„მოერიდეთ წუწუნს და ნეგატიურ განწყობას“ - 10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕რა არის სასიკეთო და რისგან უნდა შეიკავოთ თავი 10 ივნისს - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

წყარო: www.beaumonde.ge