რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ვარსკვლავები მოსალოდნელი კონფლიქტის შესახებ გაფრთხილებენ — შესაძლოა, ურთიერთობებში გარკვეული უთანხმოება ან დაძაბულობა წარმოიშვას. მოთმინება გამოიჩინეთ და ეცადეთ, კომპრომისული გამოსავალი იპოვოთ. ახლა მნიშვნელოვანია, საკუთარი ვალდებულებების შესრულებას, როგორც სამსახურში, ისე სახლში, პასუხისმგებლობით მოეკიდოთ. ამ დღეს დაგეგმილი საქმიანი შეხვედრები ჯობია, სხვა დღისთვის გადადოთ. სატურნის გავლენა მკვეთრად იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი თანამოსაუბრეები კონსტრუქციული დიალოგისთვის განწყობილნი არ არიან. არსებობს შანსი, რომ მნიშვნელოვან შეთანხმებას ხელი მოაწეროთ. ყურადღებით წაიკითხეთ საბუთი, რომელზედაც ხელის მოწერა გიწევთ. აკონტროლეთ წნევა, თუ ბოლო დროს გულის არეში ტკივილს გრძნობთ.
კურო
არასდროს გყოფნიდათ გამბედაობა, რომ პარტნიორის ამბიციებისთვის გვერდი აგევლოთ და საკუთარ ინტერესებზე გეფიქრათ? დადგა დრო, საკუთარ თავზე იზრუნოთ! შესაძლოა ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი მოგივიდეთ. მიზეზი შეიძლება თქვენივე ჩაკეტილობა და უნდობლობა იყოს. ყურადღება არ მოადუნოთ, კოლეგამ შეიძლება საკუთარი მიზნების მისაღწევად თქვენით მანიპულირება სცადოს და სიბრალულზე ითამაშოს. ბიზნესმენ კუროებს სამეწარმეო ნიჭი და ფინანსური ალღო დროებით უღალატებთ. ამასთან, შემოსავალს გასავალი გადააჭარბებს, კრედიტების გადახდას კი თავს ვერ გაართმევთ. გახსოვდეთ, რომ წარმატებისთვის მხოლოდ კარგი იდეა საკმარისი არ არის, მისი უნაკლო განხორციელებაც მნიშვნელოვანია. სიფრთხილე გამოიჩინეთ ცეცხლთან ან ცხელ საგნებთან სიახლოვისას.
ტყუპები
ბოლო დროს სირთულეებისთვის თავის არიდების ჩვევა ჩამოგიყალიბდათ, თუმცა ცხოვრებისადმი ასეთი მიდგომა თქვენს პრობლემებს ვერ გადაჭრის. საჭიროა, რჩევა ჰკითხოთ ადამიანებს, რომლებსაც ენდობით — მეგობრები სიამოვნებით დაგეხმარებიან. მოსალოდნელია საყვარელ ადამიანთან უთანხმოება — შესაძლოა, ოჯახში ლიდერობისთვის ბრძოლა გაჩაღდეს, მაგრამ ყველაფერს გააკეთებთ, რომ უთანხმოება კონფლიქტად არ იქცეს. არსებობს დიდი ფინანსური დანაკარგის რისკი, როგორც სამსახურში, ისე სახლში. ამ დღეს კატეგორიულად აკრძალულია ეგზოტიკური კერძების გასინჯვა (განსაკუთრებით ისეთების, რაც აქამდე არასდროს გაგისინჯავთ) — ამ დღეს კუჭი და საჭმლის მომნელებელი სისტემა განსაკუთრებით მგრძნობიარეა.
კირჩხიბი
სანამ შვებულებას აიღებთ და დასასვენებლად წახვალთ, ეცადეთ, იმიჯი შეიცვალოთ. იღბალი პრობლემებისგან გიცავთ, მაგრამ ცოტა წინდახედულობაც უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფულს ეხება. სერიოზულად მოეკიდეთ გავლენიან ადამიანებთან შეხვედრას და ეცადეთ, მათზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. სამყაროსგან პოზიტიურ მუხტს იგრძნობთ, რაც ახალი ენერგიითა და მეტი ფულის შოვნის სურვილით აგავსებთ. იმ საქმეების მიმართ, რომლებიც ადრე გიზიდავდათ, თანდათან ინტერესს კარგავთ. გირჩევთ, ძალების აღსადგენად გამაჯანსაღებელი და პროფილაქტიკური პროცედურები ჩაიტაროთ. მიირთვით მეტი მწვანილი, სვით წვენები და უარი თქვით ალკოჰოლურ სასმელებზე.
ლომი
ვარსკვლავები ამბობენ, რომ პირად ურთიერთობებში კომპრომისზე წასასვლელად მზად არ ხართ! საყოფაცხოვრებო პრობლემების გამო სასიყვარულო ურთიერთობისთვის არც დრო გაქვთ და არც განწყობა. მოსალოდნელია უთანხმოება კოლეგებთან, რომლებიც თქვენს ინიციატივებს აფერხებენ. ფინანსური თვალსაზრისით წარმატებული დღეა. ბევრ ლომს დაუგეგმავი ფულადი შემოსავლები ელის — სავარაუდოდ, ძველ ვალს დაგიბრუნებენ ან დიდი ხნის წინ შესრულებული სამუშაოსთვის ანაზღაურებას მოგცემენ. დაუჯერეთ ინტუიციას — ის დაგეხმარებათ, რომ პერსპექტიული და უიმედო პროექტები ერთმანეთისგან განასხვაოთ.
კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/22-ivnisis-astrologiuri-prognozi-5640
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მთელი სამყარო ხარ, ადამიანო და მას უყვარხარ როგორც საკუთარი შვილი...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება
⭕„განსაკუთრებით საშიშია სიცრუე და ვინმესთვის ცუდის სურვება...“ - რას წერს ფენშუის სპეციალისტი
⭕28 ივნისს შიო მესამე სამების ტაძარში აბიტურიენტებს დალოცავს