
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს მიხვდებით, რომ მოსაწყენი ოფისების გარდა, შემოსავლის სხვა გზებიც არსებობს. ეს დღე იდეალურია იმისთვის, რომ თქვენი დაფარული უნარები გამოავლინოთ – ეს უნარები შეიძლება მომავალში შემოსავლის წყაროდ იქცეს. დაოჯახებული ვერძებისთვის დღის მეორე ნახევარი სტუმრობისთვის ხელსაყრელი დროა, მარტოხელებს კი შესაძლოა, ბედმა პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოუტანოს.
კურო
კუროებისთვის არახელსაყრელი დღეა, რადგან ვარსკვლავების განლაგება ურთიერთობებთან დაკავშირებულ სირთულეებზე მიანიშნებს. არსებობს რისკი, რომ იმ ადამიანებმა გიღალატონ, ვისაც ერთგულ მოკავშირეებად მიიჩნევთ. უმჯობესია დღეს კომპრომისზე წახვიდეთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდება.
ტყუპები
ტყუპებისთვის გონების გაწმენდისა და ახალი ენერგიის მიღების სიმბოლური დღეა. იღბალი გაგიღიმებთ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ხელოვნება, მშენებლობა და მოგზაურობასთან დაკავშირებული საქმიანობა. დღის განმავლობაში ეცადეთ საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი სიყვარული და მზრუნველობა გამოხატოთ.
კირჩხიბი
კირჩხიბებო, თქვენს ცხოვრებაში სიახლეების შემოტანის არ შეგეშინდეთ – დღეს ეს ძალიან წარმატებით გამოგივათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პარტნიორის აზრს მეტი პატივი სცეთ. მანქანის მართვის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – თუ შინაგანი ხმა გეუბნებათ, რომ მგზავრობისგან თავი უნდა შეიკავოთ, უმჯობესია საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროთ.
ლომი
ლომებს დღის განმავლობაში ისეთი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რომელსაც დიდი ხანია, თავს არიდებდით. პირველი ნაბიჯები ყველაზე რთული იქნება, მაგრამ თუ მოთმინებას გამოიჩენთ, გარემოებები თქვენ სასარგებლოდ შეიცვლება. გამორიცხული არ არის, რომ პირად ცხოვრებაში რთულ სიტუაციას შეეჯახოთ, სადაც მეგობრებისა და ნაცნობების დახმარება დაგჭირდებათ.
ქალწული
პირად ურთიერთობებში თავდაჯერებულად მოქმედებთ და იცით, როგორ მოახდინოთ პარტნიორზე შთაბეჭდილება. ხელსაყრელი დროა, რომ გათავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც დიდი ხანია გაწუხებთ, მაგრამ ცვლილებები უფრო გაშინებთ. ამ დღეს გაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობამ შეიძლება დაგაზიანოთ, ამიტომ ახალი ნაცნობობისგან თავი შეიკავეთ. ეცადეთ ძალები რაიმე ახალ და უჩვეულო საქმეში მოსინჯოთ ან იქ წახვიდეთ, სადაც არასოდეს ყოფილხართ.
სასწორი
შესაძლოა, დილიდანვე დაღლილობა და მორალური ზეწოლა იგრძნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საპასუხისმგებლო დავალების შესრულება ან მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმება სამომავლოდ გადადოთ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ დაისვენოთ და ცოტა ხნით მარტო დარჩეთ.
მორიელი
ამ დღეს წარმატების მისაღწევად სწორი დრო უნდა შეარჩიოთ და გარშემო მყოფების დარწმუნება მშვიდად, ზეწოლის გარეშე უნდა შეძლოთ. დღის განმავლობაში მოსალოდნელია ოჯახური ხასიათის პრობლემები, რომლებიც შესაძლოა უძრავ ქონებას ან მემკვიდრეობას ეხება. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა დაეყრდნოთ. ნაკლები უსმინეთ სხვის რჩევებს – ისინი შეიძლება თქვენთვის საზიანოც კი აღმოჩნდეს.
მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სოფელში ყოფნას თავისი ძალა აქვს...“ - ბარბარა სამხარაძე ახალ კადრებს აქვეყნებს
🎥 სააღდგომო სამზადისი იმდენად კარგი და ლამაზი რიტუალია, ბავშვობიდან ასე მახსოვს...“ - ასმათ ტყაბლაძე