Digest Logo

2026 წლის 30 ივნისს ზაფხულის პირველი სავსემთვარეობაა - რა გავლენას მოახდენს ის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე და ვის ელოდება ყველაზე მეტი წარმატება

1782810438
სავსემთვარეობაზე

30 ივნისს ზაფხულის პირველი სავსემთვარეობაა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს პერიოდი ძველი, დამღლელი ისტორიების დასასრულებლად, ემოციური განწმენდისა და სამომავლო გეგმების ჩამოყალიბებისათვის ერთ-ერთ უძლიერეს დღედ ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ სავსემთვარეობის გავლენას ზოდიაქოს ყველა ნიშანი იგრძნობს, ოთხ მათგანს იგი სასიამოვნო სიურპრიზებს ჰპირდება:

მე-12 ადგილი - ქალწული ♍

სავსემთვარეობა დაგანახვებთ, რომ ცხოვრებაში ყველაფრის გაკონტროლება შეუძლებელია, რაც, საბოლოო ჯამში, უკეთესიც კია. ახლა გარემოებებთან ბრძოლასა თუ ყოველი წვრილმანის გამოსწორებაზე ძალების დახარჯვა არ ღირს. თუკი სიტუაციას მიუშვებთ, ძალიან მალე მიხვდებით, რომ ზოგიერთი პრობლემა თავისთავად გაქრა. თავს მეტი დასვენების უფლება მიეცით და ზედმეტი ფიქრით ნუ გადაიტვირთებით.

მე-11 ადგილი - თხის რქა ♑

ნუ დასევდიანდებით, თუკი რაღაც გეგმის მიხედვით არ წარიმართება. სავსემთვარეობამ შეიძლება მოულოდნელი ცვლილებები მოიტანოს, თუმცა ისინი უახლოეს მომენტშივე ახალ შესაძლებლობებს არ გადაგიშლით. ახლა მთავარია, არ იჩქაროთ და გადაწყვეტილებები ემოციებზე დაყრდნობით არ მიიღოთ. თქვენს უმთავრეს „მოკავშირედ“ ამ პერიოდში მოთმინება იქცევა.

მე-10 ადგილი - სასწორი ♎
 
ეს პერიოდი გარშემომყოფებისთვის თვალის უფრო ყურადღებით მიდევნებას გაიძულებთ. ზოგიერთი ადამიანი სასიამოვნოდ გაგაოცებთ, ზოგი კი, პირიქით, საკუთარ ნამდვილ სახეს გამოაჩენს. დასკვნების გამოტანასა თუ კამათში ჩაბმას ნუ იჩქარებთ, რადგან სულ მალე ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება.

მე-9 ადგილი - მორიელი ♏

ბოლო დროს სხვებზე ზედმეტად ბევრ ენერგიას ხარჯავთ. სავსემთვარეობა კი შეგახსენებთ, რომ საკუთარ საჭიროებებზე ფიქრის დროც დადგა. ხანმოკლე პაუზაც კი ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ, ხოლო დასვენებული გონება იმ გადაწყვეტილებას გიკარნახებთ, რომელსაც დიდი ხანია ეძებდით.

მე-8 ადგილი - მერწყული ♒

სავსემთვარეობა მოულოდნელი ნაცნობობისა და საინტერესო დამთხვევების პერიოდს გახსნის. ჩვეულებრივი საუბარიც კი შეიძლება, პერსპექტიულ თანამშრომლობად ან ახალ მეგობრობად გადაიქცეს. მოწვევებზე უარს ნუ იტყვით და ყოველივე ახლის მიმართ ღია იყავით.

მე-7 ადგილი - ვერძი ♈

ამ ზაფხულის პირველი სავსემთვარეობა იმ ისტორიისთვის წერტილის დასმაში დაგეხმარებათ, რომელიც ძალებს დიდი ხანია გაცლიდათ. შესაძლოა, იმის თქმა მოგინდეთ, რაც კარგა ხანია, გულში გქონდათ, ან იმ საქმის დასრულება გადაწყვიტოთ, თვეების განმავლობაში რომ ჭიანურდებოდა. ამის შემდეგ თქვენ ნამდვილ შვებას იგრძნობთ.

მე-6 ადგილი - თევზები ♓ 

ამ პერიოდში თქვენი ინტუიცია უშეცდომოდ იმუშავებს. თუკი გული წინ ნაბიჯის გადადგმას გიკარნახებთ, მას აუცილებლად უნდა დაუჯეროთ. საკუთარ ძალებში ეჭვი ნუ შეგეპარებათ, რადგან ახალი კარის გაღებაში თქვენ სწორედ ეს დაგეხმარებათ.

მე-5 ადგილი - ტყუპები ♊

წინ სასიამოვნო პერიოდი გელით, როდესაც მცირე სიხარული დიდ გამარჯვებებად გადაიქცევა. ზოგიერთს კარგი ამბავი ელის, ზოგსაც - საინტერესო შემოთავაზება ან ნანატრი შეხვედრა. შეეცადეთ, ახალ შესაძლებლობებზე უარი მხოლოდ ცვლილებების შიშის გამო არ თქვათ.

ვის მოუტანს 30 ივნისის სავსემთვარეობა ყველაზე მეტ წარმატებას:

მე-4 ადგილი - ლომი ♌

თქვენ მთავარ იღბლიანთა რიცხვში შედიხართ. ბოლო დროს შეიძლება, გეჩვენებოდათ, რომ ყოველი ძალისხმევა ამაო იყო, თუმცა სულ მალე ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება. მოსალოდნელია კარიერული წინსვლა, მნიშვნელოვანი საუბარი ან ისეთი ნაცნობობა, რომელიც თქვენს მომავალზე მოახდენს გავლენას. ბედისწერა თითქოს თავად გიბიძგებთ სწორი მიმართულებით.

მე-3 ადგილი - კურო ♉ 

კუროებისთვის ეს სავსემთვარეობა ჯილდოს სიმბოლოდ იქცევა. ყოველივე ის, რაზეც ბოლო თვეების განმავლობაში შრომობდით, შედეგის გამოღებას თანდათან დაიწყებს. მოსალოდნელია სასიამოვნო ფინანსური სიახლეები, წარმატებული შენაძენები, საჩუქრები ან მოულოდნელი მხარდაჭერა იმ ადამიანებისგან, რომელთაგანაც ამას სრულიად არ მოელოდით. სწორედ ახლა ღირს, რომ საკუთარ თავს ცოტა მეტი ოცნების უფლება მისცეთ.

მე-2 ადგილი - მშვილდოსანი ♐ 

სამყარო თქვენ წინაშე ახალ კარს გააღებს. მშვილდოსნებს ისეთი შანსი გეძლევათ, რომელიც ძალიან იშვიათად გვხვდება. ეს შეიძლება იყოს სამუშაო შემოთავაზება, მნიშვნელოვანი მოგზაურობა, ახალი ნაცნობობა ან სასწაული, რომელიც მთელი ზაფხულის გეგმებს შეცვლის. შესაძლებლობებზე უარს მხოლოდ იმის გამო ნუ იტყვით, რომ ისინი მეტისმეტად ამბიციურად გეჩვენებათ.

1-ელი ადგილი - კირჩხიბი ♋

ზაფხულის პირველი სავსემთვარეობის მთავარი ფავორიტები სწორედ კირჩხიბები გახდებიან. ამ ნიშნის მრავალი წარმომადგენლისთვის დაიწყება ის, რასაც ბედისწერას დიდი ხანია, ჩუმად სთხოვდნენ. ზოგიერთი ადამიანი ნანატრ სიტყვებს მოისმენს, ზოგი ბედნიერების მომტან ამბავს შეიტყობს, ზოგისთვის კი ეს პერიოდი სრულიად ახალი ცხოვრებისეული ეტაპის დასაწყისად გადაიქცევა. ახლა იღბალი, პირდაპირი გაგებით, თავადვე მოდის თქვენთან, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ ცვლილებებისა და ახალი შესაძლებლობების.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕ „ხელს უწყობს სხეულის და გონების მოდუნებას სტრესული დღის შემდეგ“ - არუნ ხათრი მუსკატის კაკლის სასარგებლო თვისებებზე

⭕ „შეეცადეთ, მოერიდოთ თამამ დაპირებებს“ - იუპიტერის ერთ წლიანი ტრანზიტი ლომში: აკაკი გოგოლაძეს ასტროპროგნოზი

⭕„ლეჩხუმი საქართველოს მარგალიტია...“ - გიორგი ნიკოლავას ახალი კადრები

წყარო: www.beaumonde.ge