Digest Logo

„საუბედუროდ ვეღარაფერს გისურვებ: ვერც ჯანმრთელობას, ვერც სიხარულს, ვერც ბედნიერებას“ - ტრაგიკულად დაღუპული სალომე გორგაძე 19 წლის გახდებოდა

1762873595
სალომე გორგაძე

14 ივნისს, ავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში სამი ადამიანის: მეგი ჯა­ი­ა­ნის, ანა მა­ხა­რა­ძის და სა­ლო­მე გორ­გა­ძის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

სალომე დღეს, 11 ნოემბერს 19 წლის გახდებოდა. 

გარდაცვლილის დაბადების დღეს სოციალურ ქსელში სალომეს და ემოციურად ეხმაურება და საფლავზე გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს:

„გილოცავ იმიერში შენ დღეს შეუსრულებელ 19 წელს ... 

საუბედუროდ ვეღარაფერს გისურვებ: ვერც ჯანმრთელობას, ვერც სიხარულს, ვერც ბედნიერებას, დაგისრულეს შენი ამ ქვეყნიური ცხოვრება, ასე თავიანთი სიამოვნების გამო დღეს შენ დედამიწაზე არ დაიარები.

დღეს უფრო მტკივა გული და სული.

19 წლის უკან რა ბედნიერები ვიყავით, ამ დღეს მოევლინე სამყაროს, გაგვიფერადე ცხოვრება, ყოველდღიურობა და ასე ხანმოკლე რატო აღმოჩნდა ეს გზა ღმერთო?? 

ამ წლების განმავლობაში ამ დღეს ერთად ვიყავით და დღეს უშენოდ, შენს საფლავს დავტირი. 

ყოველთვის განსაკუთრებული სამზადისი გქონდა შენი დაბადების დღის, ფოტოსესიებს იწყობდი, ყოველთვის აღნიშნავდი შენს დღეს, ყველას დღეობაზეც დადიოდი და დღეს შენთანაც ყველა მოვიდა, შენი მეგობრები ახლობლები, ზეციდან გადმოგვყურებდი და დარწმუნებული ვარ, ჩვენთან ყოფნას ნატრობდი. 

მენატრები დაო, მენატრები ჩემო სულო და გულო“, - წერს ზაირა გორგაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ლამაზი ხარ, მაგრამ ძალიან დიდიო“, ხალხო, გამანადგურა! მინდოდა რაღაც ჩამეცხო, მაგრამ...“ - ნანუკა გულუა წონის შესახებ კომენტარზე

„სხეული იწყებს ენდორფინის გამომუშავებას, ეს ჰორმონი ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს კონცენტრაციას და გაძლევს შთაგონებას“ - რა შეუძლია პოზიტიურ აზროვნებას

⭕„პორტალური დღეა, ფართო ენერგიასთან გვაქვს საქმე“ - გიორგი ლობჯანიძე 11 ნოემბრის მნიშვნელობაზე