ასტროლოგ ანა ჯალაღონიას ანალიზით, 2026 წლის ნოემბერი პლანეტარული პროცესების თვალსაზრისით გამორჩეულად დატვირთულ ეტაპს წარმოადგენს, სადაც წინა პლანზე ძველი საკითხების დასრულება, რეტროგრადული ციკლების ამოწურვა და ურთიერთობებში სიცხადის შეტანა გადმოდის.
თვის განმავლობაში მოსალოდნელი ენერგეტიკული ძვრები და დაძაბული ასპექტები ზოდიაქოს ნიშნებისგან მეტ დაფიქრებას, სიფრთხილესა და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს:
„2026 წლის ნოემბრის ასტროლოგიური სურათი საკმაოდ დატვირთულია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ თვის მეორე ნახევარში ერთმანეთის მიყოლებით სრულდება მერკურისა და ვენერას რეტროგრადული ციკლები, აქტიურდება მარსი–იუპიტერის შეერთება და მზის დაძაბული ასპექტები. ეს პერიოდი მხოლოდ მოვლენების გააქტიურებას არ უკავშირდება - ის უფრო მეტად გადახედვის, ძველი საკითხების დასრულების, ურთიერთობებში გარკვევისა და ახალი მოქმედებების დაწყების ეტაპია.
✨4 ნოემბერი - იუპიტერისა და ვენერას სექსტილი სიყვარულში, ურთიერთობებსა და ემოციურ სიახლოვეში შესაძლებლობების გაჩენას; ფინანსურ საკითხებში ხელსაყრელ პირობებსა და სასარგებლო შეთანხმებებს,შემოქმედებითობას, სილამაზეს, სიამოვნებასა და სოციალური კავშირების გაძლიერებას;
✨9 ნოემბერი მორიელის ახალმთვარეობა ყოველთვის ეხება იმ პროცესებს, რომლებიც ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ ადამიანის შინაგან სამყაროში უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ეს არის ახალი ციკლის დასაწყისი, რომელიც უკავშირდება: ფინანსურ ვალდებულებებს, ვალებს, კრედიტებსა და საერთო რესურსებს; ინტიმურ ურთიერთობებს, ნდობას ემოციურ სიახლოვეს;საიდუმლოებების გამჟღავნებასა.
✨13 ნოემბერი — მერკური ასრულებს რეტროგრადულ მოძრაობას მერკურის პირდაპირ მოძრაობაზე გადასვლა პირველ რიგში ინფორმაციის, კომუნიკაციისა და გადაწყვეტილებების სფეროში ცვლილებებს მოიტანს. ფსიქოლოგიურ ტრანსფორმაციას, შიშების დაძლევასა და ძველი ემოციური კავშირების დასრულებას. 13 ნოემბრიდან თანდათან დაიწყება: შეჩერებული მოლაპარაკებების განახლება,დაკარგული ინფორმაციის მოძიება,დოკუმენტებთან და ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების გარკვევა,ძველი კონტაქტების აღდგენა, ტექნიკური და სატრანსპორტო შეფერხებების თანდათან დარეგულირება;გადადებული გადაწყვეტილებების მიღება.
✨14 ნოემბერი - ვენერა პირდაპირ მოძრაობას იწყებს ეს ნოემბრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა. სასიყვარულო ურთიერთობებშუ შესაძლოა დასრულდეს გაურკვევლობის პერიოდი. ზოგმა ადამიანმა გადაწყვიტოს ურთიერთობის აღდგენა, ზოგმა კი საბოლოოდ გააცნობიეროს, რომ წარსულში დაბრუნება აღარ სურს.. შეიძლება გადაიხედოს შემოსავლების წყაროები, ხარჯები, ფინანსური შეთანხმებები და მატერიალური პრიორიტეტები.
✨16 ნოემბერი - მარსის შეერთება იუპიტერთან ლომის ნიშანში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ენერგეტიკული კომბინაცია ნოემბირის. მათი შეერთება ლომში აძლიერებს სურვილს, ვიყოთ შესამჩნევი, დავამტკიცოთ საკუთარი შესაძლებლობები. მარსი იუპიტერთან ერთად ზრდის არა მხოლოდ შესაძლებლობებს, არამედ გადაჭარბების რისკსაც. შეიძლება ადამიანმა საკუთარ ძალებს გადააჭარბოს, იმოქმედოს ზედმეტი თავდაჯერებულობით, შევიდეს კონფლიქტში ან მიიღოს დაუფიქრებელი ფინანსური გადაწყვეტილება. ლომის გავლენით განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება სიამაყის, ავტორიტეტისა და აღიარების საკითხები.
✨17–19 ნოემბერი ეს მონაკვეთი თვის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ნაწილია. აქ მორიელის მზის ენერგია დაპირისპირებაში შედის სხვა ძლიერ პლანეტარულ გავლენებთან. საუბარია მზის კვადრატურებზე პლუტონთან და იუპიტერთან. მზე კვადრატურაში პლუტონთან ეს ასპექტი უკავშირდება ძალაუფლების, კონტროლისა და გავლენის საკითხებს. საზოგადოებრივ დონეზე შეიძლება წამოიწიოს,პოლიტიკური დაპირისპირებები, ძალაუფლებისთვის ბრძოლა; დაფარული ინფორმაციის გამჟღავნება, ავტორიტეტულ სტრუქტურებთან დაპირისპირება. პირად ურთიერთობებში კი შეიძლება გაძლიერდეს ეჭვიანობა, მანიპულაცია, მესაკუთრეობის სურვილი და კონტროლის მცდელობა.ზოგთან ძალადობის საკითხები. მნიშვნელოვანია, ადამიანებმა არ სცადონ ყველაფრის ძალით მართვა. ზოგჯერ ცვლილება სწორედ კონტროლის დათმობით იწყება. მზე კვადრატურაში იუპიტერთან ეს ასპექტი ზრდის ამბიციებს, მოლოდინებსა და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას.
17–19 ნოემბრის მთავარი რეკომენდაცია: მოერიდეთ ძალაუფლებისთვის ბრძოლას, დაუფიქრებელ ფინანსურ რისკებს, ემოციურ დაპირისპირებებსა და კატეგორიულ გადაწყვეტილებებს
✨24 ნოემბერი - სავსემთვარეობა ტყუპები–მშვილდოსნის ღერძზე სავსემთვარეობა ტყუპების ნიშანში, მზით მშვილდოსანში, სიმბოლურად აერთიანებს ორ განსხვავებულ ხედვას: ტყუპები - ინფორმაცია, ფაქტები, კომუნიკაცია, სწავლა, სიახლეები.. მშვილდოსანი - რწმენა, მსოფლმხედველობა, ცოდნა, მოგზაურობა, სიმართლე. ეს არის პერიოდი, როდესაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გახდეს ცნობილი.
✨როგორ ერთიანდება ეს მოვლენები 4 ნოემბერი ვენერა იუპიტერის სექსტილი ურთიერთობებეი და ფინანსებში გამართლებები 9 ნოემბერი - ახალი ციკლის დასაწყისი, ღრმა ემოციური და ფინანსური საკითხების გააქტიურება. 13 ნოემბერი — ინფორმაციისა და კომუნიკაციის დალაგების დასაწყისი.
14 ნოემბერი — სიყვარულის, ურთიერთობებისა და ფინანსური ღირებულებების გადაფასების ეტაპის დასრულების დასაწყისი. 16 ნოემბერი — მოქმედების, ამბიციებისა და შემოქმედებითი ენერგიის გაძლიერება. 17–19 ნოემბერი — დაძაბულობა ძალაუფლების, ავტორიტეტის, ფინანსებისა და პირადი ამბიციები. ნოემბრის საერთო ასტროლოგიური ფონის გათვალისწინებით, თვის მთავარი ფავორიტი ნიშნებია:
♌ ლომი - აქტიურობა, წარმატების შანსები და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა.
♏ მორიელი - ახალი დასაწყისები, განახლება და ურთიერთობებში სიცხადე.
♐ მშვილდოსანი - გაფართოება, ახალი გეგმები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
♊ ტყუპები - სიახლეები, კომუნიკაცია და მნიშვნელოვანი გარდატეხები. დამატებითი მხარდაჭერა შეიძლება ჰქონდეთ კუროს, სასწორს, კირჩხიბსა და თევზებსაც, განსაკუთრებით სიყვარულის, ფინანსებისა და ემოციური საკითხების მიმართულებით. წარმატებები ყველას“, - წერს ანა ჯალაღონია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ტენერიფეს“ ფეხბურთელი მოედანზე მიღებული ტრავმის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა
🎥 ნეპალში ერთმანეთს ორი ვერტმფრენი შეეჯახა, დაიღუპა ერთი ადამიანი
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2-8 ნოემბრის კვირაში განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება