ნანუკა გულუა პროფესიით არც მსახიობია და რამდენიმე წლის წინ ვერც წარმოიდგენდა, რომ საზოგადოების დიდ სიყვარულს სწორედ ეს საქმე მოუტანდა. პოპულარულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ დოჩის როლმა მას, ცნობადობასთან ერთად, უამრავი ადამიანის პატივისცემაც მოუტანა.
2021 წელს ნანუკა გულუამ იქორწინა. მისი რჩეული კახაბერ კაშია გახდა. წყვილს 3 შვილი ჰყავს.
ორსულობის შემდეგ მან წონაში საგრძნობლად მოიმატა, რაც თავად მსახიობს აწუხებს და ამ თემაზე ხშირად საუბრობს.
ნანუკა გულუამ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანთან გადამხდარ ამბავზე მოჰყვა. როგორც ირკვევა, ქალმა მას არასასურველი კილოგრამები დაუწუნა და დიეტისკენ მიუთითა:
„კიდევ კარგი, რომ მენტალურად ძლიერი ვარ და ამხელა მიზეზი მაქვს წონაში მატების, თორემ ამას მართლა ვერ გადავიტანდი.
ქალი ზის და მეუბნება: ვაიმე, რამხელა ხარ, გენაცვალე. აბა, რომ თქვი, ვდიეტობო? პირზე დამადგა. ვუთხარი, ჰო, ვდიეტობ, ჯერ მაინც ცოტა დრო გავიდა, 5 თვის არის კირა და ასე უცებ ვერ გავხდებოდი-მეთქი. ხო, მიდი, მიდი, თორემ ძალიან დიდი ხარო, კი ლამაზი ხარ, მაგრამ ძალიან დიდიო.
გამოვიარე, წამოვედი და მინდოდა, რაღაც ჩამეცხო, მაგრამ ათას გიჟს რა პასუხი გავცე. გამოვცდი და ვიღაცებს ეუბნება, რა ვიცი, ამბობს, რომ ვდიეტობო და ამას დიეტის არაფერი ეტყობაო. ხალხო, მესმოდა ეს სანამ მანქანაში ჩავჯექი. გამანადგურა!“, - ამბობს ნანუკა გულუა.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„პორტალური დღეა, ფართო ენერგიასთან გვაქვს საქმე“ - გიორგი ლობჯანიძე 11 ნოემბრის მნიშვნელობაზე