ასტროლოგიური პროგნოზი 21 აგვისტოსთვის
ვერძი: მთვარის მონათესავე ცეცხლოვანი ენერგია ოპტიმიზმითა და ახალი აღმოჩენების სურვილით აგავსებთ. შესანიშნავი დღეა მოგზაურობის დაგეგმვისთვის, სწავლისა და საკუთარი იდეების განვითარებისთვის.
კურო: თქვენი მმართველი ვენერა გირჩევთ, ყურადღება ოჯახის ბიუჯეტსა და საერთო ფინანსებზე გადაიტანოთ. ხელსაყრელი დროა პრაქტიკული გადაწყვეტილებების მისაღებად და ურთიერთობაში ნდობის გასაძლიერებლად.
ტყუპები: მთვარის ენერგია პარტნიორობის სფეროში გააქტიურდება. მშვენიერი დღეა რომანტიკული შეხვედრებისთვის, სამომავლო შეთანხმებებისა და გულწრფელი საუბრებისთვის.
კირჩხიბი: დროა, იზრუნოთ საკუთარ სხეულზე, სამუშაო სივრცეში სიმყუდროვე შექმნათ და საქმეები მოაწესრიგოთ. მშვიდი და ორგანიზებული მუშაობა კმაყოფილებასა და კარგ განწყობას მოგიტანთ.
ლომი: მთვარის ცეცხლოვანი ენერგია შემოქმედების, სიყვარულისა და სიხარულის სფეროს გაააქტიურებს! ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. გამოავლინეთ ნიჭი, დაუთმეთ დრო საყვარელ საქმიანობას ან ახლობლებს პატარა დღესასწაული მოუწყვეთ.
ქალწული: ყურადღების ცენტრში ოჯახი, სახლი და ოჯახური ტრადიციები მოექცევა. კარგი დღეა სივრცის მოსაწყობად, ოჯახური შეკრებებისა და უფროსი თაობის წარმომადგენლებთან თბილი ურთიერთობისთვის.
სასწორი: თქვენი მმართველი ვენერა მსუბუქ და ჰარმონიულ ურთიერთობებს გჩუქნით. გელოდებათ სასიამოვნო ამბები, წარმატებული მოკლე მოგზაურობა და შთამაგონებელი შეხვედრები.
მორიელი: წინა პლანზე ფინანსები, პირადი რესურსები და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება გადმოვა. ხელსაყრელი დღეა სახლისთვის საჭირო ნივთების შესაძენად და შემოსავლის ახალი წყაროების მოსაძებნად.
მშვილდოსანი: თქვენს ნიშანში მყოფი მთვარე ენერგიით, მომხიბვლელობითა და თავდაჯერებით აგავსებთ. იდეალური დღეა ახალი ინიციატივების დასაწყებად, იმიჯზე ზრუნვისა და იღბლის მოსაზიდად.
თხის რქა: დღეს სასურველია, შეამციროთ ყოველდღიური ხმაური და აჩქარება. გაატარეთ დრო მშვიდ გარემოში, აღიდგინეთ ძალები, დაკავდით სულიერი პრაქტიკებით ან დაისვენეთ ბუნებაში.
მერწყული: შესანიშნავი დროა მეგობრებთან შეხვედრისთვის, გუნდური პროექტების განვითარებისა და სამომავლო გეგმების განხილვისთვის. თქვენი იდეები თანამოაზრეების მხარდაჭერას დაიმსახურებს.
თევზები: ყურადღების ცენტრში კარიერა, სტატუსი და პროფესიული მიზნები მოექცევა. ვენერა და მთვარე დაგეხმარებათ, გამოავლინოთ შინაგანი ძალა, მოიპოვოთ ავტორიტეტი და შესრულებული საქმისთვის აღიარება მიიღოთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 გიორგი გასვიანი დედასთან ერთად ამღერდა - „რა კარგი ხმები და რა ტკბილი შესრულება“
⭕ქრისტინე იმედაძე მეუღლესთან ერთად სენ-ტროპეში ისვენებს - კადრები საფრანგეთიდან