2026 წელი არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენით იქნება დატვირთული. წლის განმავლობაში 4 დაბნელება, წყლის ნიშნებში რეტროგრადული მერკურის სამი პერიოდი, პლანეტების მნიშვნელოვანი ტრანზიტი გველის, რაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, თითოეულ ადამიანზე დიდ გავლენას მოახდენს:
2026 წლის დაბნელებები: ცვლილებების დერეფანი
დაბნელების პირველი დერეფანი 17 თებერვლიდან 3 მარტამდე გაგრძელდება. აღნიშნული დაბნელების დერეფანი 17 თებერვალს, მზის დაბნელებით გაიხსნება და 3 მარტს, მთვარის დაბნელებით დასრულდება. ეს იქნება პერიოდი, როდესაც ძველი ციკლი უნდა დასრულდეს და დრო სიახლეებს დაუთმოთ. ცვლილებები იმდენად აუცილებელი გახდება, რომ წინააღმდეგობას ვერ გაუწევთ.
დაბნელების მეორე დერეფანი 12 აგვისტოდან 28 აგვისტომდე გაგრძელდება. ეს პერიოდი თქვენს პირად ცხოვრებაზე, შემოქმედებითობასა და თვითგამოხატვაზე იქნება ორიენტირებული. ის მოგცემთ შანსს, განაახლოთ ურთიერთობები, გახდეთ უფრო თავდაჯერებულები, დაუპირისპირდეთ საკუთარ შიშებსა და კომპლექსებს და დაიწყოთ იმის განხორციელება, რაც ყველაზე მეტად გინდათ. დაბნელების დერეფანი 12 აგვისტოს მზის ნაწილობრივი დაბნელებით დაიწყება და 28 აგვისტოს მთვარის ნაწილობრივი დაბნელებით დასრულდება.
რეტროგრადული მერკური
2026 წელს ზოდიაქოს წყლის ნიშნებში რეტროგრადული მერკური სამჯერ იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში რაციონალურ ლოგიკას ემოციური და ინტუიციური გადაწყვეტილებები დაუპირისპირდება.

15 მარტიდან 7 აპრილამდე პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას თევზების ნიშანში დაიწყებს. ამ პერიოდმა შეიძლება, დაბნეულობა და გაურკვევლობა გამოიწვიოს, წარსულის ურთიერთობები, საქმეები კვლავ გააქტიურდეს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დადგეთ. უმჯობესია, დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ. თუკი შინაგან ხმას მოუსმენთ, თქვენი ინტუიცია სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.
29 ივნისიდან 23 ივლისამდე პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას კირჩხიბის ნიშანში დაიწყებს. ეს ოჯახური კავშირების განმტკიცებისა და ურთიერთობების მოგვარებისთვის შესანიშნავი დროა. შესაძლოა, ძველი ოცნებები გაიხსენოთ და მათი ახლებურად განხორციელება გადაწყვიტოთ.
24 ოქტომბრიდან 13 ნოემბრამდე მერკური მორიელში იქნება რეტროგრადული. ეს ციკლი თქვენს თვითშემეცნების სურვილს გააძლიერებს და რთული ემოციური საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ეს სიცხადის პერიოდია. შესაძლოა, ყველაფერი, რაც დაფარული იყო, ზედაპირზე გამოვიდეს.
რეტროგრადული მერკურის პერიოდში მნიშვნელოვანია, ძველი საქმეები დაასრულოთ და აღებული პასუხისმგებლობები მოაგვაროთ, გამოასწოროთ ძველი შეცდომები და არსებულ პროექტებზე კონცენტრირდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ რეტროგრადული მერკურის დროს ახალი საქმეები არ დაიწყოთ.
რეტროგრადული იუპიტერი
2026 წლის ოქტომბრიდან 2027 წლის თებერვლამდე პლანეტა იუპიტერი რეტროგრადულ მოძრაობაში იქნება, რაც გვაიძულებს ხელახლა შევაფასოთ ჩვენი ცხოვრებისეული მიზნები და იდეალები. ეს შინაგანი ზრდისა და ახალი პრიორიტეტების დასახვის პერიოდია.

რეტროგრადული სატურნი
2026 წლის ივნისიდან ნოემბრამდე პლანეტა სატურნი რეტროგრადულ მოძრაობაში იქნება. ამ პერიოდში სამსახურსა და გრძელვადიანი პროექტებში დიდი ყურადღების გამოჩენა დაგჭირდებათ.
2026 წლის მაისიდან პლანეტა პლუტონი მერწყულსა და თხის რქას შორის გაივლის, რაც სიმბოლურად გლობალურ ტრანსფორმაციას გამოხატავს. ამ პერიოდში ძველი საქმეები, წარმოდგენები საბოლოოდ დაიმსხვრევა და მათ ადგილას სოციალური და პიროვნული ორგანიზაციის ახალი ფორმები ჩნდება.
ზოგადად, 2026 წელი დიდი ცვლილებების წელია. მას წითელი ცეცხლოვანი ცხენის ენერგია მართავს და ყველა ადამიანს უბიძგებს, ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყოს.
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.beaumonde.ge