🌙მთვარის მე-7 დღეს, სიტყვა იძენს რეალურად ძლიერ ძალას! რაც ხმამაღლა იქნება ნათქვამი, შეიძლება მტკიცედ და დიდი ხნით შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში.
რასაც ხმამაღლა უსურვებ სხვას, ან საკუთარ თავს რეალურად განხორციელდება.
❗️განსაკუთრებით საშიშია სიცრუე და ვინმესთვის ცუდის სურვება. ამიტომ ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს და ხმამაღლა მხოლოდ პოზიტიური აზრები გამოთქვით. მთვარის მე-7 დღეს ძალიან ეფექტურია მანტრებით და შელოცვებით ფულის მოზიდვა და სურვილების ასრულება.
ეს მეთოდები ყოველთვის მუშაობს, მაგრამ ამ დღეს ბევრად უფრო ადვილია უმაღლეს ძალებთან ურთიერთობა და დაკავშირება.
👉 21.06, 13:00 სთ.-დან დღის განმავლობაში, ან
👉 22.06, 12:00 სთ-მდე შეასრულეთ რიტუალი:
👇👇👇 გადით ბუნებაში, განტვირთულ ადგილას, დადექით სახით აღმოსავლეთისაკენ, დახუჭეთ თვალები, მოეშვით, ღრმად ისუნთქეთ, შეიგრძენით ბუნებასთან ერთიანობა. გონებრივად მოუწოდეთ თქვენს მფარველ ანგელოზს და ყველა ნათელ ძალებს.
გაახილეთ თვალები და ხმამაღლა თქვით:
✨„ძლიერო ძალებო, ნათელო ძალებო, დედა ბუნებავ - გმადლობთ მხაედაჭერისთვის. მომეცით საშუალება ვიცხოვრო ჩემი ბედისწერის ყველაზე ხელსაყრელი გზით. დამეხმარეთ სურვილების ასრულებაში, ჩემსა და ყველას საკეთილდღეოდ, ვისაც ეს ეხება. მადლობა“.
✨ შემდეგ ხმამაღლა წარმოთქვით სურვილები და მადლობა გადაუხადეთ ზეცას მხარდაჭერისთვის.
☝️გახსოვდეთ - იმისათვის, რომ მიმართვამ სასწაული მოახდინოს მასზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, გონება არ გაგეფანტოთ, გული და სული ჩადეთ, გონებით მიყევით ნათქვამ სიტყვებს, მათი აზრით განიმსჭვალეთ.
🌟გააკეთეთ ეს ჯადოსნური რიტუალი! მზიან განწყობას და ყველა კეთილი სურვილის ასრულებას გისურვეთ! 🍀

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕28 ივნისს შიო მესამე სამების ტაძარში აბიტურიენტებს დალოცავს
⭕„ჩემპიონები შრომისმოყვარეობით და თავდადებით ყალიბდებიან“ - ეთერ ლიპარტელიანი ქმართან ერთად პოზირებს