წიგნის „გონების კოდი“, მედიტაციის საიდუმლო გზა-წარმატებამდე, ავტორი ზეზვა ჯაიანი სოციალურ ქსელში პოზიტიური აზროვნების გავლენაზე საუბრობს. მისი თქმით, პოზიტიური აზროვნება არ ნიშნავს უარყოფითი ემოციების ჩახშობას, არამედ მათ გაცნობიერებას და არჩევანს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, პოზიტიური აზროვნება მხოლოდ „ლამაზი სიტყვები” არ არის, ეს ენერგეტიკული მექანიზმია, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ქმნის:
„ჩვენი აზრები ჩვენი რეალობის შემქმნელებია. რასაც ფიქრობ, იმას ხედავ, რასაც ხედავ იმას გრძნობ, და რასაც გრძნობ იმას იზიდავ. სწორედ ამიტომ პოზიტიური აზროვნება მხოლოდ „ლამაზი სიტყვები” არ არის, ეს ენერგეტიკული მექანიზმია, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ქმნის.
როცა პოზიტიურად ფიქრობ, შენ ტვინს აძლევ სიგნალს, რომ უსაფრთხოდ ხარ. სხეული იწყებს ენდორფინის გამომუშავებას, ეს ჰორმონი ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს კონცენტრაციას და გაძლევს შთაგონებას. სამყაროც კი სხვაგვარად გპასუხობს, როცა შენი შინაგანი ტალღა მადლიერებითა და იმედითაა სავსე.
პოზიტიური აზროვნება არ ნიშნავს უარყოფითი ემოციების ჩახშობას, ეს ნიშნავს მათი გაცნობიერებას და არჩევანს: „მე მაინც ვირჩევ სინათლეს“.
როცა ფოკუსს გადმოიტან პრობლემებიდან შესაძლებლობებზე, შენ ენერგიას შეცვლი და სწორედ ამ ენერგიაზე იზიდავ უკეთეს გარემოებებს.
გახსოვდეს: აზრი ხდება სიტყვა, სიტყვა - ქმედება, ქმედება - ჩვევა და ჩვევა - შენი ბედი.
იფიქრე იმაზე, რაც გინდა, რომ დაგემართოს. სამყარო უსმენს შენს აზრებს, ის ვერ ხვდება ხუმრობას, ის პასუხობს ვიბრაციას“, - წერს ზაზა ჯაიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„პორტალური დღეა, ფართო ენერგიასთან გვაქვს საქმე“ - გიორგი ლობჯანიძე 11 ნოემბრის მნიშვნელობაზე
🎥 როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს ვიტამინები აკლია? - სპეციალისტის რჩევები ზამთრისთვის