Digest Logo

„23 ნოემბერი–19 დეკემბერი დაპირისპირებისა და რადიკალური ცვლილებების პერიოდი!“ - როგორ იმოქმედებს ეს მოვლენა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე?

1795071713
ნინა ხომერიკი

„23 ნოემბერი – 19 დეკემბერი, 2026 წელი მარსისა და ურანის დაძაბული კვადრატურა — მოულოდნელი მოვლენების, დაპირისპირებისა და რადიკალური ცვლილებების პერიოდი!“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი ნინა ხომერიკი წერს. 

მისი თქმით, 23 ნოემბრიდან, ასტროლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი და ფეთქებადი ენერგიის პერიოდი იწყება, ხოლო ამ მოვლენის პიკი 3–5 დეკემბერი იქნება. 

„მარსისა და ურანის კვადრატურა ქმნის დაძაბულ ფონს, რომელიც უკავშირდება მოულოდნელ ცვლილებებს, კონფლიქტებს, თავისუფლებისთვის ბრძოლას და ძველი წესრიგის რღვევას.

4 დეკემბერს, მარსი ქალწულში და რეტროგრადული ურანი ტყუპებში, ზუსტ კვადრატურას ქმნიან.

მარსი, მოქმედების, ბრძოლის, აგრესიისა და ენერგიის პლანეტაა, ურანი კი — მოულოდნელობის, რევოლუციის, თავისუფლებისა და რადიკალური გარდატეხების სიმბოლო, როდესაც ეს ორი პლანეტა დაძაბულ ასპექტში ერთიანდება, იზრდება იმპულსურობის, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებებისა და მოულოდნელი დაპირისპირების ალბათობა.

რა შეიძლება გამოიკვეთოს ამ პერიოდში:

კონფლიქტები და აგრესია, გაღიზიანება, მოუთმენლობა, სიტყვიერი დაპირისპირებები და ურთიერთობების მოულოდნელი გამწვავება.

ავარიებისა და ტექნიკური შეფერხებების თემა — ასტროლოგიურად განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტრანსპორტს, ელექტრომოწყობილობებს, ტექნიკას და სიჩქარეს. საჭიროა მეტი სიფრთხილე.

მოულოდნელი გადაწყვეტილებები, სამსახურის დატოვების, ურთიერთობის დასრულების, საცხოვრებლის შეცვლის ან ცხოვრების რადიკალურად გარდაქმნის სურვილი.

პროტესტი და თავისუფლების მოთხოვნილება, საზოგადოებრივ დონეზე, შესაძლებელია გაიზარდოს უკმაყოფილების, დაპირისპირებისა და არსებული წესების წინააღმდეგ გამოსვლის ტენდენცია.

ინფორმაციული დაძაბულობა — რადგან ურანი ტყუპებში იმყოფება, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კომუნიკაციაზე, ინტერნეტზე, სოციალურ ქსელებზე, ინფორმაციის გავრცელებასა და ტექნოლოგიურ სისტემებზე.

სამუშაო და ჯანმრთელობის რეჟიმი — მარსი ქალწულში, ყურადღებას ამახვილებს შრომით ურთიერთობებზე, გადაღლაზე, ორგანიზაციულ შეცდომებსა და ყოველდღიურ პასუხისმგებლობებზე.

ვის შეეხება განსაკუთრებით ძლიერად:

ყველაზე მეტად, ამ ასპექტის სიმბოლური გავლენა შეიძლება იგრძნონ ტყუპების, ქალწულის, მშვილდოსნისა და თევზების ნიშნების წარმომადგენლებმა,
განსაკუთრებით მათ, ვისაც მზე, მთვარე, ასცენდენტი ან პირადი პლანეტები მუტაბელური ნიშნების 0–7 გრადუსზე აქვთ, თუმცა, ინდივიდუალური გავლენა დამოკიდებულია ნატალურ რუკაზე და იმ სახლებზე, რომლებსაც მარსისა და ურანის ტრანზიტები ააქტიურებენ.

როგორ გამოვიყენოთ ეს ენერგია დადებითად:

- დაიწყეთ მოძველებული ჩვევებისა და არაეფექტური სამუშაო მეთოდების შეცვლა;

- გამოიყენეთ პერიოდი ახალი ტექნოლოგიების შესასწავლად და ინოვაციური იდეების დასამუშავებლად;

- მოერიდეთ ემოციურ ფონზე მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებებს;

- ყურადღებით გადაამოწმეთ ინფორმაცია, საბუთები და ფინანსური შეთანხმებები;

- ენერგია მიმართეთ კონსტრუქციული ცვლილებებისკენ და არა დაპირისპირებისკენ;

- განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ავტომობილის მართვის, ტექნიკასთან მუშაობისა და ფიზიკური დატვირთვის დროს.

განსაკუთრებით საყურადღებო თარიღები:

23–30 ნოემბერი — დაძაბულობის თანდათან გაძლიერება, ცვლილებების სურვილი და მოულოდნელი გარემოებების გააქტიურება;

1–5 დეკემბერი — ასპექტის კულმინაცია. ყველაზე ინტენსიური პერიოდი, როდესაც მნიშვნელოვანია ემოციების კონტროლი და გააზრებული მოქმედება;

6–19 დეკემბერი — დაძაბულობის თანდათან შემცირება, მიღებული გადაწყვეტილებების გადაფასება და ცვლილებებთან ადაპტაცია.

ზოგადად, ურანის და მარსის ეს რთული დაპირისპირება, დაიწყო 2026 წლის თებერვალში და ახლა, ჩვენ ამ ტრანზიტის მესამე ფაზის გავლა ქვიწევს, გაიხსენეთ, რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2026 წლის თებერვალ–მარტში და ივნის–ივლისში! შესაძლოა, ნოემბერ–დეკემბერში სწორედ მაშინ დაწყებული მოვლენები გააქტიურდეს.

2026 წლის განმავლობაში, მარსმა და ურანმა სამი მნიშვნელოვანი ასპექტი შექმნეს, რომლებიც ერთმანეთთან საინტერესო სიმბოლურ კავშირშია.

პირველი ეტაპი — 19 თებერვალი – 7 მარტი

27 თებერვალი — მარსისა და ურანის ზუსტი კვადრატურა.

ეს ასპექტი, სიმბოლურად უკავშირდებოდა მოულოდნელ დაპირისპირებებს, თავისუფლების მოთხოვნილებას, ფინანსური და მატერიალური სტაბილურობის საკითხების გამწვავებას, ძველი სისტემების წინააღმდეგ პროტესტს. მერწყულისა და კუროს ფიქსირებული ნიშნების დაძაბულობა, განსაკუთრებით წარმოაჩენდა წინააღმდეგობას ცვლილებების აუცილებლობასა და არსებული მდგომარეობის შენარჩუნების სურვილს შორის.

გაიხსენეთ:

* რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში თებერვლის ბოლოს?

* ვისთან გქონდათ დაპირისპირება?

* რა გადაწყვეტილების მიღება მოგიწიათ მოულოდნელად?

* რისი დაკარგვის ან რისი შეცვლის გეშინოდათ?

მეორე ეტაპი — 22 ივნისი – 16 ივლისი

4 ივლისი — მარსისა და ურანის ზუსტი შეერთება ტყუპებში.

ეს უკვე სრულიად განსხვავებული ენერგია იყო.

თუ თებერვალში დაძაბულობა წინააღმდეგობის ფორმით ვლინდებოდა, ივნის–ივლისში, ორი პლანეტის შეერთება ასტროლოგიურად ახალი იმპულსის, მოულოდნელი დასაწყისისა და რადიკალური ცვლილების სიმბოლოდ შეიძლება განვიხილოთ. ტყუპების ნიშანი უკავშირდება ინფორმაციას, კომუნიკაციას, გადაადგილებას, განათლებას, ტექნოლოგიებსა და კავშირებს.

ამ პერიოდში, შესაძლოა გააქტიურებულიყო:

* მოულოდნელი გადაწყვეტილებები და ახალი წამოწყებები;

* სამსახურის, საქმიანობის ან საცხოვრებელი გარემოს შეცვლის სურვილი;

* მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება;

* ურთიერთობების მოულოდნელი დაწყება ან დასრულება;

* ახალი იდეები, რომლებიც მომავალში ცხოვრების მიმართულებას შეცვლიდა.

ასტროლოგიური თვალსაზრისით, ივლისის შეერთება, შეიძლება ჩაითვალოს ახალი პროცესის საწყის წერტილად.

და მესამე ეტაპი — 23 ნოემბერი – 19 დეკემბერი

4 დეკემბერი — მარსისა და რეტროგრადული ურანის ზუსტი კვადრატურა,

სწორედ აქ ჩნდება ყველაზე საინტერესო პარალელი!

ივლისის შეერთება, ტყუპების მე -4-ე გრ-ზე მოხდა და დეკემბრის კვადრატურაც იმავე გრადუსზე ხდება, რომელიც გააქტიურებს ურანს.

გრადუსებს შორის სხვაობა, მხოლოდ 34 რკალური წუთია!

ეს ნიშნავს, რომ დეკემბრის ასპექტი განსაკუთრებით საინტერესოა ივლისის მოვლენებთან სიმბოლური კავშირის თვალსაზრისით, რაც ივლისში დაიწყო, დეკემბერში შესაძლოა ახალი გამოცდის წინაშე აღმოჩნდეს. თუ ზაფხულში მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დაიწყეთ ურთიერთობა, შეიცვალეთ სამსახური, წამოიწყეთ ბიზნესი ან ცხოვრების ახალი მიმართულება აირჩიეთ, ახლა შესაძლოა საჭირო გახდეს ამ გადაწყვეტილებების გადახედვა.

მარსი ქალწულში მოითხოვს კონკრეტულ შედეგს, წესრიგს, სიზუსტესა და პასუხისმგებლობას, ხოლო რეტროგრადული ურანი ტყუპებში ძველი იდეების, გადაწყვეტილებებისა და ინფორმაციის გადაფასების თემას აძლიერებს.

რა აერთიანებს სამივე პერიოდს:

თებერვალი–მარტი — წინააღმდეგობა და დაძაბულობის გაჩენა;

ივნისი–ივლისი — ახალი იმპულსი და გარდატეხა;

ნოემბერი–დეკემბერი — მიღებული გადაწყვეტილებების გამოცდა და კორექტირება.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ცხოვრებაში ერთი და იგივე ისტორია განმეორდება. ასტროლოგიურად, ყველაზე მკაფიო კავშირი, სწორედ ივლისისა და დეკემბრის ასპექტებს შორის არსებობს, რადგან ისინი ურანის თითქმის ერთსა და იმავე გრადუსს ააქტიურებენ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ამ პერიოდს, თუ თქვენს ნატალურ რუკაში პლანეტები ან მნიშვნელოვანი კუთხეები ტყუპების, ქალწულის, მშვილდოსნისა და თევზების 2-დან –5 გრადუსზე მდებარეობს.

მთავარი გზავნილი

თებერვალში შესაძლოა გააცნობიერეთ, რა აღარ გინდოდათ. ივლისში გაბედეთ ცვლილება. დეკემბერში კი დადგება დრო, შეაფასოთ, რამდენად სწორად მართავთ ამ ცვლილებას.

დეკემბრის კვადრატურა არ ნიშნავს, რომ ივლისში დაწყებული საქმე აუცილებლად დასრულდება. პირიქით, შესაძლოა სწორედ ახლა გამოჩნდეს, რა საჭიროებს გამოსწორებას, გადახედვას ან სრულიად ახალ მიდგომას.

ამ ასპექტის მთავარი გზავნილი:

„შეცვალეთ ის, რაც ცვლილებას საჭიროებს, მაგრამ ნუ დაანგრევთ იმას, რისი გამოსწორებაც შესაძლებელია!“

მარსისა და ურანის კვადრატურა ყოველთვის მხოლოდ ნეგატიურ მოვლენებს არ უკავშირდება. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ეს არის ძლიერი იმპულსი გათავისუფლებისთვის, გაბედული ნაბიჯებისთვის, ინოვაციებისა და ცხოვრების ახალი მიმართულებით წასაყვანად, თუმცა, ამ ენერგიას ორი მხარე აქვს: შეგიძლიათ შექმნათ მნიშვნელოვანი გარდატეხა ან ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯით გაართულოთ ის, რასაც წლების განმავლობაში აშენებდით.

ამ პერიოდში, ყველაზე დიდი ძალა არა სწრაფ რეაქციაში, არამედ საკუთარი ემოციებისა და მოქმედებების მართვაშია.

♈️ ვერძი — მოერიდეთ კონფლიქტებს, დაუფიქრებელ განცხადებებსა და სარისკო გადაადგილებას.

♉️ კურო — მოერიდეთ იმპულსურ ხარჯებს, ფინანსურ ავანტიურებსა და სარისკო ინვესტიციებს.

♊️ ტყუპები — მოერიდეთ ოჯახურ დაპირისპირებებს, ემოციურ გადაწყვეტილებებსა და რადიკალურ ცვლილებებს.

♋️ კირჩხიბი — მოერიდეთ გადაღლას, ფარულ კონფლიქტებსა და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებას.

♌️ ლომი — მოერიდეთ ფინანსურ რისკებს, მეგობრებთან დაპირისპირებასა და საეჭვო გარიგებებს.

♍️ ქალწული — მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტებს, სამსახურის იმპულსურად დატოვებასა და რეპუტაციულ რისკებს.

♎️ სასწორი — მოერიდეთ იურიდიულ შეცდომებს, დაუგეგმავ მგზავრობასა და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.

♏️ მორიელი — მოერიდეთ ვალებს, ფინანსურ ავანტიურებს, ეჭვიანობასა და ურთიერთობებში კონტროლის მცდელობას.

♐️ მშვილდოსანი — მოერიდეთ პარტნიორულ კონფლიქტებს, ულტიმატუმებსა და ურთიერთობების იმპულსურად დასრულებას.

♑️ თხის რქა — მოერიდეთ გადატვირთვას, სამუშაო კონფლიქტებსა და ჯანმრთელობის უგულებელყოფას.

♒️ მერწყული — მოერიდეთ სასიყვარულო ავანტიურებს, აზარტულ გადაწყვეტილებებსა და შვილებთან დაპირისპირებას.

♓️ თევზები — მოერიდეთ ოჯახურ კონფლიქტებს, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებსა და პარტნიორთან დაძაბულობას.

 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 თბილისში, ფონიჭალაში აფეთქება მოხდა - დაშავებულია 3 ადამიანი

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„წარმატების, იღბლისა და სურვილების ასრულების დღეა!“ - თაკო მელიქიშვილი 19 ნოემბრის ენერგიებზე

✕